შეყვარებული ვარ!! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, April 23, 2009

შეყვარებული ვარ!!

დიახ დიახ….

ზუსტადაც რომ, არა ეს არაა ხუმრობა….

მე შეყვარებული ვარ – საქართველოზე

!!!!

__________________________________________________

გუშინ ფონდმა ”ერთგულებამ” ნეკრესის არქეოლოგიური გათხრის ყველა მონაწილე (ნუ ვისაც უნდოდა და არ ჩაეძინა დილით) წაგვიყვანეს კახეთში, იმ საბაზო ბანაკის და ადგილის სანახავად სადაც ჩვენ უნდა ვიყოთ (ყველა სხვადასხვა ვადით, მე მაგალითად 1 თვით მივდივარ მაისში)

Tazris fanjridan shemosuli shuqi

ძალიან დიდი ხანი ვიარეთ ყვარელამდე და მერე იქიდან რაღაც პატარა სოფელში შევედით, სადაც დგას უზარმარი სახლი, დამახასიათებელი კახეთისათვის.ზუსტად ეს სახლი არის ბაზა, სადაც უნდა იცხოვროს ამ ექსპედიციის ყველა მონაწილემ. ძალიან მაგარი ადგილია, ულამაზესი ეზოთი და ყველაფრით რაც ექსპედიციაში საჭიროა.





ძალიან მეგობრული სასტავია , ყველას ძალიან ნორმალურად ეკონტაქტებიან (ჩემნაირ პინგვინებსაც და მცდონე და გამოცდილ სასტავსაც)

tazris ezoshi

ამ ბაზაში ცოტა წავიხემსეთ და ვმობილიზდით იმ ადგილის საანახავად სადაც სამუშაოები უნდა ჩატარდეს. ნახევარი გზა, ნეკრესის მონასტრამდე ყვითელი ავტობუსით ვიმგზავრეთ, აი დანარჩენი კი ძალიან ძველი ”პაზიკით” თუ რაღაც მსგავსით რომელსაც ექსპედიიც ერთმა Nautilusiწევრმა ნაუტილუსი უწოდა.(მართლა ეგრე გამოიყურება.) კარტოფილებივით ვიყავით ჩაყრილები ამ უცნაურ გადაადგილების საშუალებაში,გზა ძალიან ოღროჩოღრო იყო და შიგნით ვინ როგორ მიფრინავ-მოფრინავდა და იცვლიდა ადგილს ვერ აგიღწერთ, ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ მგზავრობისას.

მინდა გითხრათ რომ ადგილი სადაც მივედით არის ზღაპრული, არა უფრო ჯადოქრული….

დაგრეხილი საშუალო ზომის ხეები, რომლებსაც ხავსი აქვთ მოკიდებული, უზარმაზარი ტყე , ხმაურიანი მოზუზუნე ქარი, ხეებზე აზრდილი ლიანები….

wizzardebis tye

მოკლედ წუთი წუთზე ველოდებოდი ჯადოქრის გამოჩენას მაგრამ ეტყობა ბევრმა ხალხამ დააფრთხო იგი….

isev tye

ულამაზესი ადგილია. ამ გორაკის წვერში დგას 6-7 საუკუნის ტაძარი, გარშემო აქვს ბევრი ნანგრევი, მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავია ის რომ –ტაძრის შესასვლელი გადაჰყურებს მთელს კახეთს თუ არა , მის დიდი ნაწილს მაინც….

xedi tazris shesasvlelidan

მოკლედ გაოგნებული ვარ ისეთი ლამაზია იქაურობა (ერთი სული მაქვს როდის მოვა 21 მაისი)

tazari

მერე იქიდან ჩამოსვლისას ვნახეთ ცეცხლთაყვანისმცემლობის დროს აგებული ტაძარი, მზის(ცეცხლის) სათაყვანებლად. ეს ტაძარი თავის დროზე ალბათ სვეტიცხოველზე დიდი იქნებოდა! სასწაული რაღაცაა.

mzis tazris nangrevebi

აქრეოლოგებმა გვითხრეს რომ ამ ტაძარს რაღაც ასრტოლოგიური დანიშნულებაც ექნებოდა იმიტომ რომ მზის ამოსვლისას ის ნაწილ ნაწილ ნათდება და მოკლედ ძალიან საინტერესოა რას ან როგორ იგებდნენ ამ ტაძრის მეშვეობით!!!

ულამაზესი ადგილია, იმედია რომ ჩავალ მერე ნეკრესის ნაქალაქარსაც დაგვათვალიერებინებენ!

nekresis monasteri

აი ციტატა ფონდ ”ერთგულების ” საიტიდან:

”2009 წლის აპრილიდან საქველმოქმედო ფონდი ”ერთგულება” ნაქალაქარ ნეკრესის ტერიტორიაზე მდებარე წმ. სამების სამეკლესიანი ბაზილიკის არქეოლოგიური კვლევის და ტაძრის რეკონსტრუქციის პროექტს იწყებს. უძველესი ხელნაწერების მიხედვით ნეკრესის ამიერკავკასიის ერთ-ერთ უძველეს და უძლიერეს ქალაქს წარმოადგენდა, რომლის ფარგლებშიც საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ერთ-ერთ უძველეს სამონასტრო კომპლექს, რომელიც სავარაუდოდ VI საუკუნეს მიეკუთვნება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნეკრესის ექსპედიციასთან ერთად და მოიცავს არქეოლოგიურ სამუშაოების, მოპოვებული ნივთების კონსერვაციის და სამონასტრო კომპლექსის აღდგენის ეტაპებს.

პროფესიონალი არქეოლოგების და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით რეკონსტრუკციაში ფონდის 57 მოხალის მიიღებს მონაწილეობას.”

Фото031

Blog Archive

Subsrcribe