Friday, April 03, 2009

რეალურ ცხოვრებაში შეხვედრილი чудо ადამიანები

შეიძლება ძალიან სასაცილოდ გაიჟღეროს

რასაც ახლა ვწერ, მაგრამ რაც თავი მახსოვს ასეთი ადამიანები სულ მხვდებიან და რატომრაც ძალიან ძალიან დიდხანს რცებიან გონებაში…..
მე ამის ახსნა ჯერ არ მაქვს…..
მაგრამ……..

გუშინ დილიდან ქალაქში დავრბოდი, ერთი ბოლოდან მეორეში, სხვადასხვა რამეებზე მიწევდა ფიქრი და დღის მეორე ნახევრისათვის უკვე სააკმაოზე მეტად ვიყავი დაღლილი, თუმცა ბებიასთვის მიცემული პირობა უნდა შემესრულებინა და ამიტომ გავყევი ქალაქის ყველაზე ხმაურიან და აუტანელ ნაწილში - “ბაზრობაზე”

ბებიას ტან უზარმაზარი (პერგამენტივით დაგრაგნილი) სია ჰქონდა თან და ერთი განყოფილებიდან მეორეში დამაწოწიალებდა, თან ამ დროს ბევრს ბუზღუნებდა და მოკლედ გადამრია ზუსტად პირველ 15 წუთში.

ხმას არ ვიღებდი , რა მექნა ახლა ხომ არ დავიწყებდი კივილს, დავყვებოდი და ვეხმარებოდი როგორც შემეძლო….

ვეხმარებოდი რა ძირითადად იქ წარმოდგენილი საზოგადოების ტავლიერებით ვიყავი გართული მაგრამ ბებიას რომ არ შეემჩნია დროდადრო სერიოზული სახით ვიქნევდი თავს და ხო მართალი ხართქო ვეუბნებოდი :)

ძალიან უცნაურია , ვცდილობდი დამეყო იქ მყოფი ადამიანები რაიმე ნიშნის მიხედვით მარა, შენც არ მომიკვდე, ისეთი ჭრელი იყო საზოგადოება რომ ვერაფერს გავხდი და მოვეშვი მაგ მარაზმს….

ამ დროისთვის ბებიას უკვე დამთავრებული ჰქონდა სიაში უმეტესი პუნქტების შესრულება და აღტაცებულმა მამცნო მალე წავალთო.

ბოლო პუნქტი სადაც ბებიას რაღაცეები უნდა ეყიდა იყო პასაჟის ერთ ერთი რიგის ბოლო (სადღაც საჭმელებთან) სუნელების დახლი.

როგორც კი ახლოს მივედით , პირველივე შენსუნთქვისას სუნელების სუნი მეცა და ამიტყდა უაზრო ცემინება , მაგრამ ძალიან მესიამოვნა….

შემდეგ უკვე ყურადღება მიიქცია გამყიდველმა, საშუალოზე უფრო მოხუცებული მამაკაცი გახლდათ, უცნაური მკაცრი გარეგნობით და ცოტა გაუგებარი საუბრით, მაგრამ პირველივე შეხედვისთანავე პატივისცემას იმსახურებდა…. რატომ არ ვიცი …..

დახლთან ბევრი ქალები ირეოდნენ, კუთხეში ვიდექი და ვაკვირდებოდი, მას ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი, შეეძლო ერჩია რა როგორ და რამდენი უნდა გამოეყენებინათ, საკვებში თუ სამკურნალოდ……

ეს ადამიანი რაღაც უცნაურად შეიგრძნობდა თითოეულ მყიდველს, ვიდექი და აღფრთოვანებული თვალს ვერ ვაცილებდი მის მოძრაობებს, ძალიან დაძაბული ვისმენდი თუ რას ამბობდა….

ამ რიარიაში კუთხესთან ბებიაც მომიახლოვდა და ძალიან ხმადაბლა ვუთხარი :

-რამდენიმე რამეა, რასაც პირველად ვხედავ და ისიც არ ვიცი რისთვისაა – მეთქი

აი აქ კი ამ ადამიანმა ჩემს აღფრთოვანებას და გაკვირვებას პიკამდე მიაღწევინა…..

არც ამოუხედავს ისე მიპასუხა:

- მოდი მერე და ყველაფერს გასწავლი, დაგეხმრები ზუსტად გაიგო რა რისთვისაა და რაში გამოგადგებაო….

ამ ფრაზის მერე ისე გავოგნდი , მადლობა ძლივს გასაგონად ამოვიბლუკუნე და ყბადაღებული ვიდექი , მანამდე სანამ ბებიას რიგი არ მოვიდა….

ყველაფერი რომ ვიყიდეთ, ეს კაცი კიდევ ერთხელ მომიბრუნდა და შეძლებისდაგვარად (რამდენადაც ეს მის მკაცრ გამომეტყველების სახეს შეეძლო) გაღიმებულმა მითხრა , აუცილებლად მოდი ბევრ საინტერესო რამეს გაიგებო…..

აი გაოგნებული ვარ ახლაც ამას რომ ვწერ…. რატომ რისთვის? რაში აწყობს იმ ადამიანს ასეთ რამეს რომ ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ერთს ეუბნება თუ ყველა დაინტერესებულს??

ნუთუ ის ისეთივე ტიპია ზღაპრებში რომ იჩითებიან კეთილი, ჯადოქარი ბიძიები და რაღაც მეჟდუპროჩიმ რომ ეუბნებიან ხოლმე ვირაც “მთავარ” გმირებს რაღაცეებს???

არადა ეს უკვე მე-3დაა როცა ესეტ ადამისნ ვხვდები ცხოვრებაში, სხვათაშორის პირველის შემეშინდა, მეორესი დავიჯერე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს (დამთხვევა იყო თუ არა ვერ ვიტყვი ნამდვილად) გაამართლა, ახლა კი ამ კაცზე და მის პატარა დახლზე ვფიქრობ…..

უცნაურია, ზღაპრები მიყვარს ძალიან და მგონი ამის ბრალია რომ გამოვშტერდი….

3 comments:

  1. hm, ჩუდო რომ დაწერა ერთი კაცი გამხსენდა რომელსაც მეცნიერებათა აკადემიაში შევხვდი. ვახტანგი ერქვა სახელად და ისეღ ჩუდო რამეებს ლაპარაკობდააა... ახლაც კი მახსოვს :)

    ReplyDelete
  2. მიდი მერე, დარწმუნებული ვარ, საინტერესო რამეებს გაიგებ მართლა.

    ReplyDelete
  3. მე მყავს 3 ეგეთი ნაცნობი.
    ერთი სკოლის მერე არ მინავხავს.
    ერთს წელიწადში ერთხელ ვირტუალურად ვეკონტაქტები.
    მესამეს უფრო ხშირად.
    დღე არ გავა ეს სამივე არ გამახსენდეს და არ ჩავფიქრდე.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!