ინტუიცია VS ერუდიცია - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, April 17, 2009

ინტუიცია VS ერუდიცია

მოკლედ ძალიან მაინტერესებს, ზოგადად ადამიანურ ურთიერთობებში რომლით უნდა იხელმძღვანელო – ინტუიციით თუ ერუდიციით?

ანუ, თუ მხოლოდ ინტუიციას დაეყრდნობი შეიძლება ჩავარდე უხერხულ მდგომარეობაში, ან გააკეთო რაღაც გამოსუწორებელი სისულელე…

თუ ერუდიციას დაეყრდნობი, შეიძლება ძალიან მოსაწყენად იცხოვრო, არაფერი ექსცენტრული და ექსტრემალური არ გქონდეს….

თუ მოინდომებ ორივეს ერთად გამოყენებას  გამოვა ისე, რომ ან ვერც ერთს ვერ გამოიყენებ და გადებილდები , ან ორივეს გამოიყენებ და მაინც გადებილდები.

არ არსებობს რა ორი სხვადასხვა ორგანო , რომელიც ერთ რამეს ემსახურება - კარგად ამუშავო ერთად. აი 2 გული რომ იყოს სისიხლი ხომ ერთ ადგილას გაეჩხირებოდა ორგანიზმში (გულსა და გულს შორის) და მოკვდებოდა სხვა ყველაფერი….

აი ეგრეა ზუსტად რა.

ჰო კიდევ მონაცვლეობით ხმარებაც არ გამოდის, იმიტომ რომ რასაც ინტუიციით გააკეთებ მოვა მერე ეს ერუდიცია და დაგიწუნებს, ერუდიციით გაკეთებულს კიდევ ინტუიცია ყირაზე დააყენებს და ასე დაუსრულებლად….

რა ვქნა? At wits end

Blog Archive

Subsrcribe