რატომ მეგობრობენ ადამიანები? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, May 14, 2009

რატომ მეგობრობენ ადამიანები?

ცოტა ხნის წინ (ასე ერთი კვირის დაახლოებით) მე და ლოლიტა ვსაუბრობდით მეგობრებზე, ხოდა უცებ ასეთ ფრაზა გაიჩითა:

”რა უცნაურია ერთი თაობის ადამიანები რა სხვადასხვანაირად ცხოვრობენ და რამხელა სხვაობაა მათ ქცევასა და ინტერესებში”

მართლაც რომ დავფიქრდი ჩემს გარშემო , ჩემი მეგობრების და ნაცნობების (ერთი თაობის) ნაწილი სერიოზული , დარბაისელი ადამიანია, რომელიც ზრუნავს ოჯახის შექმნაზე, ცდილობს რომ ჰქონდეს სტაბილური ცხოვრება- ყველანაირი ექსცენტრულობების გარეშე.

მეორე ნახევარს ფეხზეც კიდია შენი სტაბილურობა, ცდილობს გააკეთოს რამე საინტერესო და ექსტრემალური, გაერთოს ყველგან და ყველაფრით.

მესამე ნახევრი ჯერ გაურკვევლობაშია, ეძებენ საკუთარ თავს , ცდილობენ გაარკვიონ რა უნდათ ან რისი გაკეთება სიამოვნებთ.

და ყველაზე სასაცილო ისაა რომ ესენი ერთმანეთში არიან გადარეულ გადმორეული , არადა არაფერი საერთო არ აქვთ და ვერც ექნებათ , მაგრამ მაინც ძალიან აქტიურად ურთიერთობენ და ბევრ დროს ატარებენ ერთად. ნუ ამის ერთადერთი მიზეზი, რაც მე ვიპოვე ისაა, რომ ავსებენ ერთმანეთს, ის რაც აკლია ერთს აქვს მეორეს და პირიქით.




მოკლედ ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა ეს ყველაფერი :) ჰო და მე არ გეტყვით რომელი ვარ აქედან :)

Blog Archive

Subsrcribe