Sunday, August 31, 2008

ხიდების ბლოკირება, ოცნება წვიმაზე და ტალახის აბაზანები კახეთში


უი კსტაწი ისა რა ქვია და რაღაის კსტაწი...

დღეს დილით 8 საათზე (ბლინ რატომ იკრიბებიან ამ დროს როცა გასვლა არ გამოდის 12მდე) ოფფ-როადერები იკრიბებოდნენ ფოთოლასთან ( ნუ აი ის რა ვითომ მამრი რომ დგას სპორტის სასახლესთან და ფოთოლი აქვს ამოსული ) მოკლედ სხოდკა კი იყო დროული კი არადა ყველა ლევანის გარდა დროზე იყო ადგილზე. ნუ კაი ჯანდაბას ეგ იქით იყოს, მაომ ფული ააგროვა თუ მოიტხოვა უფრო სწორია და მე, მაო და ბექო წავედით საპროდუქტოდ ( ნუ საკვების შესაძენად რა) . ვიარეთ 9ზღვა და 9მთა გადავიარეთ, ა თუ ეგ მერე იყო, მოკლედ ვიყიდეთ ყველა საჭირო საკვები მაგრამ გზა და გზა მტელი სასტავი მოდიოდა აბირჟავებდა იშლებოდა , მერე იკრიბებოდა და ისევ მიდიოდა.

ნუ როგორც იქნა დავადექით ტრასას და ამ დროს ცამოჰკრა უბედურების ზარმა (ნუ მთლად ზარმა არა , ეს უფრო მაოს მეხსიერება იყო ) რომ თურმე კითრა და პამიდორა დაგვავიწყდა, ნუ მოკლედ სასტავი აქოთქოთდა და მაოს და ბექას არ დაანებეს უკან დაბრუნება და ყიდვა (აქვე საიდუმლოდ დავამატებ მათ ეს მაინც მოახერხეს, მუხანათურად უკან ჩამორჩნენ და...)

ხოდა ტავიდან კი ვიყავი ბექოს ბალასტი ( ეს იმიტომ რომ ლევანი არ ეწერა სიაში) მაგრამ ტრასაზე შემოგვიერთდა და მე წიტელი ზიზინა პაჯეროს წინა "სიძენიაზე" (ნუ ეს სიტყვა ვერაფრით გავიხსენე და მომიტევეთ რა)მოოვკალათდი. (ღმერთმანი ბექოს მანქანის მერე პაჯერო რა პატარა და საყვარელი სალონის მქონე მანქანაა).

ნუ დავიძარიით მარშრუტი არ ვიცოდი და ამ მომენტამდე არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ კაკაბეთში ავედით (ეეს ჯერ ჯერობით კახეთია , რა ტქმა უნდა მათაც თუ დამოუკიდებლობა არ მოუნდათ უცებ) ავედით და დავეწყვეთ. სასწაული სანახავი კია მტვრის ბუღში და ორომტრიალში გახვეული 7 მანქანისაგან შემდგარი კოლონა და პირღია (ბლინ მტვერი მაინც არ ჩასდით, მარა რა რადნოია და ეგ არ აწყენთ მაგათ) მოსახლეობა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, არა ვიარეთ არ ერქვა მაგას, გავითვიფეთ და მე და ლევანი მტვერის ყლლაპვით პილტვები დავივსეთ (ეს ერთი საძაგელი ოფროუდელის ვინმე გიორგი ჩოქურის დებილური საბურავის ბრალია , ძირს არაფერს აჩერებს და რისი დატრიალებაც შეიიძლება ყველაფერი ჰარეში ააქვს). ლამაზი ადგილები ვნახეთ სიმართლე რომ ვთქვა მაგრამ ისეთი ხრიოკი კაქტუსიც რომ უარს იტყოდა ამოსვლაზე. ნუ დავესვენეთ საკვებად. (ეს მოკლედ იმიტომ გიყვენით რომ შუბლზე დრო და დრო ენტერი მეწერება ისე მეძინება და ისე დავიღალე ტანაც ნუ ჯერ განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა) ვიკვებეთ მერე ავყაყანდით , მე ძოხოს მანქანაში შემთხვევით მეძინა (ტოესწ ნუ კომფორტულად მოვთავსდი სკამზე რომელიც ძოხომ იდეაში მისთვის მოიწყო მარა ვიიინ აცალა), ფრიად კარგი იყვო, მერე ავიშალენით.ამ გზაზე წიტელი ეშმაკი დამხმარ კალიაში გადაშლიგინდა სადაც წონასწორობა ვერ შეიკავა და წაყირავდა, მაგრამ ოხ რომ არსებობს ფანტასტიური გამოგონება ჯალამბარი.


ის ის იყო გავტრასავდით დავლაგდით და თითქმის დედასქალაქში წამოსვლა დავაპირეთ რომ ახალი იდეა წამოიჭრა, არა წამოიჭრა რა დრაივერ ბიძიამ (აკა რედ დევილმა) წამოჭრა. მაგრამ ეგ მერე შესვენების და ბირჟაობის დროს ძოხო გაფუნაგორიახოჭოვდა და დისკავერის ბამპერის ნაწილიდან მოაზლიპნა ტალახი კარგად მოემზადა ჰაერში აისროლა და ძალიან იხალისა თუ როგორ დაეტყიპნა წებოვანი ყავისფერი მასა ძირს (ძალიან ნუ გაკიცხავთ ეს ხომ მისი ბრალი არაა) ასე ერთობოდა ძოხო, მერე აიყოლია აზია (მმ ამ ადამიანის სახელი აზრზე არ ვარ რა არის სინამდვილეში) , ნუ მოკლედ ბევრი სჯა ბაასის შემდეგ 4მრბენმა გადაწყვიტა სახლში წასვლა და ტალახის მოყვარულმა ბიჭინამ ის სულ შუშებზე სლიპინა მასის ზელვით გააცილა (ისე კარგად კი გადარჩა რომ ვთქვათ)

ხოოდა გამიგრძელდა ისტორია და სადრაგ საგარეჯოდან კი არადა ბლინ პატარძეულიდან მგონი ავედით ისევ მაღლა მაღლა ტყეში (მანამდე ჯანდაბა და სად შევეჩეხეთ კაცმა არ იცის ადამიანი რომ აჩის და ლევანს ენდობა , პრი ეტამ გზის გაგნებაში არ იყო არც ერთი) ისე სიმართლე რომ ითქვას აიი აქ დაიწყო რაც დაიწყო.. (ნუ არა მართალია ახლა ოფფებისათვის ეს დიდი ვერაფერი ხეირიანი ვერ იყო მარა ამ ხიხინა ხრიოკ ზაფხულში ესეც რომ იყო მისწრებაა)
ნუ მოკლედ პირველივე ბუგორის შემდეგ გაიჩითა ზიპპინა, წებოვანი, სლიპინა მოკლედ მყაყე ტალახი. (როგორც აღმოჩნდა ეს ტალახი ასევე ცნობილია როგორც სტალკერას გუბე, გუბისა იქ არაფერი იყო მარა ფი ნაწუმპარი იყო ნამდვილად) ნუ მოკლედ ყველა მორიგეობით ცდიდა მის და მისი რაშის (ზოგიერთები მათ მანქანებადაც მოიხსენიებენ) შესაძლებლობებს. და აი დადგა დისკავერის რიგი (ისე რაღა დაგიმალოთ და დაციგაობდა ტალახში) ჰოდა შევარდა ტალახში , გაექანა გამოექანა და ჩამოეკიდაა :) ნუ იარა წინ უკან , მერე ისევ წინ და ისევ უკან, დანარჩენები კი ხან ხავილით ხან რჩევებით ხანაც დუმილით ცდილობდნენ დახმარებას. არ გამოვიდა დისკავერი ვერ ავიდა ტალახოვან აღმართს და შემოვლითი გზა გამოიყენა, შემდეგი აღმოჩნდა დიდი ტოყოტა, გაექანა გაეჭედა ერთი, გაჭედა ორი , სამი მოკლედ ბევრი და ბოლოოსს აშლიგინდაააა....

ასე გავიარეთ პირველი ტალახი, შემდეგ კი (ნუ რადგან წიტელი ეშმაკი ბოლო მიდიოდა ) მივედით ტალახამდე იმ მომენტში როდესაც აჩი იყო გაცხერილი, მოკლედ აწვალა აწვლა მანქანა, სემდეგ კი დაასკვნეს რომ რაღაც (ეს მთლად კარგად ვერ გავიგე რა იყო თუმცა რაღაც მუხრუჭთან დაკავშირებული რომ იყო კარგად დამამახსოვრდა) გავესო ტალახით. ნუ მოკლედ ამ მეორე ტალახში ყველამ საყვარლად გაიშლიგინდა და გავაგრძელეთ გზა.... მერეე შეგხვდა უკიდეგანოდ უკიდეგანო კალიები , სადაც ნუ კიდე კიდე უნდა გაგვევლო და მოკლედ ფრიად სახლაფორთო რამე იყო.....
მოკლედ სულ ახლახანს დავბრუნდი და უკიდეგანოდ კმაყოფილი ვარ.....
წარმომიდგენია რა მაგარია შემოდგომასა და ზამტარში ...
უჰუჰუ!
ა კიდევ ხო ისა დღეს გავიგე რა არის ბლოკირება, კარდანი, საწვავის არასრული წვა მოკლედ ბევრი რარაც რაც ჯერ არ ვიცი როდის გამომადგება....
კიდევ ისიც გავიგე რომ მტვრიან გაზე უკონდენციონერო მანქანით "იოლკის" უკან სიარული არაფრით არ შეიძლება ნუ აი არაფრით......

სულ ეს იყო რისი მოყოლაც შემიძლია ამ ეტაპზე, ახლა კი დროა ენტერზე დორბლის ღვრას შევეშვა და ბალიშზე მოვტავსდე (ნუ არა მთლიანად რა ტქმა უნდა ვერ დავეტევი მხოლოდ თავის დადებას ვგეგმავ)


ამ სულ ახლახანს გავარკვიე აი ეს იყო მარშრუტი :) - კაკაბეთი-ჭერემი-კაჭრეთი-პატარძეული-ჟატი-ხაშმი

Wednesday, August 27, 2008

ლაგოდეხი - გურგენას ჩანჩქერი და საკოცნე ადგილების ძებნა



მოკლედ სად და როგორ დაიწყო ეს გასვლა არ მახსოვს , მგონი ზვიომ სადღაც დაწერა , მაომ ნახა და მოკლედ როგორც იყო....

23 აგვისტოს დილით 10 საათზე შევგროვდით მეტრო ისანთან (შევგროვდით რა სულ 4 კაცი - მე , მაო ანუ დედაჩემი, ზვიო და აცაბაცა ანუ გიო). ხოდა ნუ ჩავეყარენით სამარშრუტო ტაქსში და დავიძარით. დავიძარით ლაგოდეხისაკენ უნდა გვენახა გურგენიანის ხეობაში არსებული დიდი ჩანჩქერი.

მთელი გზა ღია ფანჯარასთან ვიჯექი, მანქანა სასწაულად მიქროდა და ქარი ისე მეტყლაშუნებოდა სახეზე , რომ როდესაც გავჩერდით და ჩამოვედი ასე მეგონა სახეზე პერგამენტი მქონდა და საცაა ჩამომეშლებოდა.

ნუ 2 საათი მგზავრობის შემდეგ მივედით ლაგოდეხში მესტნი ბირჟაზე თუ ცენტრში თუ მოკლედ სადაც მარშუტკები მიდიან იქ. გადმოვბარგდით და დავაბირჟავეთ. ყველამ მორიგეობით გავირსვეთ პირში ისგარეტი და ხარბად დავიკუპრეთ ფილტვები. ამ დროს კი იქვე მდგომმა კახელმა ტაქსისტებმა დაიწყეს გამოკითხვა და რჩევების მოცემა. ნუ მოკლედ აღმოჩნდა რომ ჩვენ გამოვცდით იმ ადგილს საიდანაც ამ მომენტიდან გურგენას ჩანჩქერის ხეობა იწყებოდა (ნუ სინამდვილეში გურგენიანის ხეობა ქვია მარა ძალიან გრძელია ეგ სახელი და თანაც მე გურგენას ჩანჩქერი უფრო საინტერესოდ მეჩვენება) და უნდა უკან

დავბრუნებულიყავით. ხოდა მოკლედ ამ შენმა კეთილმა ტაქსისტებმა გვახარეს იქამდე ასე 12 კილომეტრი იქნებაო :) იქამდე რა ადგილ საფუტკრეებამდე სადაც იწყება ხეობა.

ბევრი სჯა ბაასის შემდგომ მერსედესის მარკის ტაქსში ჩავბარგდით (ტაქვს ცალხელა მძღოლი მართავდა მარა კაი იუმორის პატრონი კი იყო , ჰო ეგეცაა აბა კახეთში სხვანაირად როგორ) და გავბრუნდით უკან საფუტკრეებისაკენ.


ხეობა ძალიან ბინძურად იწყებოდა რადგან ადგილობრივების კურორტი გახლდათ და დილიდან საღამომდე ოჯახობებ- მეგობრობით იქ ჭყუმპალაოდნენ.

დავიძარით , ავდიოდით ხან ნელა ხანაც ჩქარა. გზა და გზა ვისვენებდით ვიყურებოდით ხან მარცხნივ, ხანაც მარჯვნივ.
ერთ ერთ მოსწორებულ ადგილას ვიპოვეთ ლიანები, მაოში უცებ იფეთქა ტარზანის გენმა და სცადა ჩამოკონწიალება მაგრამ ლიანა მუხანათურად მაღლა აღმოჩნდა და მაოს რამოდენიმე მცდელობაც კი არ აღმოჩნდა საკმარისო რომ მას მისწვდომოდა (თჲმცა მაო სხცვაგან მაინც ცდის ბედს მაგრამ ეგ მერე). ძალიან ლამაზი ადგილი იყო, საკოცნე და საკარვე ადგილებიც ბლომად იყო მაგრამ ერთიმინუსი ჰქონდა მდინარე საკმაოდ დაბლა და მოშორებით მოედინებოდა ამ ადგილიდან.

გზა გავაგრძელეთ, ნელა ნელა ნიადაგი იცვლებოდა და ლოდების ხროვებუ სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდებოდა. გზის ცვალებადობასთან ერთად ზურგჩანთებიც მძიმდებოდა და მძიმდებოდა (ნუ ჩემი რომ ნამდვილად ახერხებდა მაგას ვიცი) . ადგილ ადგილ მდინარის კალაპოტშიც გვიწევდა სიარული , არადა რა ძნელია მდინარეს გაზაფხულობით უამრავი ლოდები ხეები და ათასი საძაგლობები ჩამოაქვს (საიდან ღმერთმა უწყის) და ყველაფერს ერთად აქუჩებს შენ კი ამ ყველაფერზე გზა უნდა გაიკვლიო.



მოკლედ სადღაც შუა გზაში უკვე საკამოდ დასიცხულ დაღლილებმა (ჩემს გარდა სამმა) შენიშნეს დაგუბებული წყალი და კიდევ მოკლედ ადგილი სადაც მდინარე საჭყუმპალაოდ იყო გამზადებული. ბევრი არ გვიფიქრია ჭამაც მოვიმიზეზეთ და ზვიო, გიო და მაო კისრისტეხით დაეშვნენ მაღლობიდან. მე ვინაიდან წყლის დიდი მოყვარული არ გახლავართ დავრჩი კლდეზე და იქიდან ვადევნებდი თვალყურს დროდადრო კი ზვიოს აპარატით ვპაპარაცობდი.
როდესაც მზე გადავიდა და სასტავმაც გული იჯერა ჭყუმპალაობით ყველანი კლდეზე მოვთავსდით და გემრიელად მივირთვით მდნარი ყვლიანი პურები, მონადირის ძეხვი და მდოგვი.





შემდეგ უკვე მორჩენილი გზის სწრაფად გავლა უნდა მოგვესწრო რადგან მზე გადადიოდა და ხეობაში სწრაფად ბნელდება, ჩვენ კი საკოცნე ადგილი და ბანაკის დასაცემიც კი არ ვიცოდით სად იქნებოდა.

გზაში ჩემი ბებერი სალომონის ბატინკებმა სული დალიეს. აი ერთ ერთს ძირი გასძვრა და დავტოვე გზაში იმ იმედით რომ უკანა გზაზე დამხვდებოდნენ იქვე და ნაგვისყუთამდე პატივით მივაცილებდი.


ამის შემდეგ ფართხა ფურთხით სიარულისას ერთ ადგილზე მაომ დახმარების მიზნით მისი ჯოხი გამომიწოდა რომ ქვაზე ასვლაში დამხმარებოდა, მერე კი უცებ ბნედა დაემართა და ჯოხი ისე მოქაჩა თეთრი ალამივით გამოვეკიდე ამ ჯოხს, ჩანთამ გადამქაჩა და დავეცი, მუხლებს დავასკდი, ტერფი ქვას წამოვარტყი და ჩამოვიხოკე. მოკლედ მერე მაო იდგა და კვდებოდა სიცილით მე კი სიმწრის ცრემლები მომდიოდა.


ასე იყო თუ ისე გზა გავაგრძელეთ და უსაზიზღრესად დაღლილებმა , საძაგელი გზით ჩანჩქერამდე ავაღწიეთ. არა არა, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვა მე ჩანჩქერამდე 10 მეტრში გავჭედე და ადგილიდან არ დავძრულვარ, მხოლოდ ჩანჩქერის სათავე დავინახე და ეგ იყო და ეგ. ისა თურმე ჩანჩქერთან კაი გვარიანი საღორე კი ყოფილა, ადგილობრივი მოსახლეობა იქ საკლავის ნარჩენებს , საზამთროებს, პარკებს და მოკლედ მთელს ”ატხოდებს” ტოვებს და ისე ჩამოდის უკან.

მოკლედ რამოდენიმე წუთიან სჯა ბაასის მერე დავიწყეთ უკან დაბრუნება იმიტომ რომ ჩანჩქერთან საბანაკო ადგილის ნასახიც კი არ იყო. კიდევ კარგი რომ ჩვენი შეგულებული ადგილი საკმაოდ კარგი აღმოჩნდა და საკოცნეც იყო საკარვეც და ყველაფერიც ერთად.

მოკლედ დავეყარენით , გავბანაკდით და გიომ და ზვიომ კოცონიც გააჩაღეს. ისე გიო მთელი გზა მდინარსი წყლის უსუფთაობაზე მოსთქვამდა მაგრაამ წყურვილი ოხერია , საღამოს მმიწურულს გემრიელად ყლურცვადა მდინარის ცყალს და ისე რომ აღარც ამოწმებდა შიგნით დაცურავდა უცხო სხეულები თუ არა :)

მოკლედ დავეყარენით და ზვიომ პირველ 4 სორდელს წერა მოუყვანა, ადგილობრივ შამფურებზე წამოაგო და თან იმას იძახდა ასე მგონია ცოცხალი გოჭია და ტრაკში შამფურს ვუყრიო.

ერთი ყლურწი სასმლის (არაყი + წუენი რომელიც ბიჭებმა მოიმარაგეს) შემდეგ ყველას ძილქუში დაგვეცა მაგრამ ადგილიდან არ ვიძვროდით(ადგილიდან რა ბიჭები ისეც გარეთ აპირებდნენ ძილს და ჩემი და მაოს კარავი კი იქვე ყიალობდა სადღაც). ჩვენს ძილქუშთან ერთად კოცონიც ნელა ნელა ქრებოდა, ეს კი სარფიანი საქმე ვერ ვიყო ,ამიტომ გიო მის უკან არსებულ შეშის საწყოსბ ფეხს გაჰკრავდა და ამორჩეულ შეშას ცეცხლში გულმოდგინედ აწყობდა.

შემდეგ მაომ ფრიად ინტიმურ ინტრიგული თემა შემოაგდო და ამაზე ატყდა გაიცი გამატარე, მაგრამ მერე მაომ გადაწყვიტა რომ ქალი არ უნდა იყოს მთლად, ხოდა დაანება უცნაუირ თემებს თავი. მაგის მერე ვითამაშეთ ასოციაციობანა (აი ის რა რაღაცეებს რომ უნდა მიამსგავსო ჩაფიქრებული პერსონა) ხოდა მიუხედავად იმისა რომ 4ნი ვიყავით ფრიად სახალისო იყო.

ნუ მოკლედ სარდელ გაყეყილები 1 საათზე გავძილქუშდით მაინც საბოლოოდ და დილამდე (არა შეიძლება ითქვას შუა დღემდე გვეძინა ) .


მეორე დღეს იდეაში 1 საათზე უკვე ბანაკ ალაგებულები გზაზე უნდა ვმდგარიყავით მარა ისე გემრიელად ვეყარეთ და ვბუჯაროდბით რომ ალაგება 2საათამდე გადაიდო და უკანა გზაზე საჭყუმპალო ადგილას იმაზე გვიან მივედით ვიდრე დაგეგმილი იყო.



მზე თითქმის გადასულა დაგვიხვდა და ამიტომ სასტავს დიდად არ გაუსწორდა წყალში გომორაობა და მალევე ამოკუსკუსდნენ გასაშრობად , თუმცა აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო...


უცებ მაოში ველურ წინაპართა სულმა იმძლავრა და ჯერ თევზების ჯოხის ტიკებით დაჭერა განიზრახა , მერე გვიმრის ფოთლებით შეიიმოსა ბოლოს კი ლიანებზეც დაკონწიალდა.
აი ასე ჩაიარა ჩვენმა გურგენას მოგზაურობამ....




ფრიად კარგი იყო განსაკუთჱრებით უკანა გზაზე ტაქსში იმდენი ილაპარაკეს მაომ და ზვიომ ლეღვზე საზამთროზე და რავიც 1000 უბედურობაზე , რომ ტაქსის მძღოლს გული აუჩუყდა სახლში შეგვიპატიჯა და ლეღვი ატაკა მათ :)


მოკლედ ასე....



რეპორტაჟში წარმოდგენილი ფოტოები გვეკუთვნის ზვიოს და მე

Monday, August 25, 2008

პარადოქსი- რომანტიული ზღაპარი რომელიც მომეწონა

В ожидании чуда




 










ესეიგი უჩვეულოდ

სასაცილო ისტორიაა,
ყველაზე მაგარი კი მთავარი

გმირის მეგობარი არსებაა :))

ყველაზე მეტად კი
ის მომენტი მომწონს , სადაც
მისი პროფესიის
დამადასტურებელ
მოწმობას ანახებს და ეკითხება ”ხომ ვგავარ”?







ეს რამოდენიმე კადრი:









ესეც ტრეილერები:









ოღონდ ბლინ ვერსად ვნახე გადმოსაწერად ან თუნდაც მთლიანად საყურებლად ფილმი :(

Thursday, August 21, 2008

ფენომენტალური არსებობა

მგონი ადამიანების დიდ ნაწილს ან სიდებილე თანდაყოლილი აქვს ან ბუნებრივი პირობების შედეგად მძიმე ფორმებში შეძენილი.


აი მაგალითად ვუყურებ ტელევიზორს, დედაჩემის გადამკიდე (თითქოს ბებია არ მეყოფოდა
მთელი ცხოვრება და) დილას , შუადღეს , საღამოს და კიდევ 1000 შუალედში ვაკვირრდები რას ამბობენ მოამბე - კურიერები და აი პარადოქსი (თუ შეიძლება ამას პარადოქსი ვუწოდოთ თუ მივანიჭოთ ეს წოდება) ყველა არხიდან , ყველა პროგრამიდან ისმის მთელი ევროპის და ამერიკის მოწოდება "გაიყვანეთ რუსებო ჯარი, დატოვეთ საქართველო" და რა იმეორებენ და იმეორებენ და იმეორებენ და ასე გაფუჭებული პატეფონივით.... და რა???



არც არაფერი არ ხდება ყველა მოუწოდებს მაღალფარდოვანი მოწოდებებით და მოწიწებით რუსეთს... უწოდონ და იყვნენ ჯამრთელად. ნუთუ თვითონ ვერ ხედავენ რომ ლაპარაკი ლაპარაკად რჩება, მოწოდება მოწოდებად ხმება....



ახლა მეორე მომენტი, ეს ქართველები (აკა ჩვენ პატრიოტები) ვუსმენთ , ვუსმენთ , ვუსმენთ.... და ყველაზე კაიფია გვჯერა. ნუ არა მესმის ის მომენტიც რომ სხვა რა დაგვრჩენია აბა, მააგრამ რატომ არ ვართ ცოტა ჭკუა გაქანებულები. აი მაკვირვებს ის მომენტი რომ ვერც ერთ ოკუპირებულ სოფელში , იქ სადაც რუსები მარადიორობდნენ და იპარავდნენ პადრიად ყველაფერს, მაღაზიებში არსებულ არაყში მაინც სხვა პროდუქტში თუ არა შპრიცით ჩაეშვათ შაბი, ვირთხის წამალი, ნუ რამე ბლინ ერთ პოლკს მაინც ხომ მივხოცავდით?? არა მესმის კი მასე მარტივი ხო არაა, მაგრამ როგორ არაა, სოფელში სადაც 5 კაცი მაინცაა დარჩენილი როგორ ვერ უნდა მოხერხდეს ეგეთი ჩათლახობის ორგანიზება?



მოკლედ ეტყობა ძალიან ღვთის მოშიში ტიპები ვართ, მაგრამ ღმერთმა ხომ მოგცა ხელი,ჭკუა და
შხამი გამოიყენე ბლინ მათი ნაერთი რა.... ახლა ამ ფრაზის მერე ვიღაც გაიფიქრებს "ყველას მიეზღვევა თავისი, დაუსჯელი არავინ დარჩებაო....... თუნდაც ჯოჯოხეთში(თუ ის არსებობს) მოხვდე კაცი, სხვების სიცოცხლე მაინც გადაარჩინე ამ დამპალი რუსებისაგან.... მოკლედ არ მესმის მე ბევრი რამე რა, მიუხედავად იმისა რომ ვითვალისწინებ ნუ სარწმუნოების ძირითად ასპექტებს, ჩემთვის მაინც მიუღებელია ცხვრად ცხოვრება და თავის დახრა..... იმისათვის რომ რაღაც მოხდეს ხელი უნდა გააქანო (ანეკდოტში რომაა, ღმერთო მიშველეო და გააქანე ხელი და გიშველიო). მოკლედ ასე მე მაპატიეთ რა.....

Tuesday, August 19, 2008

ესთეტიურობის მსხვერპლები

ორი დღის წინ გახლდით საპარიკმახეროში (თბილისში ცნობილია ასეთი დაწესებულება, როგორც სილამაზის სალონი), ხოდა უსაქმურობის ჟამს მომაფიქრდა, არა არა უცებ დამკრა თავში შემექმნა იმ ქმედებების და სიტუაციების ნუსხა (ბლინ ეს ზექართული სიტყვები პირდაპირ დევს ჩემში რა) როდესაც ფრიად ლამაზი და მიმზიდველი მანდილოსანიც კი ძაალიან არაესთეტიურად გამოიყურება.
ნუ აი დავიწყებ ჩამოთვლას და იმედია ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშეც არ იქნება რთული ამ ყველაფრის წარმოდგენა(თუმცა არა ასეთი რაღაცეების წარმოდგენა განსაკუთრებით მამრებისათვის იქნება რთული, მაგრამ ძერჟიწეს):

1)ეს არის შემთხვევა ზუსტად სალონში , როდესაც მანდილოსნები უცნაურად შეტხიპნილი თავებით(უცნაური ფერის კრემით გაზიპინებული თავები, ყურები დაშუბლი, არც ისე კაი სანახავია) სხედან და ძალიან დაკვირევბულები კითხულობენ ყველა სტატიას ყვითელ პრესაში.
2) ეს არის შემთხვევა როდესაქ ქალები კოსმეტოლოგთან მოჭყანული სახეებით სხედან და წარბების ამოპუტვის უდეგენარტულეს პროცედურას თვალებ დაყვლეპილები იტანენ.
3)წარმოიდგინეთ ქალი , არა არა ,არ წარმოიდგინოთ უბრალოდ არც ცადოთ ქალი რომელიც ებრძვის თმის საფარს საკუთარ სხეულზე ნამგლით , უროთი და ყველა ხელთ არსებული საშუალებით :)
4)მმ ეს შემთხვევა ყველაზე ბუნებრივი მოვლენაა და ფეკალიებისაგან განთავისუფლებას მოიცავს ( მორჩა ამ პუნქტში მეტს არაფერს ჩავწერ )
5) შემდეგი პუნქტი მოიცავს დანტისტთან ვიზიტს. ნუ მამენტ აქ შეიძლება დავძინოთ რომ პირდაფჩენილი კაციც არაა კაი სანახავი , მაგრამ ნუ ბამბებითა და უცნაური ხელსაწყოებით პირგავსებული ქალის ნახვა ეს რაღაც სასწაულია .


ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველა ამაზრზენი პროცედურისა, რომლის დროსაც შეიძლება ადამიანი დაინახო და მმმ... გულისრევის შეგრძნებამ კარგა ხანი არ გადტოვოს. ნუ კაი, კაი მთლად გულის რევამ შეიძლება არა, მაგრამ რაღაც არასასიამოვნო გრძნობა აუცილებლად თავს შეგახსენებს.
ნუ მოკლედ ეს ჩემი მორიგი "აზარენიე" იყო აღბეჭდიილი ბლოგზედ.

Friday, August 15, 2008

"მოგონებების ხალიჩა"

ნესტის და ძველი შპალერის სუნი, ჭრაჭუნა პარკეტი რომლელიც გახშირებული სუნთქვის რითმში ჭრიალებს, გაქონილი ფარდები ,რომლებიც აგერ უკვე იმდენი წელია ასე კიდია თვლაც ამერია,ოთახში მოფანტული ნივთები რომელთა ასაკის და გამოშვების თარიღის დასახელება შეუძლებელია, მშიერი კატის კნავილი რომელიც სულ ისმის, ლანგარზე აკოკოლავებული უცნაური შემადგენლობის და წარმომავლობის, უფორმო ნამცხვრები, ლამბაქზე დაპირქვავებული თურქული ყავა, რომლის ნალექიც მიწისქვეშა ქანებს უტოლდება სიმკვრივით.....


ასეთი იყო ეს სახლი, უფრო სწორედ ბინა რომელიც ქალაქის ცენტრში ლამაზ
ქუჩაზე პატარა სამუზეომო ექსპონატივით იდგა. ნუ სახლი იდგათქო რომ ვთქვი გავაზვიადე უფრო კონწიალობდა საძირკველზე. შემოდგომობით, როდესაც ქარი მძლავრდება ქალაქში სახლი დიდ სარწეველა სკამს უფრო გავს, რიტმულად გადაქანდება ხან ერთ ხან მეორემხარეს და გულისგანმგმირავად ღრჭიალებს....


მოკლედ მე ვიყავი ამ სარწეველა სახლის ყველაზე მაღალ სართულზე, სართულზე საიდანაც მგონი მხოლოდ სიმშვიდე ჩანს, სახლის ეს ფანჯარა იყურება ქალაქის დაუსახლებელი ნაწილისაკენ, იქით საითაც არაფერი არ ხდება , არავინ არ დადის და ისეთივე წარმოუდგენელი არეულობაა როგორ იმ ოთახში სადაც ახლა მე ვდგევარ. დიახ, დიახ ვდგევარ იმიტომ რომ ამ ოთახში დაჯდომა წარმოუდგენელია, მინიმუმ კატის ფეკალიები ხოლო მაქსიმუმ რაღაც წარმუდგენელი მხოლოდ აფრიკის სამხრეთ ნაწილში რომაა მოდებული ისეთი მალარია აიკიდო.

ამ სახლის გასაღები ძალიან დიდი ხანია მაქვს.... იმდენი ხანია მაქვს რომ გაცვდა ჩანთაში უმოქმედოდ გდებისაგან.... გასაღები დავიმსახურე ჩემი ნიჭის წყალობით, იმ ნიჭის რომელიც ადამიანების მოსმენას ითვალისწინებს..... ამ სახლის პატრონს კი ძალიან სჭირდებოდა ასეთი ადამიანი, ის ყოველთვის შუშის თვალებითა და არაფრისმთქმელი სახით მხვდებოდა, მარამ როგორც კი ფეხს გადმოვდგამდი ზღურბლზე იმ წუტას მომახარებდა რომ ახალი ისტორია ან საფიქრალლი აქვს და აუცილებლად უნდა გამანდოს....


მას მერე 7 წელი გავიდა, მას მერე რაც მე საკუთარი იდეალების და მიზენების
დევნამ ძალიან შორს გადამაგდო, შეილება ითქვას დედამიწის მეორე მხარეს.... მას მერე რაც ფეხი სხვა მიწაზე დავდგი ამ სახლის პატრონზე არაფერი გამიგია, ან როგორ გავიგებდი როდესაც მის სახლში არა თუ კომპიუტერი ან ტელეფონი, რადიოც კი არ არსებობდა....

სხვა ქვეყანაში , დედამიწის მეორე მხარეს , მიუხედავად ჩემი მისდამი სიყვარულისა დრო ვერ გამოვნახე რომ მეფიქრა მასზე... მე ხომ ძალიან გრანდიოზული მიზნები მქონდა, მინდოდა შემექმნა და მომეხდინა სასწაული, მინდოდა დავეფასებინე ყველას .... და ყველაზე ცუდი რაც არის ვისაც ძალიან ვჭირდებოდი მისი დაფასება დამავიწყდა , მე თვითონ , თავიდან ამოვიგდე თუ ამომვარდა, დავივიწყე თუ დამავიწყა....



სახლში საშინელი სუნი იდგა , ფანჯრის გამოღების მცდელობამ უშდეგოდ ჩაიარა, ფანჯრის გაღება რაიმე დიდი მთის დაძვრის ტოლფასი იყო. გადავწყვიტე სარკმელი მაინც გამეღო, სულ ტყუილად ჩარჩო ხელში შემრჩა ხოლო შუშა ზრიალით გაუჩინარდა სადღაც გარეთ....


სარწეველა სკამზე ჩამოჯდომა მეტ - ნაკლებად შესაძლებელი აღმოჩნდა უბრალოდ იქიდან ჩამოვყარე მთელი გარდერობი რომელიც იყო დახვავებული და დავაფრთხე მთელი ბრიგადა ობობები რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ ტერიტორია.... მმმ... მოგონებებმა გაიღვიძეს და დამიარეს მთელ ტანში... ვუყურებ ახლა დიდ ტახტს, რა საინტერესო იყო, მახსენდება ნიუები , გადაღებული ზამთრის ბნელ საღამოს ... გლინტვეინის ლაქა დღემდე ეტყობა გადასაფარებელს.... ოხ რამდენი ვიჩხუბეთ.. როგორ არ შერცხვა როდესაც მე დამაბრალა მისი დაღვრა , აუტანელი.... მართლაც და რა აუტანელი ხასიათი ჰქონდა, ბოღმა ბუზღუნა და საძაგელი იუმორის პატრონს საერთოდ როგორ ვუგებდი ნეტა....


დედამიწის მეორე მხარეს სადაც ვცხოვრობდი , იქვე ახლოს მუსკალური
ინსტრუმენტებისა და ყველანაირი მუსიკასთან დაკავშირებული ნივთების მაღაზია იყო გახსნილი... პირველად მაშინ გამახსენდა აქ რომ დავტოვე ვიღაც ვისაც ესმოდა და იცოდა, აღმერთებდა და ქმნიდა მუსიკას.... მუსიკას რომელიც მე ყოველთვის რაღაც ზეციური ნიჭის წყალობა მეგონა.... მაღაზიაში ისეთივე სუნი იდგა როგორიც მის საქსოფონს ჰქონდა სულ.... არადა ეს სუნი სულ საქსაფონის სიძველისა მეგონა.... ვიგონებდი და ხშირად შევდიოდი, შევდიოდი და ვიდექი....


ქარმა რომელიც უკვე ჩამტვრეული სარკმლიდან უბერავდა ფოტოების შესანახი სკივრი თუ ყუთი თუ მოკლედ რაღაც შესანახი გადმოაგდო.... ფოტოები ბინძურ იატაკზე ხალიჩასავით მოეფინა მე კი გული გამისკდა... ოჰ როგორ მეზარება ამ ყველაფრის ალაგება... ისე ალაგება მასაც არ იუყვარდა და იქნება მოსწონებოდა კიდეც ასეთი "მოგონებების ხალიჩა" იატაკზე.... აუ აი სად ყოფილან ჩვენი ფოტო სესიის ნაშიერები.... ღმერთმანი რა სისატიკე გამოგვსვლია, არადა მოგვწონდა... ნეტა რა მოგვწონდა გამახსენა და მეტი ალბათ არაფერი მინდა....





ალბათ გავაგრძელებ როგორმე ამ ჩანაწერს ახლა კი ძალიან მეჩქარება , დრო არ მაძლევს გასაქანს და უკიდეგანოდ სწრაფად მირბის... ოხ ნეტა დამაჭერინა ჭკუას ვასწავლიდი....

12 ნოემბერი

Thursday, August 14, 2008

სხვისი ნაცნობის მისეული ისტორიის ჩემი ვარიანტი

საღამო მშვიდად დავიწყეთ , ნუ ვერ ვიტყვი გიჟურად გავაგრძელეთთქო და მაინც...
შუადღის დაძაბულობის მერე , ნერვებმა მიმტყუნეს და ჩემი ორგანიზმის საშუალო
ტემპერატურამ 38.0 მდე აიწია. მთელი საღამო ვოცნებობდი ახალ თავზე რომელიც არ
მეტკინებოდა, მაგრამ ეგ იქით იყოს....


სოლოლაკის ერთ ძველ სახლში, სადაც ყველა კიბე და იატაკის ცალფიცარი ჭრიალებს მშვიდად ვისხედით ორნი , შემდეგ სამნი....
მესამე - ის ვისაც სტუმარი ერქვა (თუმცა ეს სტუმრის კონცეფცია და აზრი ფრიად ესეიგი
ბუნდოვანია და მაინც მგონია, რომ დისციპლინისათვისაა გამოგონილი) ვისხედით და ვკითხულობდით...


...არა ვიტყუები , სტუმარი კითხულობდა . ხან გაღიმებული, ხან მოღუშული, ხანაც ისეთს მიაყრიდა ყურები ზამბარებივით მეჭიმებოდა (მიუხედევად იმისა, რომ ძალიან ნაცნობი იყო ის რასაც კითხულობდა).
ხოდა თავიდან სიტუაცია რაღაცნაირი იყო , სველი, ნესტიანი ბურუსივით, მერე ნელა ნელა გადაიფანტა და მშვიდი ატმოსფერო სასიამოვნოდ გვალბობდა.
სასმელი - საუკეთესო საშუალებაა ენის გასახურებლად, არა უფრო სწორად მინდოდა მეთქვა რომ საუკეთესო საშუალებაა იმდენად მოსადუნებლად, რომ თავისუფლებამ შენში ფეხი მოიკიდოს , მყარად განლაგდეს და მოქმედებაშიც მოვიდეს.

სასმელს თურმე საღამოს მიწურულისკენ ყავაც უხდება, უხდება ყავა მოხდენილ ჭიქაში. ( რა დებილური სიტყვაა მოხდენილი, მარა სხვა ვერ გავიხსენე) ააიი საღამოს ზუსტად ამ მომენტმა მიბიძგა, არა კი არადა შთამაგონა ეს დამეწერა. საღამოს მასპინძელმა მანდილოსანმა გადაწყვიტა, სტუმრისათვის ყავის ჭიქაში ჩაეხედა. როგორც კი 2 ჭიქა ყავა შთანთქმულ და გადაქანებულ გადმოქანებული იქნა, დავიწყეთ მოთმინებით ლოდინი, როდის ჩამოიწურებოდა ყველანაირი ზედმეტი ინფორმაცია ყავის ნალექთან ერთად ლამბაქზე.

როგორც იქნა ეს დრო კურიოზების მოყოლასა და ფოტოების დათვალიერებაში გავიდა და დაიწყო... მასპინძელმა მანდილოსანმა მოახდინა მთელი მისი ვიზუალური
აღქმისა და ფანტაზიის შესაძლებლობების მობილიზება (აქვე არ დაგავიწყდეთ რომ მას არც მისი ცოდნების გამოყენება დავიწყებია, რა ცოდნების და ცოტა მერე გეტყვით) და დაიწყო ჭიქაში ჭვრიტინი. ო, რა შთაგონებული სახე ჰქონდა , ხან დაჭუტავდა თვალებს , ხან დაყვლეპდა....
მერე ჭიქის პატრონსა და მასში არსებული ყავის შთანმთქმელს გახედავდა და აი, არის - დააბრეხვებდა რაღაც ჭეშმარიტებას , ხან ჭიქის "წარსულის" ხანაც "მომავლის" მხრიდან.....


ნუ ეს ყველაფერი ძალიან სასაცილო იყო, მაგრამ ჭიქის პატრონზე აშკარად კარგად (არა უფრო სწორია სასაცილოდ იმოქმედა იმიტომ რომ ახლა დავიწყებს ყავაზე მკითხაობის არსის ჩემეულ ინტერპრეტაციას) იმოქმედა.
აქ მინდა გაგანდოთ ჩემი მოსაზრება ყავაზე მკითხაობასთან თუ მასში ჩახედვასთან დაკავშირებით.
ძალიან ადვილილია ჩაუხედო ადამიანს ყავაში რამოდენიმე მიზეზის გამო :
1) თუ შენ მასზე რაიმე მწირი ინფო, სულ მინიმალური ცოდნა მაინც გაგაჩნია - ეს იმიტომ რომ იცი რა, მასზე რაღაც დეტალები ,ისეთი რომელიც მას თვითონ სადღაც ადრე აქვს ნახსენები, არადა როგორც ყველას ეგეთი დეტალები არ ამახსოვრდება ძალიან ადვილია დაინტრიგება.
2) თუ გაქვს ცოცხალი და მოქმედი ინტუიცია - ანუ გამოდიხარ რა ზემოთ ნახსენები ცოდნებიდან მერე უკვე 1000 სისულელის გარტყმა ძალიან ადვილი ხდება.თან ისე გარტყმა რომ შეიძლება თვითონაც დაიჯერო, ახედავ რა "მსხვერპლის" სახეს...
3) თუ საკმაოდ კარგად გაქვს განვითარებული მიმსგავსების უნარი - ეს იმისათვის რომ ურწმუნო მსხვერპლს ჭიქაში ჩააჭყიტო და უთხრა " აგერ იქ ვერ ხედავ ცხვირი , პირი და რქები რომ ხატია ? ეგ სატაანაა და ჩუპა-ჩუპსი მოაქვს შენთანო" .

მოკლედ ასეა თუ ისე დავძენ რომ (აუჰ რა მაღალფარდოვანი და აღმაფრთოვანებელი ჩანაწერი გამოდის) ყავაზე მკითხაობა это хорошый способ поиздеватся. Прыкалываясь над другими , можно хихикать над ихними реакциями.
ხოდა ასე საღამოს დანარჩენი ნაწილი ძილქუშ დაცემულებმა გავატარეთ, ვისხდით რა მოკრძალებულ ვერანდაზე.


ისე კიდევ ერთ დასკვნას გააკეთებდა კაცი, მაგრამ ასეთი დასკვნა ძალიან არაეთიკური და უზნეო იქნებოდა ჩემი მხრიდან ვითვალისწინებ იმას, რომ ისედაც ბევრი დავწერე.....

სულხან - საბას 7 ნომერში , ბაბაევების ბინაში შუქები ჩაქრა და მშვიდი სუნთქვის კორიენტელმა ბალიშს თავბრუ დაახვია.












Tuesday, August 12, 2008

тонувшый коробль...

не надо бежать так, как кысы с тонувшего коробля!!!



მმმ, გუშინდელი დღე, საღამო 10 საათი 15 წუთი, ტაქსის სალონი ძალიან მოუხერხებელია, ან მე ვარ ძალიან დაძაბული და რაღაც შიგნიდან მაწუხებს.

ვზივარ კარის სახელურს ჩაფრენილი და ვაკვირდები რა ხდება ქალაქში. სანამ საბურთალოდან კანცელარიამდე მიხვალ დიდი გზაა.


ქალაქში ხალხი ჩქარი ტემპით გადაადგილდება, მანქანებში აწყობს
წარმოუდგენელი ზომის ფუთებს, ჩანთებს და ჩემოდნებს. ბავშვებს ავზე ახურავენ ,ოხრად აცმევენ (არადა ზაფხულია, მაგრამ იქნება ციმბირში ახალი კურორტი გაგვიხსნეს... ჩვენ ხომ ეს უკვე გვეკუთვნის). მოკლედ მგონია, რომ ყველაზე კაი ვარიანტში ფილმში ვარ. მანქანები ჩვეულებრივზე უფრო ქაოტურად და დეგენერატულად მოძრაობენ.
ქალაქში ავტობუსები არ ჩანამ არადა არც ისე გვიანია, ხალხი აქტიურად ცდილობს ცარიელი ტაქსის პოვნას და ხელში ჩაგდებას....

ბენზინგასაამართ სადგურებთან რიგები 3-4 ან 5 მწკრივად დგას. ყველა იგინება, ყვირის . მიდი - მოვდივარ , გამატარე - გაიწიე მიდის. არა მე კი მესმის, რომ
ეიძლება ცოლი, შვილი, დედა მოარიდო ამ სტრესს , და გაურკვეველ სიტუაციას, მააგრამ როდესაც იძვრები აზერბაიჯანის და სასომხეთის ,ან კიდევ თურქეთის (ყველაზე ჭკვიანურ ვარიანტში) მიმართულებით და სულაც არ გეგმავ შენ თვითონ (მამრებზე მაქვს ნუ აქ ძირიადად საუბარი. კაკ ნე კაკ მაინც ძირითადი ძალაა) უკან დაბრუნებას ....
მ.....

არ ვიცი ალბათ აქ უნდა ეწეროს რაღაც, მაგრამ ვფიქრობ განსჯის უფლება და
საფუძველი არ მაქვს. მე ხომ არაფერი გამიკეთებია მათზე უკეთესი ან შედეგიანი გარდა იმისა, რომ არ გავიქეცი, ამიტომ გავჩუმდები....

როგორც იქნა მივედი კანცელარიამდე. სოლოლაკში ყველა - დიდი თუ პატარა ფეხზე იდგა და გარეთ იყო გამოფენილი. ერთ ადგილას ბავშვების პატარ გუნდიც იდგა ცაში თავ აწვდილი და ერთი მეორეს მიყოლებით კითხულობდნენ "აბა სად არიან? აბა სად არიან?"ო....

ბლინ გამიტყდა კი არადა გული შემეკუმშა რაღაცნაირად. ეს ხომ კანცელარიასთან
ძალიან ახლო ხდებოდა და ფაქტიურად საშიშროება ყველაზე დიდი მანდ იყო , აი ვინ უნდა წასული რეალურად მისი საცხოვრებელი ადგილიდან....


დედაჩემთან ავედი, თვალებზე ეტყობოდა მთლად მშვიდად არ იყო , მაგრამ ღიმილით მითხრა " მარუს არ ინერვიულო მე ძალიან მშვიდად ვარო".


უკანა გზაზე ისევ ისეთი ამბავი იყო ქალაქში , რაღაც მომენტში მესმის მე ყველასი
ვინც აიბარგა და წავიდა...

აქ ხომ შეიძლება მეორედ მოსვლა იყოს .....
რუსების მეორედ მოსვლა.... (თუ მე100დ არა )

და მაინც შიში ქართველებს მეტად და მეტად უჯდებათ სისხლში ......
__________________________________________________________


ბლინ აი ახლა სამსახურში (კოსტავაზე) გააზრიალა ფანჯრებს, მაგიდას , იატაკს....
ტფუ რა ყლე გრზნობა იყო და რა ბანძი ხმა!!!


თბილისის ზღვაზე ჩამოაგდეს ბომბიო :(( მახათას მთას დაარტყეს , უკვე მეორედ ...

Monday, August 11, 2008

შობ ვსე რასიანე კოტორიე ხაწიატ ვაინი ზდოხლი ბლინ!!!

შობ ვსე რასიანე კოტორიე ხაწიატ ვაინი ზდოხლი ბლინ!!! ქვეყანა შოკშია, ქვეყანა პანიკაშია და ყველა ომშია!!! აუ მართალია ნუ არ ვპანიკობ მაგრამ ცემს სიშმაგეს არ აქვს საზღვარი მგონი უკვე გადავიფიქრე ყველაფერი რაც მანამდე ვიფიქრე და უნდა ჩავება პარტიზანულ ომში!!! ტფუ ბლია როგორ უნდა მოვკლა..... მაგას ჯობია კამიკაძედ გამოვცხადდები და წავალ გვირაბში თავს ავიფეთქებ ან ავაფეთქებ, ხოწ შტოტა!!!! აუ ამ კადრების მერე სუნთქვა შემეკრა და კაი ხანი ტავბრუ მესვევოდა!!!



































































სამწუხაროდ ამ კადრების ავტორები არ ვიცი, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია ძალიან მაგრები არაიან!! ამის ნახვა და აღბეჭდვა ასეთ დროს ნუ სასწაულია!!





























































































აგერ თქვენ თვითონაც შეგიძიათ იხილოთ , მაგრამ გაფრთხილებთ თუ არ ხართ მორალურად მზად არ გახსნათ ეს გვერდი http://www.support-georgia.ge/gallery/