ბლოგკემპი და შეხვედრების ახალი ფორმატი - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, May 23, 2009

ბლოგკემპი და შეხვედრების ახალი ფორმატი

გუშინ საკმარისზე მეტი თავისტკივილით გაღვიძებულს (წინა საღამოს შედეგი) თინიმ სკაიპში შემახსენა, რომ ბლოგკემპზე უნდა წავსულიყავი, რეკორდულ დროში მოვახერხე თავის მოწესრიგება და აზრზე მოსვლა.

5 საათზე გახლდით სოროსის ფონდში, სადაც ძალიან ცოტა ადამიანი დამხვდა, თუმცა სულაც არ გამკვირვებია ის რომ ორგანიზატორი და პრეზენტატორები გვარიანად იგგვიანებდნენ, რა თქმა უნდა კორექტულობისათვის ეს ყველაფერი წვიმას და საცობებს დაბრალდა და საბოლოოდ შეხვედრაც დაიწყო.DSC01385 - Copy

სვითიმ გახსნა შეხვედრა და ჰქონდა პრეზენტაცია უფასო vs. ფასიან ჰოსტებზე, ამას სერიოზული დავა და დისკუსია მოყვა , რაც მე ფრიად მომეწონა…

DSC01384 DSC01390

DSC01392

შემდეგი იყო თინი, რომელმაც გამოცდილება გაგვიზიარა , საკმაოდ სასაცილოდ და სახალისოდ….

მესამე პრეზენტატორმა სტუდენტებმა (ერთმა მარა მაინც მრავლობითში, ისინი უკვე ბრენდი არიან) უარი თქვეს პრეზენტაციაზე, მაგრამ შეხვედრა ამით არ დამთავრებულა, პოლიტიკური ბლოგის ავტორმა (ყველაზზე ინტრიგანმა ბლოგერმა ჩემი აზრით) წამოჭრა საკითხი ჟურნალისტურ აკრედიტაციაზე ბლოგერებისათვის, რაც შემდეგ უკვე გადაიზარდა სხვადასხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების დარეგისტრირების იდეაში, თუმცა ეგეც ფრიად საინტერესოა, ნეტა შევძლებთ, ნეტა გამოვა??

DSC01395DSC01403

DSC01402

მოკლედ ეს იყო მოკლე შინაარსი იმისა რაც მოხდა, ძალიან სასაიამოვნო ხალხი იყო შეკრებილი გუშინ იქ და DSC01424მიუხედევად იმისა, რომ ბლოგების გარდა შეიძლება არაფერი გვაერთიანებდეს DSC01429ყველას ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი სახე ჰქონდა შეხვედრის დასრულებისას.

ხო დიდი მადლობა როკოს თითს და ზვიადის (მგონი არ მეშლება) კომპიუტერს :)

საბოლოოდ ვფიქრობ რომ უკეთესი ორგანიზება და კაი რაღაც გამოვა ხოლმე ასეთი შეხვედრებისგან.

Blog Archive

Subsrcribe