Wednesday, November 26, 2008

3 things I have Discovered......

1) я поняла что не потеряла своё обаяние






2) я поняла что я законченная "****филка"







3) и пиво можно пить в любой кампаний, и в разных кампаниях у него разный вкус

Tuesday, November 18, 2008

ნოემბრის შარავანდედი მადგას თავზე...

მინდოდა დამეწერა იმაზე თუ როგორ დაიწყო დილა უცნაური ზარით.... უცნაური შემოტავაზებით კონკრეტულ საქმეზე....
როგორ მისივდა თავი , გუშინდელი ღრიანცელის მერე.....

შემდეგ როგორ გაგრძელდა დღე ავტობუსში დაწყებული უცნაური ღიმილითა და საინტერესო ადამიანით..... როგორ ”მოვაგვარე” მე იმ მომენტში დროის უქონლობის პრობლემა შემოთავაზებაზე უარის თქმის შემდგომ....

როგორ გაგრძელდა საღამო საინტერესო საუბრით და ღლაბუცით ინტერნეტ სივრცეში ....
რამხელა ემოცია მივიღე საღამოს მოკლე მონაკვეთში.....

მოკლედ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ არაფერსაც არ დავწერ, იმიტომ რომ, იმიტომ....
დაე ეს ყველაფერი დარჩეს ჩემთან ....

Sunday, November 16, 2008

Graduation-Now I Am FREE



16 ნოემბერი 2008 წელი, სასტურმო შერატონ მეტეხი პალასი....

18:00სთ.....

ბევრი ხალხი , აჟიოტაჟი, აღტაცება, აღფრთოვანება, გულისფანცქალი, მოლოდინი, მოკლედ არ ვიცი იმდენი ემოცია ავსებდა როგორც 2004-2008 წლის გამოშვებას, ისე მათ მშობლებსა თუ სტუმრებს.....

სასწაულებრივი იყო ყველაფერი, ბევრი უკმაყოფილება, მოულოდნელობა, უცნაურობა და მაინც 4 წლის მერე "სასწაული" ....
გამოვიარეთ ყველაფერი, ერთმანეთის კბენა-ღრენა , გვერდში დგომა, საკუთარი უფლებების დაცვა და 1000 წვრილმანი კიდევ.....
ნეტა რა დაგვრჩება.... ნეტა ვინ დავრჩებით.... ნეტა სად აღმოვჩნდებით.....

ჩარჩოში ჩასმული დიპლომი, ლურჯი საქაღალდე და თოლია გულში მაგრად გვქონდა ჩახუტებული.....
გაისმა ფრაზა " 2008 წლის გამოშვება თავისუფალია..."

ჰარეში უცებ აირია უამრავი კურსდამთავრებულის ფუნჯიანი ქუდი ...

მე ახლაც არ მჯერა...
აი ვზივარ და ვფიქრობ ნეტა მართლა დავამთავრე......

მოკლედ ESM-Tbilisi-ის მე-13 (FUTის პირველ) გამოშვებას გილოცავთ!!


13 პირველი, 13 უკანასკნელი!!!!

Thursday, November 13, 2008

13 = 21


მორიგი 13 რიცხვი, მორგი დღე რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის....
ამ დღეს ცემი მეორე მეს გარეშე აღვნიშნავ...
ეს პირველია როცა ცალ-ცალკე ვართ.....




მიუხედევად ყველაფრისა უკიდეგანოდ სასიამოვნო დღეა.....
აი ისეთი დღეა რომ გრძნობ რომ შენია რა..... შენშია.... ბევრია......









ძალიან სასიამოვნოა როდესაც ვერ აუდიხარ მოლოცვებს.....
ზოგი ძალიან თბილი, ზოგი ჩვეულებრივი ზოგიც კი განსხავებულად განსაკუთრებულია.....

მოდის ემოცია , დადებითი ბევრი.... მავსებს და მაბრუვებს....

დიდი მადლობა , ძალიან მიყვარხართ!

ჩემთვის ყველა სიტყვას განსხვავებული ფასი წონა და სითბო აქვს!!!














გავიზარდე მაგრამ ახალი შეგრძნებები ჯერ არ შემომმატებია, არც რქები ჩანს და არც კუდი...
ალბათ ყველაფერი იქნება!!!



Saturday, November 08, 2008

გლინტვეინის ჭიქის ნალექზე ამოცნობილი აზარტი

რა საინტერესოა ადამიანური ურთიერთობები....
ხდება ხოლმე ისე, რომ (ეს 21 საუკუნეში ვირტუალური სამყაროს გადამკიდე) არ იცი ადამიანი, არ იცნობ, არ გაქვს რამე ხელმოსაჭიდი და საჭირო ცოდნები მისი იდენტიფიკაციის მოსახდენად....
არადა ზოგჯერ როგორ გვაინტერესებს ესა თუ ის ადამიანი....


და მაინც რა უცნაურია.... უცებ საიდანღაც არა, მაგრამ ხო საიდაღაც ხდება - იგებ ან გაგებინებენ...
ან , ან , ან.... და ეს ისე უცებ ხდება აზრზე მოსვლასაც ვერ ახერხებ....არადა არცაა საჭირო, აი ასე შენამდე მოდის ეს ყველაფერი და ქრება....
გრჩება მხოლოდ ის რომ , არაფერიც არ გრჩება გარდა იმისა რომ იცი - ის ნამდვილია....
ხელშესახებია და რეალური....
არ აქვს თავზე შარავანდედი, ფრთები, არც ცალთვალაა და არც ცალფეხა....
ამ დროს კი ქუჩაში, რომ შენს გვერდით სკამზე ჩამომჯდარიყო ალბათ ვერც იფიქრებდი, ვერც მიხვდებოდი...
ჰმმ, ძალიან სასაცილოა და ძალიან აზარტული.....
არის რაღაც ამაში.....

ზოგჯერ გლინტვეინის ჭიქის ძირში სიუპრიზებიც გვხვდება...

Thursday, November 06, 2008

ნოემბრისფერი შემოდგომა კარამელივით მადნობს

ახლა ვარ თბილი, რბილი, დამდნარი კარამელივით....

გარემო მალბობს, არადა თითქოს არაფერი...
ვგრძნობ ნოემბერი ჩემია...
მოვიდა, აქაა და მმუხტავს.....


ძალიან მაგარია სიცივე, ზამთარი, ბევრი ფოთლები რომ ავსებენ ქალაქს....
ხალხი შეფუთული დადის , ქალაქი ნაცრისფერდება (ისე ხო სულ ცისარტყელას ფერებშია, მაგრამ მაინც)....
ცხვირში გრილი ჰაერის მწიწკნავ სუნს რომ გრძნობ....
ვაიმე ავიწიე ჰარეში ისეთი კმაყოფილება და ბედნიერება მაკრავს გარშემო.... არადა თითქოს არაფერი.....

თითქოს კი არა არაფერი ....
გეგმების ნახევარიც ვერ (არ) შემისრულებია ჯერ , მაგრამ მაინც....
ოხ რა ტკბილია , ოხ რა რბილია ოხ როგორ მავსებს ემოცია.....

მიყვარს ყველა და ყველაფერი (არა მთლად ყველაც კი არა, ეგრე არ გავდებილებუულვარ ჯერ, ზოგიერთი მაინც მკიდია) , მავსებს სითბო, რომელსაც თუ არ გავცემ გამხეთქავს ზედმეტად გაბერილი ბუშტივით....
ახლა მონატრებაც კი ტკბილისფერია, გაბრაზება სურნელოვანი ხოლო გარემოს და დანარჩენი განცდების აღსაწერი სიტყვები არ ვიცი, ისინი ან არ გამოუგონებიათ ან მე ვერ შევისწავლე ჯერ.....

ოხ რა მშვენიერია ნოემბერი და შემოდგომა, არა უფრო ნოემბრისფერი შემოდგომა, ტფუჰ პირიქით ...

მოკლედ სახლში ვარ ....

Wednesday, November 05, 2008

გრძნოობ?

აი ყველაზე მაგარი რა არის იცი??
არა??
ჰო კაი ახლავე მოგახსენებ:
ძალიან მაგარია როდესაც გრძნობ....
გრძნობ და ხედავ თვალებით, გესმის და გრძნობ ყურებით, შეიგრძნობ და გრძნობ კანით, ისუნთქავ და გრძნობ ცხვირით, აგემოვნებ და გრძნობ პირით.....

ეს ყველაფერი კი სასწაულ წარმოდგენებს და შეგრძნებებს შენში დიდი მორევივით ატრიალებს და გითრევს , შიგნიდან, შენთვითონვე.....
ისე მძაფრად გითრევს, რომ თავბრუ გეხვევა და თვალებს ნაბავ....
შემდეგ პირის წკლაპუნს იწყებ და ნელ-ნელა დუნდები....
შემდეგ ისევ თავბრუ გეხვევა და მთელს ტანში ჭიანჭველები დარბიან.....

შემდეგ კი ისევ მორევი გითრევს და ასე დაუსრულებლად.....
შემდეგ როცა გამოფხიზლდები და სუნთქვას აღიდგენ,
თვალებს ახელ და გარემოს იხსენებ ....

შემდეგ ისევ პირის წკლაპუნს იწყებ და სევდანარევი თვალებით ისევ ჭიანჭველებს უხმობ...
ისინიც ისევ დაგივლიან და ამ დროს, ნელ-ნელა შორიდან ხმა იწყებს მოახლოვებას.....
შემდეგ უფრო მკვეთრად გესმის და აზრზე მოდიხარ....

მოდუნებულ სხეულს ნელა აითრევ და კიდევ ერთხელ გივლიან ჭიანჭველები.....
გარემოს იხსენებ თავიდან, ეჩვევი თავიდან და ისევ ყველაფერს განიცდი თავიდან......

მესამე თვალი და წინასწარმეტყველებანი ჩემი

ლოლ
აი კაიფია რა როცა უცაბედად იგებ ვის რა აწუხებს....
რა აინტერესებს...
რას ელის.....
ვინ ან რა უნდა.... რისი იმედით ცხოვრობს....
ძალიან მაგარია. მაგალითად მე ვიცი, რომ ერთ ადამიანს აინტერესებს უყვარს თუ არა იგი მეორეს, ჩააბარებს თუ არა ის გამოცდას, არის თუ არა იგი გეი, არის თუ არა ელვისი მკვდარი, გაყვება თუ არა ცოლად იგი ვინმე ამიკოს

ნუ არ დაგიმალავთ და სასწაულებრივად გავერთე ამ ინფორმაციით თუმცა არ გაგიმხელთ ვინ როდის და როგორ მაწვდის მე საინტერესო დეტალებს სხვების ცხოვრებიდან

ძალიან მაგრები ხართ ყველანი!!
გააგრძელეთ ბედნიერად ცხოვრება და ყველაფერი იქნება... ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ!!
ყველაფერი ჩვენს (თქვენს ხელთაა)


რა ოპტიმისტური ჩანაწერია , მარა ნუ ამ ძილისწინ ძალიან გავმხიარულდი!!

Tuesday, November 04, 2008

დედა




♥♥♥ -დედა- ♥♥♥

Saturday, November 01, 2008

ხელოუ ვინნი ანუ რა ხდებოდა 31ში


მოკლედ რა ხდებოდა 31 ოქტომბერსს... ოჰოჰო!!! დილით გავვარდი მაოსთან სადაც იყო განლაგებული სანაქებო გოგრები, დამხვდნენ ეთო და ანტონა...
ავედით და გუკლიც გადაგვიქანდა მივხვდით რომ იქიდან მათი ტაქსით წაღების შანსი არ არსებობდა, თუმცა გაიხაროს მაომს მეგობარს რომელიც დაგვთანხმდა დახმარებაზე....
როგორც იქნა მივიტანეთ ეს ყველაფერი ადგილზე, სადაც მეპატრონეები ცოტა გაოგნდნენ მარა ეგ გვეკიდა და დავიშალეთ საღამომდე...

მე ამ დღეს ბეევრი ვირბინე იმიტომ რომ საკვების პრობლემა ჩემი გადასაწყვეტი იყო და ამიტომ მაგარი თავ გზა ამებნა.... მოკლედ სახლში მოვქანდი ავიზმან დავიზმანე და გავქანი, მარა ნუ კაკ ნა ზლო ყველაფერი ყირამალა წავიდა, ვერც კუდასთან მივედი სანახავად და ყველგანაც მაგრად დამაგვიანდა!

ნუ ბოლოს 6 ხდებოდა მივედი, მივიტანე ყველაფერი და გოგოებიც მორჩნენ დარბაზის მოლამაზებას.... მერე იყო ნელა ნელა ხალხის შემომატებები, გრიმის კეთება ჭრა კერვა და 1000 რაღაც ვიპ ოთახში.... შემდეგ კი დაიწყო ღრიანცელი და რავიც ცეკვა თამაშობანი.... მოკლე ეს ყველაფერი კარგი იყო იმდენად რამდენადაც ეს სვითის და ჯენის ძალებში იყო!!!

ოდა ფოტოები ბევრი მაქვს მარა არ ვდებ ბევრს იიშ!!!