Wednesday, February 11, 2009

ამ წუთას მე მეზიზღება ჩემი თავი!!

აი აქ წარმოგიდგენთ ბოკეზე დადებულ რეპორტაჟს!

ავტორი არის DIKARKA! კადახედეთ რეპორტაჟს და შემდეგ დასკვნაც წაიკითხეთ!

რეპორტაჟის სტილი უცვლელია!!

Aრც კი ვიცი მაქვს უFლება თუ არა დავწერო ის რასაც ვაპირებ
( მე არ ვარ ჯურნალისტი) მაგრამ…
მინდა მოგიყვეთ ჩემი დღევანდელი დღის შესახებ …
დღეს 8 მარტია ,ქალთა საერთაშორისო დღე,ისეთი თარიღია გეგონება აუცილებლად უნდა იყო ბედნიერი,გაღიმებული სახით მაგრამ…
გაიცანიტ ეს Nინი შპეტიაშვილია -10 წლის

(ადამიანმა რომელიც უზომოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ,ის დიდი ადამიანია…სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით!)
მინდა მოგიყვეთ მის შესახებ …
როგორც უკვე ვთქვი ნინი 10 წლის არის ,ცხოვრობს მოსკოვის პროსპექტზე (სრულიად შემთხვევით მოვხვდით მაგასთან ,როგორც ხდება ხოლმე ძირითადად თბილისში,ვიღაცა-ვიღაცის ნაცნობის მეზობელი და ა.შ)

ცხოვრობს მარტო თუმცა არა არასწორად ვიძახი,ცხოვრობს ბებიასთან ერთად,

ბებია ლოგინში არის ჩავარდნილი უკვე 3 წელი… ( ვერც კი ჟდება,სხვა რომ არაFერზე ვილაპარაკო...სულ წევს…)

ყველაFერი ამ ბავშვზეა…
ერთი ჩვეულებრივი დღე იმით იწყება რომ დგება 7 საათზე,მიდის სამზარეულოში

,ამზადებს საჭმელს,აჭმევს ბებიას .

მაგიდა რომელიც ბებიას ლოგინის გვერდით დგას... უტოვებს საჭმელს

და მიდის სკოლაში…
სკოლიდან დაბრუნებული შედის ბებიის ოთახში
(Fაქტიურად ამ ერთ ოთახში ცხოვრობენ) …მარტო დარჩენის ეშინია,ნინიც სულ გვერდით უზის,მეცადინეობს (ეგეც შეძლებისდაგვარად ,რადგან რვეულები,კალმები… ეს არაFერი არ არის თითქმის… რომ არა კლასელები,მეზობლები…)
შემდეგ ჭურჭლის გარეცხვის დრო მოდის და აი უკვე საღამოსკენ სარეცხისთვისაც იცლის…
ამ ყველაFერს აკეთებს 7 წლიდან…

ალბათ კითხვა გაჩნდება კი მაგრამ ნინის მშობლები სად არიან,რატომ არის ბავშვი ასეთ დღეში?და ეს ლოგიკურიც იქნება…
დედა – ალლა …

წასულია საქართველოდან ,გათხოვდა რუსეთში და ნინის ბედით არც კი დაინტერესებულა…
თუმცა არა იყო შემთხვევა როდესაც დაინტერესდა,ნინი 4 წლის იყო,როდესაც წაიყვანა ციმბირში და იქ ბავშთა სახლში ჩააბარა,შემდეგ იქ ვიღაცამ “იშვილა” … ეს ქალი ამუშავებდა პატარა ნინის (ოთახებს ალაგებინებდა,ჭურჭელს არეცხინებდა),როდესაც საქართველოში მყოFმა მამამ და ბებიამ გაიგეს თუ რა ბედი ეწია Nინის ,ციმბირში ჩავიდნენ და წამოიყვანეს…


მამა – ზურაბი …

ამჟამად იმყოFება კოლონიაში,მას 3 წელი მიუსაჟეს
( ნასვამ მდგომარეობაში,მაღაზიის ვიტრინის გატეხისთვის)
სხვათაშორის ძალიან მაინტერესებს იურიდიული თვალსაზრისით,მაშინ როდესაც ოჟახის ერთადერთი მარჩენალი ეს ადამიანია,ნუთუ არ შეიძლებოდა რომ სასჟელი შემცირებული ჰყოFილიყო ან არ ვიცი რამე სხვანაირად რომ მომხდარიყო,თუნდაც უბრალოდ ჟარიმა რომ გამოეწერათ…
არ ვიცი შეიძლება არასწორს ვიძახი…
ბებიაზე უკვე დავწერე,ეს არის ნინის მთელი ოჯახი,თუმცა არა არის კიდევ ერთი წევრი...
მამიდა (სახელი არ მახსოვს სამწუხაროდ )
ადამიანი რომელიც ულამაზებდა ნინის ცხოვრებას (მისივე სიტყვებიდან )

ალბათ ისევ კითხვა დაიბადება კი მაგრამ ახლა სად არის მამიდა?
Aქაც ძალიან მარტივი პასუხია – მამიდა ქალთა კოლონიაში იხდის სასჯელს ( შეიძლება გახსოვდეთ,გახმაურებელი ამბავი იყო Pროკრედიტ Bანკიდან თანხის მოპარვაზე ,საკმაოდ დიდ თანხაზე იყო საუბარი ,მაგრამ … სად არის ეს Fული? ესეც გაურკვეველი ამბავია…)
რამდენი აქვს მისჯილი ესეც არ ვიცი მაგრამ Fაქტი ის არის რომ დღეს ნინი არის ამ ოჯახის უFროსი …
არ ვიცი მართლა ვერ აგიხსნით ჩემს ემოციებს ,აპარატი ძლივს მეკავა ხელში ,ვუყურებდი და ვFიქრობდი ასეთი ულამაზესი ბავშვი…თუმცა არა ის უკვე იმდენად დიდია რომ ,ნაადრევად გაიზარდა ,ცხოვრებამ გაზარდა,პირობებმა…
- თოვლის ბაბუის გჟერა ნინი ?
- Aრა,აი ისეთების არ მჟერა ირმებით რომ დაFრინავენ თორე ისე კი არის,ოღონდ ჩემთან არ მოდის...
Dიდი ადამიანია და მაინც მასში ცხოვრობს ბავშვი ,არ დაუკარგავს ეს “თვისება”
- ოცნება თუ გაქვს ?
- მობილური,ძალიან მინდა რომ მქონდეს…ტელევიზორი…
Mომღიმარე სახე,თუმცა ამ ღიმილის ქვეშ არავინ ვიცით რა არის,რა ხდება მის სულში …

- დღიურს არ ჭერ?
- Aდრე ვწერდი…მერე დავკარგე,ახლა არ მაქვს არაFერი რაშიც შესაძლებელია წერა..ეს ჩემი საყვარელი რვეულია,ხომ ლამაზია? ჩემმა კლასელმა მაჩუქა,დედამ ჩამოუტანა საიდანღაც ,ბევრი ჰქონდა და ერთი მე მომცა,ძალიან მომწონს…

- არ გადამიღო კარგი ჭურჭEლს რომ ვრეცხავ?!...მრცხვენია …
( და ესეც კი მომღიმარე სახით ნათქვამი… )
- არ გადაგიღებ… -)
-Iცი მეც მინდა ჟურნალისტობა მაგრამ თუ არ გამომივა მაშინ ექიმი მინდა რომ გამოვიდე,ხო ხო ექიმი მინდა ვიყო … ( ალბათ ეს ლოგიკურიც კი იქნებოდა,ბავშვს იმდენჯერ გამოუძახებია სასწრაFო…ხშირი “ურთიერთობა” აქვთ …
Oჯახის მთელი შემოსავალი შეადგენს 69 ლარს
(პენსია… ახლა…ადრე რამდენი იყო იცით? ) და ამის ნახევარი მიდის ბებიას წამლებში…კომუნალურ გადასახდელებში…
- აქ რითი თბებით?
- Aი იქით პატარა პლიტა რომ დგას იმით,თუმცა ვერ ვრთავთ, დენი…ძალიან ძვირი ღირს,არ გვეყოFა Fული არაFერში მერე…
- საჭმელი?
- ადრე მეზობლებს მოჰქონდათ,ვის რა ჰქონდა,მაგრამ ახლა ყველას უჭირს …რაღაცეებს ვყიდულობთ მაღაზიაში , ვალითაც გვაძლევენ,მერე პენსიას რომ ვიღებთ ვისტუმრებთ…
- ტანსაცმელი?
- ბებიამ მითხრა ახლა პენსიას რომ აიღებს ბოტასებს მიყიდის…ეს კურთკა ჩემმა კლასელმა მაჩუქა…შარვლები…მამიდა რასაც მყიდულობდა ყველაFერი დიდი მქონდა ახლა ვიცმევ და კარგად მაქვს…
Aმას უკომენტაროდ დავტოვებ,ალბათ თქვენით ხვდებით რისი კეთებაც უწევს ნინის,ის ხომ ამ ოჯახის "დიასახლისია" ...

- ეს რა სურათია ნინი?
- ეს…ჩემს ძველ კლასელებთან ერთად ვარ ,აი ასეთი ვიყავი 3 წლის წინ…

- ამ ოთახში გიყვარს ჰყოFნა?
- არა ახლა აღარ,ადრე მიყვარდა,ვცეკვავდი აქ ბევრს ახლა დრო არ მაქვს უბრალოდ…

- ეზოში ჩადიხარ სათამაშოდ?
( ღიმილი) – არა დრო არ მაქვს მაგისთვის,ბებიას ხომ არ დავტოვებ?!აი მხოლოდ მაღაზიაში როდესაც ჩავდივარ…
" მე ნინის ბავშობა წავართვი,სიკვდილს ვნატრობ მაგრამ ეგეც არ არის" იმდენად იმოქმედა ჩემზე ბებიის ამ სიტყვებმა რომ...

Vერ აგიხსნით მართლა რა ვნახე ჩემი თვალით…Nინიმ თითქოს გამზარდა,თითქოს შემცვალა,
YველაFერს სხვა თვალით შევხედე და სრულიად სხვანაირი გამოვედი ამ პატარა ქალბატონის სამყაროდან…
- Fანჟარაში ხშირად იყურები?
- Aრა,აქედან არ მიყვარს ,აი იმ ოთახიდან…

სადარბაზოდან როგორ გამოვედით,როგორ ჩავჯექით მანქანაში ,როგორ მივედით რედაქციაში არაFერი მახსოვს გეFიცებით,მთელი გზაც სიჩუმე იყო, სამი ადამიანიდან ვერც ერთი ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას…
მარტო ნინიზე ვFიქრობდი,ერთადერთი ის მომენტი იყო…მანქანაში რომ ვჟდებოდი ჩვევა მაქვს ყოველთვის ზევით ვიყურები ( ბავშობიდან ვარ მიჩვეული,სახლიდან ყოველთვის ისე მაცილებდნენ რომ Fანჯრიდან იყურებოდნენ,დღემდე დამრჩა -)) ზევით ავიხედე და … ნინი Fანჟრიდან იყურებოდა ,იღიმოდა და ხელს გვიქნევდა…
Aრასდროს დამავიწყდება ამ ბავშვის სახე,თვალები,ლაპარაკი და არც უნდა დამავიწყდეს!..
Aრ ვიცი რატომ დავწერე აქ ეს ყველაFერი თუმცა … მე მინდა ამ ბავშვს დავუბრუნო ბავშობა,მართლა მინდა,შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამია და მე მარტო არაFრის გაკეთება არ შემიძლია მაგრამ… მარტო ვარ??
Gავახილოთ თვალები…

ასეთია პატარა ნინის ცხოვრება, ამ რეპორტაჟის მერე მრცხვენია, დედოფალივით ვცხოვრობ და კიდევ მაქვს საწუწუნო თანაც გაუთავებლად.

ბოკეზე საზოგადოება აგროვებს ყველაფერს, რისი გაცემაც შეუძლია და აქვს.

ნინის ფეხის ზომაა 35-36, არ აქვს სასკოლო ინვენტარი, როგორც ნახეთ ფოტოებზე , მათი ჭურჭელის ძალიან მწირია, ცხოვრობენ 69 ლარიან პენსიაზე, რომელიც ნახევარზე მეტი ბებიას წამლებისათვის სჭირდებათ. ეკონომიას აკეთებნ ყველაფერზე….

მოკლედ ეს ბავშვი ჯოჯოხეთშია ფაქტიურად!

ძალიან გვინდა რომ მას დავეხმაროთ და თანაც არაერთჯერადად.

თუ ვინმეს გავქთ მისთვის საჭირო ნივთები რომლებიც თქვენთვის უმნიშვნელო შეიძლება იყოს, ხოლო ნინის სიცოცხლეს გაუხალისებს და გაუადვილებს, მომწერეთ კომენტარებში ! თუ გაქვთ სურვილი ამ პატარა გოგონას რამენაირად მაინც დაეხმაროთ, შეგიძლიათ სულ მცირე თანცა გადარიცხოთ ამ ანგარიშზე



ახლა უკვე E-Moneys -ანგარიშიც - ინსტრუქცია თანხის ცარიცხვაზე და ანგარიშის ნომერი/

ნინის E- money ს ანგარიშის ნომერია 360244144

შესაძლოა 5 თუ 10 ლარი თქვენთვის 2 შეკვრა სიგარეტი იყოს ხოლო გოგონასა და ბებიისათვის მთელი კვირის საჭმელ სასმელი იქნება!

იყავით მოწყალენი, გაიღეთ სულ მცირე თქვენთვის და ძალიან ბევრი პატარა ნინისათვის!

22 comments:

  1. ბაზაძე ირაკლი ვინ არის ?

    ReplyDelete
  2. e bijo ra dros eg kitxvaa? :D bokelia :D zalian sasiamovno tipi ra iyo?

    ReplyDelete
  3. man shezlo yvelaze operatiulad gaeketebina specialuri angarishi ninisatvis!

    ReplyDelete
  4. მაგაზე უარესი რამეეები მინახავს. ცუდია რომ ასეთ ხალხს არანაირ სახემწოფო მხარდაჭერა არ აქვს.

    დიდი ხნის უკან, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, ხშირად დავდიოდი სოციალურ თუფსიქოლოგიურ გამოკლვლევებზე. ხოდა ერთხელაც მივედით ბიჯით გათვალისწინებულ მისამრთზე, ჭეთევან წამებულზე იყო, შავი ზღვის ქუჩა რომ კვეთავს იმის მიმდებარე ტერიოტორიაზე. ხოდა სახში დაგვხვდა მასე ჩვარდნილი ბებია, 10 წლის შვილიშვილით. ამ გოგოს არავინა რ ყავდა საერთოდ ბებიის გარდა. ნუ რა მდგომარეობაშჳ იყვნენ მგონი არ მჭირდება დაწერა. მეზობლებმა თქვეს ჩვენ ვაჭმევთ ხოლმე საჭმელსო და ა.შ.

    ჩვენ კი ვუთხარით კვლევის ხემძღვანელს, და ისიც შეგვპირდა რომ დაეხმარებოდა, მაგრამ არ ვიცი დაეხმარა თუ არა.

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. მისამართიდაწერე რა პოსტში!

    ReplyDelete
  7. aR VICI misamarti shabatistvis xdeba shekreba da ragaceebis miana, ubralod am patara ojaxis txovnacaa rom bevri xalxi ar unda t rcxveniat!

    ReplyDelete
  8. მასე შეკრებაზე მეეჭვება მოახარხონ წამოსვლა. მისამართი რომ გაგეგო და დაგეწერა უფრო კარგი იქნებოდა. მეც ჩემი მხრიდან ვეტყოდი ხალხს სადაც ხმა მიმიწვდება


    იქნებ გაიგო როგორმე ფლიზ.

    ReplyDelete
  9. mokled sheizleba misamarti ar xmaurdeba rogorc vtqvi ukve ojaxis txovnit aqedan gamomdinare eg zalian gartuldeba tumca aq aris chemi skype ID damikavshirdnen da avtortan vecdebi davakavshiro me mxolod es shemilia metis ubralod gaketeba chems zalebs agemateba da visac daxmAREBA UNDA namdilad ar iqneba sheuzlebeli shabatis merec ramis micodeba tu shegroveba!!
    madloba rom shemogviertdi am ketilshobilur saqmeshi!

    ReplyDelete
  10. ბლიად
    ცუდად გავხდი

    ReplyDelete
  11. ვინც ეს ანგარიშები გააკეთა და ეხმარება ამ ბავშვს emoney.ge –ს ანგარიშიც გააკეთოს რა კარგი იქნება.. საერთოდ ამაზე თემა სადაა ბოკეზე? შეგიძლია ლინკი დადო?

    ReplyDelete
  12. ცოტა ფული მინდა მეც დავდო და იქნებ მომავალ კვირაში სადმე შევიკრიბოთ. გადარიცხვის საშუალება არა მაქვს, ხელზე მაძლევენ ხელფასს. :user:

    ReplyDelete
  13. მაგიტომ ვამბობ emoney.ge –ს ანგარიშიც გაუკეთონთქო რომ ძალიან ადვილია მაგაზე ფულის დასმა, გინდ ბანკიდან და გინდ იმ ახალი paybox ებიდან.

    ReplyDelete
  14. @nodar
    @ermonia
    es ars tema
    http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=13944&hl=


    xval shegizliat 4 saatze moxvidet tuanishvilis teatrtan!!!
    angarishis taobaze vityvi aucileblad vnaxot ra gmova!!

    gaixaret!!

    ReplyDelete
  15. ჩორვენ არ ვარ საქართველოში. შენ უთხარი რო გახსნან ეგ ანგარიშიც, უბრალოდ ყველაზე მოსახერხებელია მაგაზე ფულსი დასმა და იმიტომ.

    ReplyDelete
  16. მოკლედ, ჩემი მეგობარი აპირებს მობილურის და ფულის გამოგზავნას ტელევიზორის საყიდლად. იქნებ ვინმე დამიკავშირდეს, ან საკონტაქტო ინფორმაცია მომაწოდოთ იმ ადამიანზე, ვინც უშუალოდ კავშირშია ამ ოჯახთან.
    სკაიპშ მივწერე იმ ადამიანს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.
    საყოფაცხოვრები ნივთების მექნება, მაგრამ ხვალამდე არა. ნუ, ეს ცოტა მოგვიანებითაც შემიძლია მივაწოდო.
    ტელევიზორზე და მობილურზე იქნებ ვინმემ გამაგებინოს. დარწმუნებული ვარ ორი ტელევიზორი და ორი მობილური ამ ბავშვს არანაირად არ ჭირდება.

    ReplyDelete
  17. turman
    eg skaipi chemia xval dgis 3 saatamde viqnebionlainshi
    iq shemizlia mogce reportajis avtoris mobiluris nomeri.
    zalian didi madloba rom gverdshi udgaxar am xalxs!!!
    shegizlia xval 4 saatze shabats anu moxvide tumanishvilis teatrtan!

    ReplyDelete
  18. ეს რა ვნახე...როგორც კი შევაგროვებ რაღაცეებს, შეგეხმიანებით აუცილებლად...

    ReplyDelete
  19. სხვათა შორის, ბოკეზე როცა ვნახე, დიკარკას მეგობარმა მანახა და მთხოვა, ჟურნალისტებს რამე გაგვეკეთებინა. რადგანაც ნინიმ არ ისურვა, რომ ტელევიზიით ან პრესით გაგვეშუქებინა მისი ცხოვრება, ია ანთაძეს დავუკავშირდი და მან სოზარ სუბარს გადასცა ყველაფერი, რომელიც დახმარებას დაგვპირდა. რა თქმა უნდა, აღარ ვიცი, დაეხმარა თუ არა ნინის, ან ვინმე სოციალური მუშაკი თუ "გამოუყვეს". ფაქტია, რომ არასრულწლოვანი ბავშვი არ უნდა იყოს ავადმყოფის მომვლელი და მარტო არ უნდა ცხოვროდბეს. იმედია, დაეხმარებიან.

    ReplyDelete
  20. როგორ არის ნეტა ბავშვი?

    ReplyDelete
  21. აი ვზივარ და ფერები იცვლება ჩემს ირგვლივ
    ყველაფერი ნაცრისფერია და ბუნდოვანი
    ბუნდოვნება ცრემლებმა შემოიტანა :(
    გული მტკივა,
    ამ წუთას მივახრჩობდი დედამისს ახლოს რომ იყოს

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!