კაცებო გშურდეთ, ქალებო იამაყეთ! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, May 19, 2009

კაცებო გშურდეთ, ქალებო იამაყეთ!

 

ჟურნალში წავაწყდი რაღაც სტატიას , სადაც იყო ჩამოწერილი პუნქტები თუ რატომ არის ღვთის საჩუქარი ქალად ყოფნა :)

მე ძალიან ვიხალისე და აი იხალისეთ თქვენც!

  1. ქალებს და ბავშვებს პირველებს შველიან უბედური შემთხვევების 7d9570772bდროს.
  2. ჩვენ არ გვემუქრება შარვალზე ელვის შეკვრისას შიგნით რამის  მოყოლა.
  3. ჩვენი თავმოყვარეობა არ შეილახება იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ შევძლებთ კედლეზე ერთი ლურსმნის ნორმალურად დაჭედებას, ან წიგნის თაროს ჩამოკიდებას.
  4. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ბედნიერები ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადითა და საყვარელი სერიალის ერთი სერიითაც კი.
  5. ქალები კაცებზე საშუალოდ 5 წლით უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ.
  6. ჩვენ არ გვჭირდება ყოველ დღე პარსვა
  7. შეგვიძლია ორგაზმის იმიტაცია და ეს ზოგჯერ რეალურ ორგაზმზე კარგადაც გამოგვდის.
  8. ჩვენ შეგვიძლია ვეხუტოთ ერთმანეთს , გვეძინოს ერთ საწოლში, ვიაროთ ხელჩაკიდებულებმა, მაგრამ ამის გამო ჩვენს სექსუალურ ორიენტაციას ეჭვს ქვეშ არავინ დააყენებს.
  9. მრავლობითი ორგაზმები (მეტი რაღა გვეთქმის)
  10. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია მამაკაცთან საუბრისას ვიფანტაზიოროთ იმაზე თუ როგორია ის საწოლში და ამავე დროს თავი არ გავცეთ არაფრით :)
  11. საჭირო ოთახში გვაქვს კაბინები და არ გვიწევს იმაზე ფიქრი, რომ გვერდით მდგომ ადამიანს შეიძლება მისი ”სიამაყის” ჩვენსასთან შედარება მოუნდეს.
  12. ყველა უაზრო ქცევა , ხასიათის ცვლილება და უბრალო კაპრიზი  შეგვიძლია დავაბრალოდ პრო - პოსტ – ან თვით მენსტრუალურ სინდრომს
  13. ჩვენ შეგვიძლია დედასთან ვიჭორაოთ , ვიყოთ მასთან ძალიან თბილად და არავინ დაგვიძახებს ”დედიკოს გოგოებს”

სულ ეს იყო მოკლედ , ხოდა მამრებო მინიმუმ შეგიძიათ გშურდეთ :)

Blog Archive

Subsrcribe