Sunday, May 03, 2009

სიცოხლის ხალისი და სიკვდილზე ოცნება

როდესაც ტრასაზე მიმავალ ავტომობილში ზიხარ, ფანჯრები ბოლომდეა ჩამოწეული და ქარი გეტყლაშუნება სახეზე, ჩასუნთქვაც კი ჭირს….

პირს აღებ, მაგრამ ფილტვები გიშრება და ჰაერს ვერ ყლაპავ…სუნთქვა შეუძლებელია, თავბრუსხვევას გრძნობ…

აი ზუსტად მაშინ ხვდები რომ სიცოცხლე გინდა, თავს ატრიალებ და ხარბად ისუნთქავ ტრასის სუნით გაჟღენთილ ჟანგბადს….

რა უცნაურია 18-25 ან თუნდაც უფრო მოწიფულ ასაკში - სიკვდილზე ფიქრი …

როგორ შეიძლება ისურვო სიკვდილი, მაშინ როდესაც:

გყავს ოჯახი… გაქვს საყვარელი საქმე, მზე ყოველ დილით ამოდის , წვიმის შემდეგ ბალახს ულამაზესი ხაოიანი სურნელი აქვს, როდესაც ზამთარში ყველაფერი თეთრი ფაფუკი თოვლით იფარება და ბზინავს, როცა შეგიძლია გაიცნო ახალი ადამიანები, იპოვო ახალი გასართობი და საინტერესო ჰობი, ნახო სამყარო, მოეფერო და რავიც ამ სიის გაგრძელება უსასრულობამდე შემიძლია.

მე არ მესმის როგორ შეიძლება დათმო ეს ყველაფერი….

მე არ მესმის როგორ შეიძლება ვერ მიხვდე იმას, რომ რახან ცოცხალი ხარ ესეიგი რაღაცაში ხარ საჭირო, იმიტომ რომ ისეთი ერთი შეხედვით უსარგებლო არსებაც კი როგორიც კოღოა, ჩნდება და ცოცხლობს….

ვერაფრით გავიგებ იმ ადამიანების გადაწყვეტილების სისწორეს, რომლებმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

მე მესმის რომ ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს გაუსაძლის პირობებში უწევს ცხოვრება, მაგრამ მე არ მჯერა სიტყვა “ვერ”-ასი, მე არ მჯერა, რომ მონდომების ხარჯზე შეუძლებელია რაღაცის მიღწევა….

მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნად ადამიანები დედამიწის დასამძიმებლად არ არიან მხოლოდ.

გაუგებარია რატომ უნდა უარყო და დატოვო ეს ყველაფერი მაშინ როდესაც არ იცი რა იქნება მერე, ხოლო აქ კი ყველაფერი (მეტნაკლებად, რამდენადაც ეს ასხნილია და გაცნობიერებული გვაქვს) რეალურია , აქვეა ახლოს….

მე მიყვარს სიცოცხლე!

მე არ ვცოცხლობ, მე ვცხოვრობ!

6 comments:

  1. +1

    მე თავს არასდროს მოვიკლავ :no:

    თუ შემთხვევით მოვკვდი და დამაბრალეს თავი მოიკლაო არ დაუჯეროთ!!!

    საქმე აღძარით მკვლელობაზე!!!!

    ReplyDelete
  2. სვითი, რეებს ფიქრობ? :D

    ჩორვენ - ძალიან მომეწონა პოსტი. დღეს რამდენჯერმე წავიკითხე. ჩემი თავი გამახსენდა. ცოტა ხნის წინ ზუსტად ასეთ ხასიათზე ვიყავი.

    მაგარია :)

    ReplyDelete
  3. მართალი ხარ
    ტკბილია ცხოვრება
    და მით უფრო ტკბილია მისი დათმობა
    მაგრამ მე მაინც მესმის იმ ადამიანების , თავს რომ იკლავენ.
    ალბათ, ამის მიზეზი აქვთ და ჩვენ ობიექტურად ამას ვერ ვხედავთ ხოლმე.
    რავიც

    საშინელებაა
    სულ ბოლო შემთხვევა, რაც გავიგე 4 დღის წინ იყო - ვიღაც 20 წლის ბიჭს მოუკლავს თავი.
    ბოლო დროს გახშირდა რაღაც..

    ReplyDelete
  4. woow...

    mec mefiqrineba xolme sikvdilze mara erti es vici rom rac ar unda gasachirshi viyo imis dzala ar meqneba ro Tavi movikla ....

    ReplyDelete
  5. ჭეშმარიტებაა

    ReplyDelete
  6. მე ვერ ვარ რაღაცნაირად. პოსტის პათოსს კი ვიზიარებ მაგრამ ვერ ვითავისებ.

    ზოგადად დავიღალე ძალიან.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!