Sunday, March 01, 2009

პატარა საიდუმლო ჩემს შესახებ

რაც თავი მახსოვს ძალიან ცნობისმოყვარე ვარ, ნუ ხო ახლა ყველა ბავშვი კითხულობს “რატომ”-ო, მაგრამ მე აქამდე გამომყვა ეს “რატომ, როგორ , რანაირად, როდის “ და კიდევ ბევრი კითხვები….

The_Ace_of_Spades_by_Loolapaloosa

საკმარისია რამემ დამაინტერესოს უნდა ბოლომდე ჩავეძიო, ყველაფერი გამოვარკვიო, ვიკითხო და გავიგო. ვერ ვიტან რამე თუ ვერ გავარკვიე… უნდა მქონდეს მაქსიმალური ინფორმაცია იმაზე, რაც მინდა (ნუ სრული ინფო ჯობია მარა) … ვიცი, ისიც ვიცი, რომ ცნობისმოყვარეობა დამღუპველია, მაგრამ იმხელაა ცდუნება იმისა რომ ჩაეძიო და გაარკვიო…  

ხოდა სულ სხვა რამეზე ვაპირებდი წერას და გამიგრძელდა შესავალი.

Ace_of_Spades_by_Sarayelმოკლედ როგორც გითხარით ასე იყო რაც თავი მახსოვს, მიყვარდა ყველაფერი დამალული, გასაიდუმლოებული და მიუწვდომელი. საკმარისია ახლაც რამე ეგეთი შევატყო კონკრეტულ ამბავს , მომენტს , ადამიანს – ვიწყებ ძებნას, გაგებას , “ქექვას”…  არადა რეალურად არც არაფრად მჭირდება, ვიგებ და ვივიწყებ. ეს უბრალოდ DesRay_Deck_Ace_of_Spades_by_Ryuukaრაღაც ავადმყოფური აზარტია, არ გაგიგონ რომ “იძიებ”, არკვევ იქექები…. რომ შეძლო დამალულად მოიპოვო ყველა ინფორმაცია , რადაც არ უნდა დაგიჯდეს…

ეს საიდუმლოეების სიყვარული ხანდახან  ჩემს საუბარსაც ეტყობა ხოლმე, არ მიყვარს ყველაფრის პირდაპირ თქმა , ზოგჯერ რებუსებით ან მინიშნებებით ვსაუბრობ, ან ვტოვებ კითხვის ნიშნებს… ჩემი ასეთი საუბრის მანერა აღიზიანებს ძალიან ბევრს (უფრო სწორია ჩემი რამოდენიმე ძალიან მიხვედრილი მეგობარ-თანამოსაუბრის გარდა ყველას).

მიყვარს ინტრიგებიც , ჩახლართული ამბებიც და ზოგადად ეგეთი მოვლენებიც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამოსავალ-შედეგამდე ყოველთვის სწორად მივდივარ ხოლმე, არ ვიცი იმიტომ, რომ მიყვარს ასეთი სიტუაცია და თავს არ ვკარგავ, თუ იმიტომ რომ ინტუიცია უკეთ მიმუშავებს ამ დროს, ან იქნებ ეს გამართლებაა…

როგორც არ უნდა იყოს , აი ახლაც ვწერ და თან ვფიქრობ რომ ამას წაიკითხავს ის ვინც ზუსტად იცის რასაც ვგულისხმობ, ხმას არ ამოიღებს და გავა, ხოლო მაშინ როდესაც ამას არ მოველი დამიბრეხვებს ისეთ სასწაულს რომ ან სიცილისაგან გავიგუდები ან კიდევ გაოგნებისაგან სუნთქვის უნრას დავკარგავ და ორივე შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა დამჭირდება…

ასე ხდება სულ , ვიცი და მაინც ვაკეთებ , ვაკეთებ იმისათვის, რომ ისევ ის მივიღო, რაც მაგრძნობინებს ძარღვებში სისხლის გაყინვას და იმას, რომ ადრენალინი შეიძლება ყველაფრიდან მიიღო ცხოვრებაში !!!

5 comments:

  1. ლიუბაპიტნაია ვარვარე სებე ნოსუ ატარვალა :პ
    ცნობისმოყვარეობა რომ არა ძალიან ნელა განვვითარდებოდით

    ReplyDelete
  2. "ასე ხდება სულ , ვიცი და მაინც ვაკეთებ , ვაკეთებ იმისათვის, რომ ისევ ის მივიღო, რაც მაგრძნობინებს ძარღვებში სისხლის გაყინვას და იმას, რომ ადრენალინი შეიძლება ყველაფრიდან მიიღო ცხოვრებაში !!!"

    ააა რა მაგარია :პ

    ReplyDelete
  3. საყვარელო, მაგარი საინტერესო ადამიანი ხარ, ზოგჯერ ისე ჩახლართავ ხოლმე, თავის და ბოლოს პოვნა არც ისე ადვილია :):):)

    ReplyDelete
  4. iasamani - martalia eg namdvilad!
    mara me vxvdebi vsemu est predel :D

    qaliyvo- shen magari ezaxe ki aris mara uu meree.... iets moitans xolme :D

    Alex - ai warmoidgine es mxolod naweria da roca amas aketeb live-shi :D da ase cxovrob :D
    ujas mara arc veshvebi da arc gamomdis :D

    ReplyDelete
  5. უყურე შენ :P

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!