вернутся в жизнь

ახლა შევიტყვე რომ ბექა ჭეიშვილი (რომელზეც ამდენი ხანი იწერებოდა ბევრ ფორუმზე და სხვადასხვა მესინჯერებში) გამოძვრა, გამოძვრა ძალიან რთული სიტუაციიდან….

იყო კომაში, უკეთებდნენ ძალიან ხშირ სისხლის გადასხმებს და ნუ მოკლედ ბევრ ადამიანს იმედის ძალიან მცირედი რჩებოდა….

როცა წავიკითე სიტყვები -

”დღეს ამაყად მაჩვენებდა როგორ ავარჯიშებს ხელებს რომ მალე გამოჯანმრთელდეს ”user.gif

თვალები ამიცრემლიანდა, ჩვენ რეალურად არც კი ვიცით რისი გადატანა მოუხდა, ჩვენ თითქმის არაფერი შეგვეძლო და ის გადარჩა , გამოძვრა უმძიმესი მდგომარეობიდან და ისეთი სიცოცხლის უნარიანი და ცხოვრების მოყვარულია რომ

”უჭირს ლაპარაკი, ახერხებს რომ სოფის უთხრას რომ უყვარს
კიდე დღეს პირველი სიტყვა რაც გავიგე მისგან ხმამაღლა ნათქვამი იყო "პორშე"
დედამისი ლაპარაკობდა მანქანებზე და შეუსწორა რაღაც”

ასეთ რამეს ახერხებს ასეთ მოკლედ დროში. მართლა ისე ამიჩუყდა გული რომ ამის წერისას ახლა ვღნავი. ასე მემართება სულ - მაშინ როდესაც ყველა ღნავის, მკაცრი სახით თავს ვიკავებ და არაფერს ვიმჩნევ, როცა ყველა ამოისუნთქავს და შვებას იგრძნობს მაშინ ვღნავი….

ბექო welcome back!!!

უმაგრესი ადამიანია! თბილი, მხიუარული და რავიც მგონი უარყოფითი საერთოდ არაფერი აქვს!

Post a Comment

2 Comments

  1. Anonymous10:09 AM

    beqas ar vicnob, magram rac is avaria moxda, rom gakvirdebit rogor ganvicdi, ukve vxvdebi rogori vinmea : ) natalim rom dawera eg sityvebi kide mec martla cremli momadga..ai martla martla.. male gamojanmrteldeba imedia bolomde :)

    ReplyDelete
  2. Anonymous11:15 PM

    vaa, Zalian gamixarda, yoCaR beqas : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!