Wednesday, April 08, 2009

ლოდინი, მოლოდინი, ოდინი ოდეს….

ზოგადად ვერ ვიტან ლოდინს, ვცოფდები როცა მალოდინებენ სადმე, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის და რამდენი ხანი მაყურყუტებს….

ვხდები აფექტური, კონფლიქტური და აგრესიული , მოკლედ ძალიან ცუდი ტიპი…

ხოდა ეს ყველა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა იცის და მაინც აკეთებენ იგივეს, მერე კიდევ ფრაზით ”კაი რა რა მოხდა” საერთოდ მაშმაგებენ….

არა ვერ გავიგე რატომ არ შეიძება მოხვიდე დროულად????

 

ხოდა გამომდინარე აქედან ახლა მე ვიცი რა ,ყველას დროის შეგრძნება მივდივარ ზუსტად ისე როგორც ისინი, ისეც ხდება იქით ვცდილობ ვალოდინო (აი ეს კი სიამოვნებას მგვრის, ბოღმა ვარ).

თუმცა რამდენი ვიბოდიალე იმისათვის, რომ ძირითად ნაწილზე გადავსულიყავი…

ჰოდა აი არსებობს მეორენაირი მოლოდინი, შინაგანი მოლოდინი, ანუ როდესაც რაღაცას ელი…

მოვლენას ან შემთხვევას ან მეორე დღეს ან ან ან….

ხოდა აი ასეთი მოლოდინი მუცელში პეპლებს მიჩენს და სულ ვცმუკავ, საათს ვუყურებ ყოველ წამს, ან ნახევარ წამში ერთხელაც კი….

რაღაც განსაზღვრულ/განუსაზღვრელის მოლოდინი ციებცხელებასავით მივლინდება….

ხან ცეტი ვარ, ხან ძალიან მშვიდი(ფსევდო დარბაისლური) ხან ვხმაურობ და მოკლედ არაადექვატური ვხდები….

ხოდა აი ასეთი მოლოდინები მინდა, რომ ხშირად მქონდეს, არადა ისეთი საძაგლები არიან , თავს ისე მანატრებენ ხოლმე….

უუ წარმოიდგინეთ , ძილის წინ წევხარ საწოლში და გრძნობ რომ ლეიბს არ ეხები, სადღაც ჰაერში ხარ გამოკიდებული და მუცელი გიღუტუნებს და გიბუყბუყებს, თუ რაღაც ასეთი….

აააა….

აი ახლა მაქვს ზუსტად ეგეთი შეგრძნებააა….მმმმმ……

ავფრინდები….

6 comments:

  1. ღმერთო, ნუთუ მელანდება?
    ძლივს აღმოვაჩინე ქართველი ადამიანი და ისიც მდედრი, რომელსაც იგივე "სახის ალეწვა" აქვს დაგვიანებაზე, როგორც მე...
    მაშმაგებს და აი, ზუსტად ისეთი ვხდები, რგორიც შენ.
    თან ზოგს რა აქვს იცი? აი, ტიპა, ეს მათი ჩვევაა რაა. იგვიანებენ და ყველა ელოდება(მაგარი ტიპები არიან, YVELA ელოდება) და მერე რა, რომ შენ ნერვები გეშლება...

    ბრრრ...
    მე არ ველოდები, 5 წუთი და მივდივარ. ამოვიდა ყელში...

    კვირას ცეკვაზე ვიყავი, 5-ის ნახევარზე იწყებოდა გამონაკლისის სახით და სმს გამოგვიგზავნეს ყველას, რომ ცოტა გვიან ვიწყებთ და რამეო... 5ის ნახევარზე ვრეკავ ერთთან, რომ მეთქვა, სხვა ოთახში ვართთქო და ახლა გამოვდივარ სახლიდანო :( ანუ 45 წუთში მოვიდა და იასნა, ფიქრობდა, რომ დაველოდებოდით.... არ დაველოდეთ! ვოტ ... ისედაც გვიან დავიწყეთ, ტიპა, რახან ქართული ცეკვაა, არა უშავს, ქართული პონტია, დავაგვიანოთ... აბა, გერმანელმა დაიბაროს სადმე ან სამსახური იყოს, თუ დააგვიანებენ...

    ვსe, ამოვანთხიე ბოღმა და გავედი ახლა მე :D

    ReplyDelete
  2. მეც მაგიჟებს ეგ დაგვიანება, მითუმეტეს მაშინ როცა თვითონ ამბობენ ამდენ ხანში შევხვდეთ და მაინც აგვიანებენ.. არადა ლოდინის დროს წამი წუთათ მეჩვენება ხოლმე ისე იწელება... მერე რო მოვლენ და ვეტყვი რატო დააგვიანე...??!!!
    პასუხებია:
    –ahh u fuckin.. bureaucrat
    –შენ კაცი ხარ? ესაა 5წუთიო (ვითმ მე მაშაყირებენ)
    –და დანარჩენი უაზრო მიზეზები

    ვიცი აგვიანებენ მაგრამ ყოველ შემდეგ შეხვედრაზე მაინც თავის დროზე მივდივარ რო ვაი და მართლა მოვიდეს და მერე არ ვალოდინო, მაგრამ ეგ პასუხისმგებლობა ბევრს არ აქ მემგონი..

    პ.ს ამ ბლოგზე ძროხების გადენამ დამტანჯა რა :) არ შეიძლება პირიქით იყოს: მოდენე ძროხები ?

    ReplyDelete
  3. თავის დროზე რომ მივხვდი, რომ ჩემი ეგეთი გაჭედვით საქმეს არ ეშველება და ეს ხალხი სთილ ისევ ისე ან უარესადაც აგვიანებს, დრო შევიცვალე და ახლა მეც ყველგან ვაგვიანებ
    ხო, ეს ძაან ცუდია, იმიტომ რომ მნიშვნელოვსნ საქამეებზეც უკვე უნებლიედ მაგვიანდება

    ReplyDelete
  4. Chaotic
    uub sagol, eg ideaa ar dalodeba , mec mase vizav xolme!!! <3

    No Dar 7th
    me macofebs eg frazebi imena magrad vichrebi! a xo zroxebs movxsni am dgeebshi

    Iasamani
    nu ti daiosh ra :D

    ReplyDelete
  5. დაგვიანება არის ერთ ერთი თვისება რომელსაც ვერ ვეგუები ახლობელ ადამიანებშიც კი.

    თავად მაქსიმუმი შეიძლება 5 წუთი დავაგვიანო სადმე, მაგრამ ისიც იშვიათად, გარშემო კი მყავს ბერი ისეთი ვინც მინ 30-40 წუთი აგივიანებს ხოლმე. ერთი ჩემი ამხანაგი მაგ, ამიტომ სადმე რომ მივდივართ მას არ ველოდებით და სადაც ვართ იქ მოდის ხოლმე.

    ვფიქრობ რომ ქრონიკული დაგვიანება არის უბრალოდ სინდრომი!!!

    ReplyDelete
  6. ის შინაგანი მოლოდინი მაქვს მეც, ზუსტად ისე, როგორც აღწერე.
    აი, ფროიდის ეს ნათქვამი შემეფერება: "ჩემში ყველაფერი მოძრაობს და დუღს: არის ბუნდოვანი მოლოდინი იმისა, რომ რაღაც მოხდება"
    ანუ მე ზუსტად არ ვიცი რას, მაგრამ რაღაცას ველოდები.
    ფრენას :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!