Tuesday, March 17, 2009

მეგობრობა круглосуточный მგონია!

პოსტი მეგობრობაზეა ზოგადად, თუმცა არა , მეგობრობის ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე!

მე მესმის ის რომ ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება, სამსახური, ოჯახი და კიდევ 1000 სხვა რამ, რაც მის ცხოვრებას ავსებს, მაგრამ ზოგჯერ აი ისე მინდა ხოლმე, რომ უცებ , ხელათ ავდგე დავურეკო მათ (ნუ რა თქმა უნდა ყველას ერთად კი არა, ხან ვისთან ერთად მინდა გართობა, ხან ვისთან) თუნდაც ღამის 3 საათი იყოს, გამოვიყვანო სახლიდან და უბრალოდ აი ვაკეთოთ ის, რომ არაფერი არ გავაკეთოთ.

ძირითადად ხდება ისე , რომ ასე არასოდეს ხდება! მანქანა რომ არ მყავს მხოლოდ ამის გამო მწყდება გული, მე რომ საკუთარი მანქანა მყავდეს ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ რომ არ მყავს მერე რა? რატომ უნდა იყოს პრობლემა თვეში ერთი, სულ ერთი სპონტანური გართობის ორგანიზება (თუნდაც ეს შუა ღამის მერე ხდებოდეს) აქ აქცენტს ღამეზე იმიტომ ვაკეთებ რომ ძალიან მიყვარს ღამე ქალაქში ბოდიალი, ან თუნდაც ქალაქ გარეთ სიარული მანქანით.

ხოდა რატომ არ ხდება ასე? მესმის რომ საქმე, დილას ადგომა და კიდევ ბევრი რამე, მაგრამ ყოველდღე ხომ არ ღებულობენ ასეთ შეთავაზებებს?

აი მაგალითი : მეგობრები ვიყავით საღამოთი რაღაც კაფეში, ხოდა სახლის გზაზე ზოგიერთ ჩვენგანში გაჩნდა იდეა რომ იქნება არ წავიდეთ სახლებში და სადმე წავიდეთ სხვაგან? ან უბრალოდ ვიბოდიალოთ, რავიც მოკლედ არ დავიშალოთ? აი აქ გაისმა უამრავი აუ არა , ვერა , მერე იყოს……

თუ ჩემთვის არ აქვს მეგობრობას დღე ან ღამე (აქ ერთადერთი ვითვალისწინებ ფინანსურ და ნუ სერიოზულ ოჯახურ სკანდალებს, მაგას ახლა ვერაფერს უზავ ადამიანი, მარა სულ და ყველას? ) რატომ აქვს სხვებისთვის? ხო კაი მართალია ყველა ერთნაირად ხომ ვერ ვიქნებით და რაღაც ბაზარი, მაგრამ ამდენ ადამიანში არც ერთს არ ჰქონდეს? უუჟას!!

ეს ჩემი სერიოზული გულისტკივილი გაგანდეთ…..





5 comments:

  1. აუაუ
    აი ლავ ეგეთი სპონტანური რაღაცეები, მარა როგორც წესი, ფინანსური შესაძლებლობები მიშლიან ხელს )))
    ზა ტო ეგოიზტურად ძალიან მიხარია, როდესაც მსგავს შემოთავაზებებზე სხვებიც უარს ამბობენ და მარტო მე არ ვიჩითები გამონაკლისი როჟა )))

    ReplyDelete
  2. აუ როგორ მომენატრა თბილისი ღამით. დშც!!!!

    აუ იცი რა გამახსენდა??? ერთხელ შენ და ჩემმა შვილმა რომ გამომიარეთ და რო ვიბოდიალეთ. აუ რა მაგარი იყოოოო!!!!! უმაგრეესი საღამო... ეჰჰჰ მინდა ;(

    ReplyDelete
  3. სერიოზულ ოჯახურ სკანდალებზე ვიცინე :D :D :D

    ReplyDelete
  4. თუძმახარ :P

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!