Monday, September 29, 2008

ხუჭუჭა პეპლების გრილი ბოდვა



აი ისეთი ამინდია რომ უნდა მოგენატროს...



მოგენატროს ბებია, სკოლა, ზღაპარი, კაკაო საწოლში ჩათბუნებულს, მეგობრები, გართობა, ერთი -ბოლო ღერი სიგარეტი.....

ბევრი რამე შეიძლება მოგენატროს.... ან არც მოგენატროს და უბრალოდ გასენტიმენტალურდე....




იჯდე , იყურო მოღრუბლულ ცაში და აი უბრალოდ გული გიხტოდეს არაფრისგან და მუცელში პეპლები გყავდეს უბრალოდ... იმიტომ რომ ამინდია ასეთი :)

უი ახლა სიმღერაც სულელურად დაემთხვა და დავრწმუნდი იმაში რომ ნელა ნელა მეც ვდებილდები და ერთ ჩემს დაქალს ვემსგავსები (მაინც არ ვიტყვი სახელს ვაი და იცნობდეთ ვინმე :ჵ )...




მოკლედ საუცხოო ამინდია, როგორც იქნა მოვიდა ზამთარი...
ცივა, მცივა და უხ რა გემრიელად უბერავს ცივი ქარი ფანჯრიდან....

ოპერაცია დავეხმაროთ ბექას და იქნება სხვა რამისთვისაც დაგვრჩეს დრო

ესეიგი მანქანები იყო:
კოტე
ძოხო
აზია
აჩი
ვეშაპო
გუგსი
4მრბენი (ახლა მგონი უკვე ტოყოტა)


მოკლედ რა ხდებოდა
შეკრება ისევ იქ სადაც სულ. გასვლა და რა გასვლა...
ავედით ისევ იმ ბედკრულ ჭილზე სადაც გუგსს ინტოქსიკაცია ეწყება და ყველა კლუბის წევრს აბარძგალებს....
ავედით რატომ, რაატომ და თქვენ ხართ ჩემი ბატონი და ბექა გუშინ ღამით გაეხირა იქ ზემოთ სადღაც... რესორის რაღაც გატეხა , არა მოაგლიჯა ოდა ცუდად იყო მისი საქმეე ...

ავედით , მანამდე ძოხოს რომ გაყვება კაცი , ორჯერ ავირიეთ და სხვა ბილიკებზე ვიარეთ ...
ისე მანამდე გეტყვით ამინდი იყო ზღააპარიიი (მართალია მერე ყველა მორიგეობით ვწუწუნობდით ყურები, ხელები, ფეხები, ცხვირები და აზიას დაჟე კაპიშონიც კი გაეყინა მააგრამ) მოკლედ მაგარი ამინდი იყო...

ოდა დაგვხვდა დიიიდი კოცუნი ,(კაი საკოცნე ადგილი ჰქონდათ შერჩეული) გაფუჭული მანქანა და ნთრალი სასტავი smile.gif
ბექა კი დაბანცალობდა ნახევარ თვალ დახუჭული და მეორე ნახევარი მგონი სულ მთლად არ უმუშავებდა smile.gif

მოკლედ ახლა რა მოხდა კოტე , ვეშაპო და კიდევ ნუ მანქანის მგზავრობ-მძღოლობა უვლიდა მანქანას გარშემო და ვიშვიშობდა.
მერე ეტყობა ვიღაცას გაუნათდა და აი რა ქნეს :
მოჭრეს სწორ ტანიანი ტოტი, მოხერხეს ზომაზე, მიამაგრეს რესორს ბორბლის უკან მხარეს ნუ მოკლედ რაცაა, მერე ვეშაპოს მანქანიდან მოხსნილი ჟგუტი გადაუჭირეს , კიდევ კოტემ რაღაც მოშლანგო თოკი გააძრო, ამ დროს კი ბორბალმა არც აცია არც აცხელა და სხვა მხარეს გაიწია და გამოვარდა (ნუ თითქმის ). ეეს მეორე ამოცანა , მაგრამ არც ახლა დაიბნა საზრიან ოფროუდერთა სასტავი და წინ დუგას თუ ლიბიოდს თუ რაღაცას მიაბეს ეს ბორბლი.

ამ დროს კი დანარჩენი სასტავი , კერძოდ კი ძოხოს შტურკაცი, აზია და 4მრბენი გუბეებში ნაკვერჩხალსა და დიდ მორებს აქრობდნენ ... არადა მე მათ უკეთესი ხერხი შევთავაზე...



ნუ მოკლედ იდეაში ბექა გაყინვას გადარჩა (მთელი მისი ეკიპაჟიც) ოდა ჩვენ გადავწყვიტეთ გზის გაგრძელება . აჩი გმირულად გამოაკლდა გასვლას და ბექას უკან ჩამოყვა ქალაქში.

ეხლა რა ვქენით ჩვენ (აჰ არა ასეთ უწმაწურობას ვერ დავწერ tongue.gif ) ოდა ჩვენ ესეიგი წავედით , ვენდეთ ხრისტოფორს (აკა გუგსის შტურკაცს ) და ახალი გზების დაპყრობაც ვცადეეთ .

ძირითადად ვიარეთ წრეზე , ვტკეპნეთ ჭილის მიმდებარე ტერიტორია , ვტკეპნეთ უკიდეგანო გულისრევამდე....
სადღაც მინდორზე , არა არა ერთ ერთი გზის არევისას (თან ეს გზები კაცო კაკ ნა ზლო მაინც და მაინც გუგსის მანქანის წინ მთავრდებოდნენ და ქრებოდნენ ... ერთი შტურმანში გაუმართლა მგონია მას) ვეშაპომ გადაწვიტა კაი დაკიდებულ სველ ბალახიან ფერდობზე ასვლა....

გადაწყვეტით კი გადაწყვიტა , მაგრამ განხორცილეება ხომ გინდა არა.... აჰ არაფრით არ გამოვიდა მანამ სანამ არ მიაბეს ვეშაპოს მანქანა ხეს და კოტეთი ბამპერ დამძიმებული არ ამობობღდა ქედზე.

შემდეგ შეგვხვდა ტრიალი მინდორი საადაც გუგსი წავიდა გზის დასაზვერად, ვეშაპომ კი ფრთები გაშალაა, გაშალა და რა გაშალა.... გაიფრენდა ერთ მხარეს დადრიფტავდა აყრიდა მთელს ნიადაგს , გამოიფრენდა ახლა მეორე მხარეს აყრიდა ტალახებს.... მოკლედ მისი შემყურე ჯერ ძოხოს გაეხსნა მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა და ფეხი ლიპ ყინულზე მოუსხლტა...
მერე იყო კოტე , მააგრამ მალევე მიხვდა რომ ერთი ეგეთი ტრიუკი და კაკ მინიმუმ სახურავი ექნებოდა გასაკეთებელი თუ თვით დაშლას გადაურჩებოდა.
მერე 4მრბენმა ცადა , ახტა დახტა და ფრიად შეშფოტებული სახით თავი დაიმშვიდა არა კაცო არ ვარგა აქ ადგილიო smile.gif (აბა სხვა რა ექნა საკუთარ თავს ხომ არ მოიჭრიდა) , ბუოლო იყო უშიშარი აზია, გააკეთა სასწაული ტრიუკი ეერთი, მეორე და ბოლოს დამსწრე საზოგადოება რომ არ აღმუვლებულიყო უეჭველი მოზომავდა მთელს მდელოს biggrin.gif სიგრძე , სიგანე , სიმაღლით....

ხოდა ამ დროს გუგსმა დაუსტვინა და გავყევით (აი აქ მგონი ამერია თანმიმდევრობა ჯერ ვეშაპოს ამოყვანა იყო და მერე ეს , მაგრამ ნუ კაი რა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას მაინც წრეებზე ვიარეთ , რატომ არ გაქრება ნეტავ საერთოდ ეგ ჭილის ტბა)

ხოდა მერე ისა ისევ ხრისტოფორის იდეით(მგონია კი არადა ასე მახსომს მე) წავედით სადღაც, ნუ სადღაც რა გვარიანი ჩასაწობიც კი არ იყო არსად (ძოხო ალბათ რა ნეხვატკაში დარჩა არსად დარსობა რომ არ მოუწია )
ოდა მოკლედ ასე უგერგილოდ ვიარეთ მთელი დღე....

ოდა ისა ჩამოვედით სოფელ ვეძისთან თუ სადღაც დასაკარგავში, ამ დროს აზიას , 4მრბენს და ძოხოს გაზის პედალი ჩაუვარდათ და სად გაფრინდნენ კააცმა კი არა, მამა ღმერთმა არ იცის...

ოდა ამ დროისთვის კოტეს და გუგსს გვერდიგვერდ ყავდათ მანქანები დაყენებული და ეშმაკურად უელავდათ თვალები ...
ზუსტად ამ მომენტში გადაწყდა იქიდან დიდგორზე ასვლა, ოდა კოტემ გუგსმა და ვეშაპომ იწყეს სვლა სულ ზემოთ და ზემოთ, მანამ სანამ ვეშაპოს რაშს საკვები არ გაუთავდა და უარი არ სთქვა რამის მოძრაობაზე, (ვეშაპო უკან გაბრუნდა)
კოტემ და გუგსმა გზა განაგრძეს, განაგრძეს მარა მე თქვენ გეტყვით და საგმირო საქმეები ჩაიდინეს, ივიშვიშეს ეხ ეს რა გზა გავმაზეთო (კაიიი მამალი ტალახები იწყებოდა უკვე კაკ რაზ და) ერთი გაავლეს მანქანები კაი ტყლაპოში და დავბრუნდით უკან ...
აი ასე ვიტალახეთ კი არა გვინდოდა რომ გვეტალახა და ...

ეჰ რომ ყველას მხოლოდ გვინდოდა...

გეუბნებოდით დავტოვოთ ის ბექა საცაა თქო biggrin.gif biggrin.gif



Thursday, September 25, 2008

გავიყავით.....ჯანდაბა განშორებას....

ის წავიდა....

გავიყავით.....

ჩემი მეორე მე წავიდა, მისი მეორე მე აქ დავრჩი.....


ვერ ვიტან დამშვიდობების სცენებს, მეზიზღება დიდ ხნიანი განშორებები....

ვერ ვიტან იმას რომ ... ბევრ რამეს....
დედამიწა არ უნდა იყოს ამხელა, არ უნდა სჭირდებოდეს ქვეყნიდან ქვეყანაში გადასვლას ამდენი დომხალი , სირთულე და ფული....


იმ დღეს როცა გავიგე რომ მიდიოდა (უფრო სწორად ჩალიჩობდა წასვლაზე) გული ჩამწყდა, მაგრამ არ შევიმჩნიე....
როგორ ეტყვი ადამიანს რამეს , როცა მას უხარია, მომავალს იწყობს....

აი ეს განშორება ერთ ერთი ყველაზე რთულია ჩემთვის....

აქამდეც ხდებოდა და მომხდარა , მაგრამ მაშინ ალბათ ან პატარა ვიყავი, ან უბრალოდ დროს არ ვანიჭებდი მნიშვნელობას.....
2დღე გავიდა, ისეთი გრძობა მაქვს საუკუნეა მენატრება და ვერ ვნახულობ..... არადა აქ რომ იყო შეიძლება 2-3 კვირა არ მენახა, მაგრამ იმის ცოდნა რომ 15 წუთის სავალში იყო ჩემგან ნამდვილად ბევრს ნიშნავდა....

არა ალბათ ვაზვიადებ 21 საუკუნეში რა პრობლემა რამოდენიმე ათასი კილომეტრი, მაგრამ მაინც ძალიან ბევრია....
უკიდეგანოდ ბევრია იმისათვის რომ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ არა ერთ ერთი ძალიან საყვარელი ადამიანი ამდენად შორს იყოს.....


****

როდესაც ექსკალატორს მოეფარა, თავრბუ დამეხვა....
ჯერ ერთი წლით წავიდა , მაგრამ გეგმაში და იდეაში 4 წელი იქნება იქ.....
შეიძლება ეს 4 წელი უფრო მეტადაც იქცეს (ეს აზრი მანადგურებს)
ვიცი ეს ჩემი უაზრო აკვიატებაა, მაგრამ ჩემზე ძლიერია ამ ეტაპზე....
აეროპორტიდან რომ გამოვდიოდით, მაშინ დავმძიმდი...
მაშინ შევიგრძენი... მაშინ გამეჩხირა ყელში რაღაც....


ხმა არ ამომიღია....

****

დღეს ვემესიჯე, ძალიან კარგად ვარ(თ)ო , ქალაქში გასულა, სასაცილო ისტორიებიც შეემთხვა უკვე 2 დღეში....

ღმერთო რამდენი რამე მოხდება თუნდაც 1 წელიწადში....
ჯანდაბა დედამიწას მართლა ბრტყელი რატომ არაა? ან ეს საზღვრები რა ჭირადაა მოგონილი? ან ქვეყნები ვინ გამოყო ერთმანეთისაგან......


*****

ჯანდაბა განშორებას....

ოხერია მონატრება.....

მკლავს დისტანცია....


მენატრებაააააააააააააა


Monday, September 22, 2008

ჭილი დიდგორი 21.09 .2008

ალბათ უკვე იცით თუ სად იწყება დილით ადრე შეკრება, და საიდან იძვრება სასტავი... ხოდა მოკლედ ზუსტადაც რომ მაქედან დავიძარით ყველანი, თუმცა ვუცადეთ კოტეს და ლადოს (რომელიც მგონი თბილისში საერთოდ არ ცხოვრობს , ან გუშინდელი სმის მერე დაავიწყდა სად ცხოვრობს და მოკლედ ტრასაზე შემოგვემატა.)




ბევრი სჯა ბაასის მერე წავედით სადღაც (მე ვერ გავიგე ჯერ
ჭილი იყო, ჯერ კარსანი თU მოკლედ რაც იყო ) თავიდან უბრალოდ ხრიოკ ადგილებში ვიარეთ, ვიარეთ, ვიარეთ და კოტეს მანქანამ გადაწყვიტა ნამეტანი მომივიდა ჰაბი (თუ ები, მოიცათ მეც ვისწავლი ოფროუდერულ ტერმინებს იიშ) გადამეღალაო და მოკლედ არ ჩაირთო, არ ჩაირთო და კოტემ და მისმა შტურმანმა (თუ შეიძლება ასე ითქვას , რადგან მერე ნახავთ თუ ვინ იყო ჭეშმარიტად შტურმანი და ვინ არის ესეიგი დამსახურებულად საუკეთესო თუ არა, ძალიან კარგი მაინც) დაშალეს ჰაბი, უფრო სწორად კოტე შლიდა და გიო თავგამოდებით უშლიდა ხელს.

ჩვენ კი ამ დროს სეირის საყურებლად იქვე დახრილ ადგილზე პატარა ამფითეატრი მოვიწყეთ და ძალიან საქმიანი სახეებით ვაკვირდებოდით მოვლენების განვითარებას (ამ დროს მინდა გითხრათ სამურაის მეპატრონეები გაცეცხლებულები ბჭობდნენ , ნუ თავისთავად რა მაგარია სუზუკის მიერ დანავაროტკებული რუბიკის კუბიკი )

სად იყო და სად არა კოტემ , გიოს დიდი მონდომების და მიუხედავად გააკეთა ჰაბი და ისევ
დავიძარით.


ბეევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ტალახს... მგონი ამ ტალახში წინა გასვლაზე მოვიზმუზნეთ დაჟე ხოომდა , თქვენ ხართ ჩემი ბატონი და გიგას მატარებლემა არც აცია არც აცხელა ჩაჯდა და პოზიციებიც გაიმაგრა ტალახში.
გაიმაგრა პოზიციები მაგრამ ვინ აცალათ, კოტემ სასწრაფოდ მოარგო მანქანა ხელსაყრელ პოზიციას და ახლა დაიწყო საუბარი იმაზე თუ ვინ იყო გიგას შტურმანი და საერთოდ ჰქონდა თუ არა გიგას თვითგადარჩენისათვის საჭირო აღჭურვილობა...

აქვე დავსძენ გიგას არც მისი შტურმანი და არც აღჭურვილობა
ხელს არ უწყობდნენ გადარჩენისათვის, მაააგრამ მააომ გიგას შტურმანს ქოქოლა და ცეცხლი დაააყარა და მოუწია საწყალს სირბილი ხან შატლებზე ხანაც შაკალებზე . ბოლოს ჩააბა როგორც იქნა კოტე გიგასთან, თუ პირიქით და ამოტორღიალდა. შემდგომი საინტერესო მომენტი (მოკლედ მოვყვები მიჩივლეს რაამხელა რამეებს წერ თავი გაგვანებეო და) იყო გუგსის ჩასვლა და არ ამოსვლა თუმცა გუგსი რისი გუგსია ხეელათ გადმოფრინდა შტურმანი (დიახ დიახ სწორედ ის იქნება შემდგომში დამსახურებული შტურმანი) მიაბა მოაბა რამის თვითონვე გაქაჩა და ამოვიდა . ბევრი ტორღიალის მერე უუცებ გიგას საბურავი გადასძვრა დისკს თუ მოკლედ რაც იყო ტალახები შევიდა და დააიჩუტაა პფიიიი ...

ნუ დიდი, არა არც ისე დიდი წვალებისა და კოტეს აღჭურვილობის დახმარებით ბორბალი დაუბრუნდა ჩვეულ სიმრგვალეს და განვაგრძეთ.

შემდეგ იყო კიდევ ერთი გუბე და თუ არ ვცდები შიგნით კოტეს მანქანა ჩავარდა (იმედია ქრონოლოგიურობა არ მერევა , გათანგული ვარ არადა რამ დამღალა ნეტა)

მოკლედ ვინაიდან და რადგანაც იქეთობისას სულ 3 ტალახი შეგვხვდა და 2 იყო ცოტათი საინტერესო, ბიჭებს გული დასწყდათ და ახალი გზების ძიება დაიწყეს იქნება სხვაგან არ გავხდეთ წასასვლელებიო, მოკლედ წინ მიდიოდა პუწევაძიწელი გუგსი ხოდა ისა საადღაც ჯანდაბა მაგათ, გააუვალ ეკლებში შეცვივდნენ , მაო დიაადი შტურქალი გადავიდა და ფეხით მიდიოდა მაარაა ვაი ამ სვლას , როდესაც აღმოაჩინა რომ წინ გზა არ იყო და უკან დაბრუნდა, მე ასე რომ არ მოგატყუოთ 100მდე მცენარე ზღარბის ნაირსახეობის გამოცლა მომიხდა მისი ტანსაცმლიდან, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე რომ ჰქონდა მიკრული


იქიდან რომ მოვბრუნდით უკან, გიგამ რა ჩაატარა ვერ გავიგეთ, მააგრამ ისა რადიატორს მოუხდინა რაღაც , ხომდა როგორც კი გავივაკეთ შევჩერდით და ბარემცხ წავილუკმავეთ.აამის შემდეგ უკან დაბრუნებისას გუგსმა ისევ გადაწყვიტა ახალი მიწების დაპყრობა (კოლუმბია რა ფაქტიურად) და უუცნაური გზებით გვატარა ხოომდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი, ამ უკან დაბრუნებისას ძოხოოც გაგვეჩითა (მოკლედ დასაწყისიდანვე ვუგზავნიდი მმს რეპორტაჟს და გულმა არ გაუძლო და დიდი წვალების მერე მოგვაგნო)

ხომდა მოკლედ წავედიით ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ( ა ხომ ამ სიარულ სიარულში გიგას მანქანა გამგელდა თუ გიგა გამგელდა და დიდად აღარ წვალობდა ტალახებში გავლისას)
ერთგან გზა გაიყო და კოტე და დანარჩენი მანქანები წავიდნენ ზემოდან გუგსი ქვემოდან და მივადექით მარა რაას მივადექით , ღმერთმანი... დებილურ ჩასასვლელს და ეგრევე ხელათ ტალახს... ნუ კოტემ მოზომა და ჩავიდა, თურმე კარგად ვერ მოზომა აგვასრილა დაგვასრიალა და მოკლედ გადაგვაქანა მარჯვნისაკენ, ნუ გადაგვაქანა რა გადაქანების მომენტი იყო ჟუტკი თორე მერე ბიჭებმა ხელათ დაამძიმეს (ანუ ჩამოეკონწიალნენ ) მარჯვენა მხარეს და ჰოპს კოტე ისევ დაბრუნდა სწორ ჰორიზონტალურ მდგომიარობაში.

მერე ჩამოვიდა შოკოლადო რომელსაც ნუ გზა და გზა მთელი ავტონაწილები სძვრებოდა და ხან ვინ იჭერდა ჰაერში, ხან ვინ ეძებდა დაბლა ნუ მოკლედ, შემდეგ იყვო აჩი , გიგა და ძოხო. ძოხო რააღა თქმა და საუბარი უნდა ახტა და ჩახტა ისე რომ საჭეც არ აუქცევია... დავსძენ ჯალამბარი (ოხ ეს ღვთიური სიტყვა და საშუალება, რომ არ იყოს ნეტა რა ეშველებოდა)გამოიყენა და ხელათ ამოვიდა. (ა ხომ აქ ძოხოს მისი შტურმანი სულ ტყუილად ყავდა ისევ გუგსის შტურმანი (მამა და მარჩენალი ყველა მანქანის ა მგონი) იჯდა კაპოტზე და აღრჭიალებდა ჯალამბარს პულტიდან. შემდეგ უკვე გადავდიოდით საითღაცკენ მგონი დიდგორისაკენ , ხომდა მარცხენა მხარეს გამოჩნდა საქონლის საზაფხულო სადგომი რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი უსიმპატიურესი და უწვნიანესი გუბე (უფრო სწორია მოჭაობო ელემენტი) იყო განლაგებული .

მერწმუნეთ ყველას ერთდროულად გაუელვა თავში აზრმა და სასწაულ სინქრონში ჩავედით ყველანი ქვემოთ.

აი აქ დაიწყო, ნუ ჯერ ძალების მოსინჯვა დაიწყეს პატარა უფრო ნაკლებად ღრმა და ბოროტ გუბეში, პირველი გაატოპა ძოხომ (ის ხომ თავს როგორც სახლში ისე გრძნობდა , კაკ ნი კაკ საქონლის სადგომთან ახლო ვიყავით) იარა ვ დოლ ი პაპერიოკ, თხარა იღმუვლა ნუ მოკლედ სასწაულები , დახოცა ათეულობით ბაყაყი (ისე დღეს არავის დაუკლია იმ ბაყაყებისათვის და ბეევრი დაიხოცა ნამდვილად) შემდეგ გუგსმა იგივე გააკეთა, მოკლედ კოტეს გარდა მორიგეობით ყველამ იბანავა ... შემდეგ კი როცა მობეზრდათ, წარბაწეულმა კმაყოფილი სახეებით გადმოხედეს მეორე გუბეს (დღეს მაგარ სინქრონში ფიქრობდნენ ოფროუდერები , კაი დღე იყო არა მაგნიტური)


ხოოდა კოტემ რომელიც იმის საწინააღმდეგო კიდეზე იდგა სადაც ჩვენ განვთავსდით , რააზგონი აიღო თუ არა არ მახსოვს , მაგრაამ დააასტოინაად შევიდა და გააქვავდა, არა შევიდა და ჩაიძირა (მარა რაც მერე ძოხომ ქნა მაგას ვერც კი მიუახლოვდა) მოკლედ კოტე გუგსმა ამოიყვანა (უფრო სწორად ჯერ გმირულად შევიდა მყაყე სლიპინა ტალახში გუგსის შტურმანი , აუ სახელებთან რა ცუდად მაქვს საქმე ვერ ვიმახსოვრებ რა მგონია ნიკა , ნუ ან შეიძლება არც ქვია ნიკა ნუ ენივეი ) და , რა თქმა უნდა რა გამოცნობა უნდოდა მაგას ძოხო მივარდა და შეერჭო ტალახში (რა ეგონა ვერ გავიგე მაგრამ მაგას სულ მასე ჰგონია ნუ ან თვალს აკლია მე ვფიქრობ ) , არა შერჭობა არ იკმმარა აბუქსავა და აბუქსავა, იმდენი აბუქსავა რომ წინა მარცხენა ბორბალი სულ მთლიანად, საააერთოდ დაფარა ტალახმა და წყალმა, მაგრამ ხომ არ გგონიათ ეს ეყო ძოხოს, ნურას უკაცრავად...

ისეეევ გააგრძელა ბზრიალ ტრიალი , მანამ სანამ უარი არ უთხრეს საერთოდ ჩაბმაზე... დიდი წვალების შემდეგ კოტემ ძოხო ამოათრია აი ნამდვილად ამოათრია , ძოხო იქ იზავდა რამე ს თუ არა არანაირი მნიშვნელობა აქრ ჰქონდა.

შეემდეგ გადავინაცვლეთ წუმპის მეორე მხარეს და გუუგსმა გადაწყვიტა თითქოს ერთი შეხედვით უფრო ადვილ ნაწილზე სიგანეზე გადავალო.... გადავიდა მარა რა, გაეჩხირა და გლუშიწელიდან ბუშტების გამოშვება დაიწყო(მგონია ვერა რეჩკის მერე მაგის ჰობი გახდა ეგ)



აქ მაომ ჩაატარა რაც ჩაატარა.... ადგა და მუხლებამდე შეჭყაპუნდა ჭაობში ასე ნება ნება გაისეირნა (მგონი დიდი ხანი იდგა ძოხოს გვერდით ..) ჰოდა შესვლით კი შევიდა და ტროსიც მიაბა მარაა გამოსვლა ხომ უნდოდა მოკლედ ძლივს ამოეწო , იმ სატუმბი ჭაობიდან და გუგსი ამოიქაჩა, მაგრამ არ ეყო და მეორედაც შევარდა.... ისევ ამოიქაჩა... მერე კოტე შევიდა და გმირულად დარჩა ბრძოლის ველზე, რა თქმა უნდა ისევ მაომ შეცურა , მგონი თავს რაღაც ბაყაყის ობრაზში გრძნობდა... კოტეც ამოყვანილ იქნა ხელათ.

აი შემდეგ რაც იყო ეს უნდა გენახათ უბრალოდ სხვა შანსი ამის აღწერის არ არის.

აჩი შევარდა ველურივით (როგორც იცის ხოლმე რა ) ნუ შევარდა, გაეჩხირა და კიდევ კაი უკვე ტროს მიბმული იყო, ბიჭებმა მოკიდეს ტროსს ხელი , დაქაჩეს ერთი, ორი , სამი და აჩი ისევ ამოვიდა ზემოთ ( არადა აჩის ბოლო წუთამდე ეგონა მე თვითონ ამოვდივარ ასე ჰაეროვნადო) ისევ შექანდა და მიაწყო სასტავი ამ ტროსზე ზედ, რა თქმა უნდა ისევ გაეჩხირა და ასე რამდენჯერმე და ყველაზე სასაცილო ის იყო რომ სასტავს ეს ტროსი ეჭირა და დარბოდნენ ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ და ატრიალებდნენ აჩის საითაც უნდოდათ , იდეაში ხალისობდნენ აჩიზე , მაგრამ ვინ უფრო იხალისა ეგ ვიდეოს ნახვის მერე თქვით.

მოკლედ ასე , ამის მერე ჩვენ დავბრუნდით უკან, უკვე ბნელდებოდა და თანაც გრძელი გზით დაბრუნდით და მოკლედ , ა ხო ქალაქში უკვე ძალიან ცუდად მოვიქეცით და ყველას წინა შუშები მოვუზმუზნეთ გულიანად ძოხოსდისკებზე (ეტყობა იცოდა რომ გამოგვადგებოდა) დაგროვილი ტალახით. მოკლედ დღე საუკეთესოდ დასრულდა!!!


ბრავო!

Saturday, September 20, 2008

ბინძური ტუჩებით Vol. 2




მოკლედ როგორც ამ ბინძური ტუჩებით-ჩანაწერი ოთახის დალაგებაზე პოსტში ვიუწყებოდი ჩემი გადაწყვეტილება მყარი იყო მაგრამ იმ ორშაბათს ხელი შემიშალეს გარემოებებმა, ხოლო შემდეგ ორშაბათს მე შევასრულე ჩემი პირობა (ისევ ორშაბათს , პირობის თანახმად) და ოთახი (შეძლებისდაგვარად) დავალაგე :)











ფრიად კმაყოფილი ვარ.
ერთი კვირა გავიდა და ჯერ ყირაზე არ დამიყენებიაა :)

Tuesday, September 16, 2008

კაპეც

აი სულ მაინტერესებს ....

არა ვიტყუები მაოცებს.....


ნუ მაოცებს რა ეტყობა მე არ მიმართლებს თუ რავიც რაცაა....

ნუ მაგალითად რატომ ხდება რომ ქართველ მამრებს (მე რომელიც შემხვდა და ეგეთი არაა ცოტა შეიძლება სტატისტიკის გაკეთება) არ ესმით რომ შესაძლოა მდედრი უბრალოდ ურთიერთობდეს მათთან, ყველანაირი ქვეტექსტის, ფლირტის , შებმის და მიკიბვ მოკიბვის გარეშე....


ასე მაგალითად - გაიჩიტები რომელიმე მესენჯერში და ნუ ნახავ რა კონტაქტებს და ერთ ერთს მიწერ როგორ ხარ, რა ხანია არ გამოჩენილხარ ... ტრალალა ნუ მოკლედ მოიკითხავ ჩვეულებრივ.....
ნუ რაღაცას გეტყვის ამაზე სენ ეტყვი .... აი ძალიან ძალიან ძალიან პირდაირ, რებუსების და ნუ მოკლედ მარაზმების გარეშე და კითხვა (იქითა მხრიდან) შენ რა მკერავ?

ან მაგალიტად კაი რეებს მეუბნები ....

მოკლედ ასე რთულია მიხვედრა როდის გკერავენ და როდის გეკონტაქტებიან ისე უბრალოდ რაძი აბშენია??



Monday, September 15, 2008

ჭილი-ძალანთხევი 14.09.2008,

ასე დაიწყო ამბავი ჩვენი....

დაიწყო ტრადიციულად ფოთოლამოსულ კაცთან სპორტის სასახლის ტერიტორიაზე.

მივედი ძალიან საქმიანი (მაომ დიდის ამბით გამატანა ტროსი და შაკლები, როგორც ამოჩდა ფრიად სასარგებლოდ) , დამხვდნენ - ძოხო, ვუჰუ, გუგსი და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ნიკა...(ნუ ალბათ ფეხი აუცდა დილას პურზე გასულს ან რავიცი, გაიგებ?? ის ხომ ნიკაა )

შემდგომ, როგორც იქნა კი არადა, ჰუშტაც მოდიოდა მოდიოდა და მოვიდა...
მანამდე კი მიდიოდა სჯა ბაასი თუ სად წავიდოდით და დაერქმებოდა თუ არა გასვლას ”კლუბის გასვლა”, ბოლოს ნიკამ არაო თქვა და წარმოსახვით მაგიდას მუშტი დაჰკრა....

შევგროვდით როგორც იქნა და გადაწყდა რომ მივდიოდით სადღაც ჭილისკენ...
სადღაც ჭილისკენ წავედით....

როგორც მოგეხსენებათ მანამდე ქალაქში 1000 სასწაული ჩავატარეთ .
ვიწყეთ ასვლა ხრიოკ-მტვრიან და ხეშეშ ადგილას.... ჭრიალებდნენ ტოტები , რასაც თან ერთვოდა ყველა მანქანის მძღოლის (ვგონებ ) კბილების ღრჭიალი და ვაი ვიში ... კაკ ნი კაკ შენიანია , მანქანაა ...

ნუ რაციებში ისმოდა გოდება, რომ გვალვაა და როგორ არ უმართლებს სასტავს რომ აქაც კი მშრალია ყველაფერი , მაგრამ ღმერთი არსებობს და მან გამოგვიგზავნა დღეს ტალახი ...
ისე კი დიდი ვერაფერი ტალახი იყო, მაგრამ (აი ეს მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია) ძოხო რისი ძოხოა თუ ყველგან არ ჩაწვა და აიგლისა ნიადაგი საცა მიწვდება (საცა ვერ მიწვდება და ეს დასაწვავი ბორბლები რისთვის აქვს ) ხოდა ჩაწვაა , საწყალი ჰუშტა რომელიც იდეაში ძოხოს იმედად იყო, ძოხოს იმედად იქცა.... ამავე ტალახში, მაგრამ რატომღაც უფრო მოხერხებულად (ნუ არა მოხერხებულად ჩავარდნა ესეც ფენომენია მარა) ჩავარად ვუჰუ, მაგრამ ძალიან მარტივად გაიქაჩა ერთი , ორი, სამი და ამოვიდა (ჰო ჩაბმული რა თავისით კი არა კაცო ),

ამის გავაგრძელეთ გზა და დავინახეთ ვიღაც ბებო და ბაბუები რომლებიც ფეხით დატასაობენ (პახოდობენ მარა ნუ ცოტა ცოტას ) ხოდა გიოს (198რაღაც) გულმა არ გაუძლო და წაყვანა შესთავაზა , რაზეც ამ მოხუცებმა უარი არ უთხრეს და ვუჰუს მანქნაში განთავსდენენ (რის გამოც მე ისინი გულით შემეცოდნენ) ხოლო გიოს და გიოს ძალიან დასწყდათ გული რომ გოგოები არ აღმოაჩნდათ პახდოში ამ მოხუცებს, თორე რომ ყოფილიყვნენ ხო...

მოკლედ არ გვინდა მაგაზე და განვაგრძეთ გზა.....
აი მოიდა და რა მოიდაააა... დიიიდიი ტყლაპო, არა უფრო ლაფი ან შეიძება ორივენიცა.... სეზონი ჭყაპაობის გახნნა ვუჰუმ გაექანა და..... დაერსო....

ხოოდა ჩააბეს , არა გიო(198რაღაც) ცდილობდა მის ხელით ამოყვანას , სულ ტყულად მგონი მისმა წარმოდგენებმა საკუთარ შესაძლებლობებზე შეცდომაში შეიყვანეს , ასე რომ ძველი მამაპაპური მეთოდით ამოიყვანა ვუჰუ სხვა მანქანამ... მაგრამ ამით ვუჰუს თავგადასავალი არ დამთავრებულა, რატომღაც გადაწყვიტა რომ ბედი ამჯერად მაინც არ უღალატებდა და ისევ გააჭრა ტალახში, ჰოი საოცრება ყველაფერი განმეორდა ერთი-ერთში ვუჰუ ისევ ჩარჩა....

შემდეგი თუ არ ვცდები იყო გუგსი, მანაც გაიარა გამოიარა და ბაც ჩაერსო .... ნუ ჩაერსო რა ზატო შტურმანი ყავდა ”ვეზძე” ხოდი (ისევე როგორც ჰუშტას , მარა ჰუშტას შტურმანისგან განსხვავებით ბოტები არ ეცვა ვოოტ ) ხოდა ნუ მოკლედ ამოვიდა... შემდეგი იყო ... მმ ვინ იყო შემდეგი და ჰუშტა.... ჰუშტა დადგა ტყლაპოს პირას და მოემზადა მარა , კაი კი არაფრისათვის ....
ის ისეთი კეთილია რომ ტალახი არ დანანებია და ჩვენც გულით გაგვინაწილა , ყველას ვინც გუბის გარშემო ვიდექით ახლოს თავიდან ბოლომდე გადაგვავლო ზედ..... (მადლობა ყოველთვის ვიცოდი ტალახის აბაზანები კანისთვის რომ კარგი იყო და თან ადრეული ასაკიდან მიწას შევეჩვევი ფიF)

ბოლო იყო ძოხო.... ძოხომ არჩია ის გზა რაც ჰუშტამ (არადა ყველა დანარჩენები რთული კალია იყო და იმაში გავიდნენ) და ბედად გადაიარა..... მერე ისევ ჰუშტა , ძოხო , ჰუშტა , ძოხო და ასე საანამ თავბრუ არ დაგვეხვა და ნიკამ მათაც არ შესთავაზა იმ კალიაში გავლა, ხოდა ძოხო ამაყად დათანხმდა , შევიდა და ნუ პა პრივიჩკე ჩარჩა....

მერე თქვენც არ მომიკვდეთ ხომ არ გგონიათ რომელიმე გადმოვიდა მანქანიდან , და წარმოიდგინეთ ეს ერთი დაბანა კაცი ჰუშტა(ისე მანქანა ბევრი დაბანა ყავს) გაიქცეოდა მის ლიბიოტკას მოქაჩავდა მოიტანდა , ჩააბავდა , გარბოდა უკან ქაჩავდა , მიირბენდა მოხსნიდა და ასე რამოდენიმეჯერ , ეს ფაქტიურად არ ვვიცი რა არის, მარა კაი ჯანზე კია ....

აქვე დავამატებ რომ ამ ტალახში ისე მწარედ გაიჭედა თვით ჰუშტა (რომელიც მისმა იმედმა ამოიყვანა) რომ ლიბიოტკის ის რაღაც რა ქვია გამოსადები ვერც იპოვეს , ხოლო შტურმან გიოს ფეხებში თითო კილო ტალახი დაუგროვდა.... ბოლოს ტალახში გაიარა მეგიმ , აჰ მაპატიეთ ნიკამ .... გაიარა რა, ჩახტა და ჩაეწებაა . ნუ რა თქმა უნდა ისიც ძალოსანმა ფიცხელაურმა ამოიყვანა და გავაგრძელეთ, რა იყო მერე მერე ისევ იყო ხრიოკი, გათქვეფა , მტვერი კბილების ერთმანეთზე დასვარკებამდე...


მერე წავიხემსეთ ყველაზე ბინძური მანქანის კაპოტზე (რომელსაც მე პირადად ფეხის წვერებზე აწეული ძლივს ვწვდები და დავიტანჯე ვინც ნისანის დალიფტვა მოიგონა და შეძლო უუხ.. ) ხოოდა მერე ნიკა წავიდა , წავიდა იმიტომ რომ ეჩქარებოდა, მას გიო -ბც გაყვა დანარჩენებმა კი გზა გავარგძელეთ მარა საით არ მკითხოთ , სახელების გაგნებაში არ ვარ ...
ხოდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი, მოკლედ ვიარეთ გუგსმა ზვერა გზები, ზვერა ზვერა და ერთ დაზვერვაზე თავს ლაფი დაესხა ( სრული ამის მნიშვნელობით ) შევარდა სადღაც მყაყე ჭუმპეში და წამოწვა....

ხელათ გადმოხტა შტურმანი და ვუჰუს ჩაუბა ( ა ხო მაო ისა შენი ტროსი ძალიან სარგებლიანად გამატანე, მერე რა რომ ჯერ ვერ ვიპოვე შაკლის ბოლტი რომელიც იდეაში ვუჰუს მანქანაშია ალბათ ). მერე კიდევ ვიარეთ ვიარეთ 9 მთა და ხევი გადავიარეთ და ისა... უი ხო რომ ვიარეთ, ვიარეთ ამ დროს ძოხოს მანქნას ააკანკალა, დააზანზარა და მოკლედ გაგვთქვიფა ისეც ხომ არ გვაკლებდა და ... (მე არ ვიცი რაღაც ჯანდაბა მოუვიდა მოკლედ მაღალ სიჩქარეზე ზრიალს აწყებინებს ისე თავი მიქსერიან ქვაბში გეგონება )

ხოდა მოკლედ სანამ ეს რაღაც ნახეს მოდითო წავიდეთო ვერა რეჩკაზეო... ა ხო კიდევ დამავიწყდა მეთქვა, ვიღაც ოფფელის სახლს წავაწყდით , ბიჭებმა იგი მოინახულეს (ასე ვალიალსა გძეტა ტამ პო დოროგე ) ხოდა მოკლედ ვიარეთ ისევ ბევრი და შევვარდით სადღაც, ალბათ ნაფეტვრების მიმდებარე ადგილებში მდინარე ვერეს (აკა ტუალეტის წყლის) ხეობაში . აი იქ იყო რაც იყოოო


შვედით და პირველივე დაღმართზე კაი აბაზანა გაიჩითა, ხოდა რადგან გუგსი მოძრავი პუწევაძიტელი იყო გაიარა პირველმა , მაგრამ როგორც მე მივხვდი მას სუულ ავიწყდება თუ არ ევასება ბლოკირებების ჩართვა და არ რთავს ხოდა გაიარა და ამოსასვლელში გაძოხდა და დადგაა, არა კი არ დადგა ჩადგა და ხალისობდა გლუშიწელიდან ბუშტების გაშვებით შუა გუბეში... ნუ მოკლედ როგორც იქნა დაითანხმეს ბლოკირების ჩართვაზე და ხრრმმ და ახტა ( ე ბიჯო გუბეში ისე გეწუწავა ვა ) მერე გაიარა ვუჰუმ და გაიწუწა, გაიწუწა და მოკტა .....
მმეეერეე გაიარა ძროხომ და ისე გაუტკბა დაიწყო აქეთ იქით სიგრძე სიგანეზე ცურვა .... კიდევ კაი მანქანამ არ იცის როგორ უნდა ზურგზე ცურვა თორე კაი არაფერი მოხდებოდა იქ ... მერე ჰუშტას გაუტკბა ბანაობდა და მოკლედ სანამ ვუჰუ გაშრა და ამუშავდა სინქრონში ჰუშტა და ძოხო წყალს ამღვრევდნენ.... http://www.link.ge/file/105722/5.mp4.html


შემდეგ კი, აუჰ შემდეგზე რომ უნდა გადავიდეთქო და თავბრუ დამეხვა ისევ დავიძაბე ...
ნუ გავდიოდით რა ამ ხეობაში და ძოხო ეს ქვისმთლელი , საძაგელი გააქანა და ყველაზე დიდი ქვაზე შეხტა.....
ხოოდა აჰაიდა წინ ქვა, უკან ქვა, ქვეშ ქვა (აუ ბლინ ყველგან ყოფილან ახლაღა დავამუღამე) ოდა ბოლოს გიომ ( დღევანდელმა ძოხო შტურკაცმა იქეთ ჩაკეცე აქეთ ამოკეცე ფრთები გაშალე, ახლა იზმუვლეთი ამოიყვანა ძოხო როგორც იქნა მარა , ვაი ამ ამოყვანას ახლა მშრალზე ხომ უნდა ასულიყო , იპოვა ყველაზე საძაგელი ასასვლელი ეტკა იმას, მანქანას ტრაკი დაუცურდა და ისევ შეჯდა რაღაც ლოდზე , ნუ მოკლედ აქ გუგსის შტურმანმა და გიომ იჩალიჩეს რაღაცეები და ძოხო მეტ ნაკლებად კარგ ფორმაში ამოვიდა ( ძოხო რა, უბედური მე ისე დავიძაბე კეფაზე თმა გამცვივდა ... ) ,

მერე ამ ხეობაში ვიარეთ ვიარეთ , დავსრისეთ 10ული ბაყაყი, ავყროლდით და დავიიიხხრჩვით (აუ ეს რა სუნი იდგა ,რომ ვუჰუს შტურმანი გადახტა მანქნიდან და გაიქცა ), ამ დროს გვეტორღიალა ვიღაც კაცი ნახევარი გზა ტექსტით ”ვერ გახვალთ , გზა არ არის, არაა ამოსასვლელი და ნუ მოკლედ” ხოდა ე ბიჯო დაგვეჯერებინა ნეტა იმ კაცისთვის , გზა მართლაც აღარ იყო, ტრაქტორით მიწა ჰქონდათ ჩამოყრილი და მიუხედავად გუგსის ეკიპაჟის დიდი ენთუზიაზმისა გამოვბრუნდით უკან, ეგრევე თავი ვდურთეთ ”ავტომოიკაში” სადაც ძოხომ იეფში გაარეცხინა ყველას მანქანა , გაარეცხინა რა გადაავლეს რა წყალი.... და დავიშალენით .....


ასე საყვარლად დამთავრდა დღე.....
დამატებითი დეტალები მოჰკითხეთ ყველა ეკიპაჟს ცალ ცალკე .... რა გამიტკბა, რამდენი ვწერე....
მაპატიეთ შეცდომები და ტავტოლოგია biggrin.gif

Friday, September 12, 2008

მონაცვლეობითი რომანტიკა...

აუ აი დღეს თავი ვიგრძენი მოჩვენებად....
რიგის ქუჩიდან ვიბოდიალე თავისუფლემდე....
აი ასე ჩემთვის , მარტომ ...
არა, არა, მუსიკის თანხლებით....
ხმამაღალი მუსიკა...გარემოს წყდები.... განწყობა მოდის.....


მანქანების სინათლეები სწრაფად იცვლება.... ლამპიონები ხან ანთია, ხან არა....

მონაცვლეობითი
რომანტიკაა...

ნიავისფერი მოლანდებით მოძრაობენ ადამიანები, ძალიან იშვიათად, უცნაური სახეებით.....
შემოდგომის სუნი მიღიტინებს ცხვირში , ქარი სველ თმას რომ დაუვლის მაშინ ვხვდები შემოდგომის სული მაქვს ....


ჩემია..... ჩემშია.....





ოხ როგორ მეძინება ...

Saturday, September 06, 2008

ბინძური ტუჩებით.....

სიზარმაცე რომ ადამიანს დაეპატრონება, ცუდადაა მისი საქმე...
ჩაითრეევს და ყველაფერზე ხელს ააღებინებს, ეგ ისეთი დაავადება.....

თანაც ისე უსიმპტომოდ მიმდინარეობს... მანამდე სანამ არ ჩაიძირები საძაგლობაში.....

სიზარმაცე გევლება და გეხვევა თავს....ან ნელა ნელა გახუჭუჭებს..... გაშტერებს და ბოლოს ქრები....


(ღმერთო ისეთი წინადადებები დავწერე კაი წიგნში ჩასმაც რომ არ მოგერიდება კაცს)

ხოდა ეხლა რა მინდოდა მეთქვა... კი არადა ვთქვი და ეგაა....

მოკლედ ისეთი გაუსაქმურებული ვარ რომ ჩემი ოთახი მეორედ მოსვლის შემდგომ სიტუაციაშია, ჩემი ანაბაზა-ტუალეტიც ( რომელიც ერთ დროს სტაფილოსფერი იყო ახლა კიდევ კაცმა არ იცის რა ფერია ) დაახლოებით იგივეს განიცდის...
ხოდა დრეს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ნამუსმა შემაწუხა (სულ რამოდენიმე წუთით მართალია, მაგრამ არ გავუშვი ხელიდან მომენტი) და შევპირდი საკუთარ თავს, რომ ორშაბათს ანუ 8 სექტემბერს დავალაგებ ოთახს და ყველაფერს რაც გარშემოა, დაჟე აივანსაც კი!!!

მოკლედ სანიტარული დღე მექნება......


ოდა მერე განახებთ გალამაზებული ოთახის ფოტოებს :)


გკოცნით ყველას!!! ბინძური ტუჩებით


პაატარაა აფდეითი: დღეს ვერაფერსაც ვერ ვალაგებ რიგ მიზეზთა გამო (კიდევ კარგი რომ ეს ჩემი სიზარმაცე არაა)

Wednesday, September 03, 2008

შემოდგომის სუნთქვაჩაყოლილი ფილტვების განწყობა


შეგრძნებას რომელიც მე დღეს გაღვიძებისას მქონდა , ვერ შეედრებნა
ბარემ რომ ბევრი სხვა შეგრძნება...

თვალის გახელისთანავე რაც შემეჩეხა იყო ნაცრისფერი ცა...

საწოლზე წამოვჯექი, სახეში ცივი ნიავის მონაბერმა ისეთი
სიახლე შემოიტანა რომ სუნთქვა შემეკრა....

აი თითქოს მაშინ როცა არაფერი არ ხდება , სიხალის და
რაღაცის მოლოდინის შეგრძნება დამეწყო...



დღეს ზუსტად ისეთი დღე იყო როგორიც 2 სექტემბერს შეეფერება.....

ოხ ეს შემოდგომის და ზამთრის სიყვარული ჩემში იმხელაა, რომ დღეს
ვფიქრობდი იქნება არაობიქტურიც კი ვარ და ეს ამინდი სულაც არაა სასიამოვნო
და ღვთაებრივითქო, მაგრამ საღამოს ეს ჰაზრი უკუვაგდე
და ღრმად ჩასუნთქვისას
დავასკვენი რომ ვცდებოდი....

რაოდენ სასიამოვნოა მხუთვარე ცხელი

ჰაერის მაგივრად მსუბუქ გრილ

ნიავმობერილ ჰაერს რომ ჩაატან ფილტვებში........

Tuesday, September 02, 2008

სიზმრისეული ემოციის რეალური მიზეზი

აი ახლა 4 დღეა ვფიქრობ და ვერაფრით მოვიფიქრე კი არადა მინდოდა მეთქვა ავხსენითქო....

თითქოს ყველა უკანასკნელი დღე მშვიდი და სასიამოვნო იყო, მააგრამ აი სიზმრები რომლებსაც მე ვხედავ ნუ არანაირ ახსნას არ ექვემდებარებიან.
დავიწყოთ იქიდან რომ სიზმრის მერე ისეთი ემოციით მეღვიძება ასე მგონია რეალობა იყო და სულაც არ მძინებია, მერე კიდევ კაცო ვიღვიძებ და რეალობა ისე მოხდენილად ებმის სიზმარს ვდებილდები, არადა ხომ ვიცი მეძინა რა ....

მესამე მომენტი, არა უფრო უცნაურობა ისაა, რომ რაღაც მინიმალური ცდომებით მაგრამ მერე ჩემი სიზმარი ხორციელდება რეალობაში....


ღმერთმანი ნათელმხილველი ვარ თუ რა უბედურება მეტაკა???

არა კი ახლა ღამე აივნის კარი ღიაა ხოლმე მაგრამ არა მგონია მაგის ბრალი იყოს იქიდან ხომ სულ არ უბერავს....

ხოდა ვერეფრი ვერ გავიგე და დავდივარ ასე სიზმრიდან აყოლიებული ემოციებით და ვდებილდები....თუმცა უნდა დავძინო რომ ზოგი ემოცია მაგრად ასწორებს, აი თუნდაც .... ხო მოკლედ...
მგონია ძილს უნდა გადავეჩვიო... არის რაიმე სხვა რცევა?? :)



Monday, September 01, 2008

Blogger--ების შეყრა შემოყრა , დაშლა არ მოშლისა იყოს

მოკლედ ასე იყო თუ ისე, არა არა ყველაფერიც ძალიან კარგად იყო.

ბლოგერების რიგით მეორე შესასტავება (აჰ სეხვედრა უფრო მართებულია ალბათ მაგრამ მაინც) ნუ წინაზე სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებამ მათქმევინა უარი( არა არა აგენტი ან რამე კი არ ვარ გამოცდა მქონდა სახელმწიფო რა) ხოდა ამჯერად დანამდვილებით ვიქნებოდი.

ნუ ტავიდან მე და ლეი'ლამ მოვაპიქკინეთ ოტახი, არა ბლინ ვიტყუები მარტ ლეი'ლამ მოაპიწკინა ყველაფერი, სემდეგ კი დაველოდეთ.

პირველები მოვიდნენ ჟოკეი და ლიკა, გაკვირვებულები "ნუთუ ჩვენ ვართ მხოლოდო" მერე მოვიდნენ და დიდი ხანი ეჯაჯგურნენ კარებს მარი, დიდი H (ნუ ეს სულ ამოხნეშა მგონია რომ წარმოვტქვავ არადა ნუ აშკარად კოკოლა უფროა ეს ადამიანი ვიდრე რაღაც X) კოწე (მაროს ქმარიაო ამბობენ და რავიც (ვითომ სულ არ ვარ ხელისმომკიდე, სად მოგკიდე დრემდე ვარკვევ) გიო (ადამიანი საიდუმლო, არადა მართლა მასეთი ვიღაცაა) , სემდეგ ნელა ნელა მოგოგმანდა Pოლსკყ, შემდეგ ტრიო ბოღმები და მროველი (ახლა უკვე ეპილატორა) , ჟენნყ (ქალი სილურჯე, ქალი ბიტლები), ბოლოსკენ რა სადღაც შუაში კი ნინა და G-ს მოვიდნენ (არა კაცო ამ კაცს ქვია გურამი რას დაამოკლეს ვერაფრით გავიგე მარა კაი).
ნუ როგორც უკვე იცით ლიკამ სემოგვთავაზა თამაში, ვიხუჭეთ, ვკვდით, ვიინტრიგნეთ, მოკლედ დაშვებული და დაუშვებელი ყუელააფერი ვქენით (აჰ აჰ მასეც არ გინდა კაცო , კაკაია უ ვას ბურნაია Fანტაზია), ახ დამავიწყდა მეთქვა რომ თამაში სმა ჭამისა და წერაობის (ნუ აი რა რომ ვიბლოგფურცელეთ ) მერე მოხდა.

მერე კიდევ ნელა ნელა დაიწყო სასტავმა გახვეტვა (ახ ბებრები ) ნუ ნელა ნელა მაგრამ მაინც საგრძნობლად ვცოტავდებოდით, შეთხელებულზე გონებაც ავავარჯიშეთ და ჯერ გამოიცანი სიტუაცია მერე კი ციაციობანა ვითამაშეთ.

მოკლედ ფრიად კარგი იყო წე არ სო სწეეტ!
არაფრით არ სეიძლება არ აღვნიშნო ბოღმა დაქალების და მროველის მიერ მოტანილი პაიოკი , ტავსემონახული სასტავი (მზრუნველიც რაღა ტქმა უნდა ) ეგენი არიან თუ არიან , მათ მოიტანეს სამი მჭკნარი პატრიჯანი, 11 კარტოფილი , ერთი შეკვრა მწვანე ხავხი და სამი თავი ნიორი მოიტანეს, ამ განძში არ შეიძლება არ ვახსენო ერთი შეკვრა ასტრაც . მაომ ასტრა დაუწუნა და რჩევაც კი მისცა სასტავს რა ჯობდა მოეტანთ ასტრის მაგივრად (ისე გითხრათ და ეს რჩევა რომ გავახმოვანე იდეის ავტორების თვალებმა გადანაცვლება დაიწყეს და შუბლზე მოთავსდნენ მაგრამ მალე გაუარათ)

ნუ მოკლედ მაგარი იყო , ა უი უი უი დამავიწყდაა (არადა ამის დავიწყება იქნებოდა, მრცხვენოდეს უნდა) ადამიანი რომელმაც გამაოცა და ასე გავოცებული დავღცი ა ბატონო ამ წამამდე , ეს იყო გიო. უსაყვარელსი უმშვიდესი და მოკლედ :სიტყვები არ მყოფნის კი არადა ლექსიკონს უნდა გადავხედო სმაილიკი: სასტაული ადამიანი :)


პ.ს აუ მეზარება რა შეცდომების გასწორება და წაიკითხეთ და დაიკიდეთ!!


Others:
http://secromania.blogspot.com/2008/09/blog-post.html

http://marushkin.blogspot.com/2008/09/blogger-party-2.html


http://magicbluehair.blogspot.com/2008/09/blogger-part.html

http://jokeyforever.blogspot.com/2008/08/and-domovoi-goes-to.html

არ ვიცი მე ძერზკი ბეკლინკების გაკეთება და ვა!!