სადაა ჩემი STOP-ი? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, February 27, 2009

სადაა ჩემი STOP-ი?

რაატომ მავიწყდება ზოგჯერ გაჩერება, მიდიი……… მივერეკები და საერთოდ აღარ მახსენდება რომ ზოგჯერ გაჩერება და მუხრუჭია საჭირო…

 

ან ავკრიფავ რამეზე, ან პირიქით დავდნები და გავინაბები, მაგრამ შედეგი ხშირად ერთია, ვერ ვასტოპებ და ყველაფერი მიდის на перекосяк… კოშმარია რა

 

აი ახლაც რა მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალი არაა ისე (არა აქ თავს კი არ ვიმართლებ ვცდილობ გავაანალიზო თუ რაღაც მასეთი) თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი რომ ადამიანს იუმორში უჭირს, ზოგადად საუბრის აღქმა და გაგებაშიც… მარა მიდიიი ისეთი აკრეფილი მქონდა ეგ გამეპარა…

 

ოხ რა , კიდევ კაი იშვიათად მომდის რომ ვნანობ მომხდარს თორემ ყოველი ასეთი “გაპარვა” ნერვების ფასად დამიჯდებოდა…  ეს შემთხვევა სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ ბოლომდე ვერ მივიიყვანე საუბარი და ნიხვატკაში დავრჩი, დამრჩა კითხვები უპასუხოდ…

 

მამენტ ხო მკიდია ის ვისაც ვესაუბრე, რაზეც ვესაუბრე, მაგრამ უპასუხო კითხვები ყოველთვის მხრავს და ნერვებს მიშლის…. ვერ ვიტან როდესაც რაღაც არ ვიცი ან ვერ ვიგებ…

 

ცნობისმოყვარეობა მკლავს… ოხ როგორ მინდა გავაგრძელო ის საუბარი… ოხ როგორ მინდა ბოლომდე ამოვულაგო და ამოვალაგებინო რასაც ფიქრობდა…

აჰა ისევ ავკრიფე … არაფერი არ მეშველება :D :D

 

თავს სინანული სჯობია … ისე მართალია იქნება და რა ხდებოდა ბოლომდე რომ მიმეყვანა საუბარი და ყველაფერი გამეგო…

ჰოდა ასე ააფრინე ალალიო …

 

rainks

 

 

პ.ს კიდევ ერთი  პასუხი მაინც მივიღე :ჯამპ:

Blog Archive

Subsrcribe