Thursday, July 31, 2008

ნათესაური კავშირები და გენოციდის იდეა

ზოგადად არ ვარ კაცთმოძულე, და საერთოდაც ვცდილობ არავინ მეზიზღებოდეს.

ამ ჩანაწერში ესეიგი, მინდა აღვნიშნო ის მომენტი თუ რა ფენომენია ნათესავები და როგორ ვანაწილებ მე მათ.
ვთვლი რომ ნათესავია მხოლოდ ის ვისაც მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ნახულობ, (და ეს მინიმალურ სიამოვნებას მაინც გგვრის) დანარჩენები ნუ აი რავიცი რა....

ხოდა მყავს ნათესავები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მიყვარს და მკიდია, მააგრამ ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ახალი სასტავი რომელიც პირდაპირ ნაპრაშივაეტსა რომ ჩავსვა კატეგორიაში "მეზიზღება" . აი ნუ ვიშორებ თავიდან ზრდილობიანად (რამდენადაც ეს ჩემს ხასიათშია) ვეუბნები, რომ არ მაინტერესებს, არ მინდა მკიდიაა, მაგრამ არა მათ ხომ უნდა მოგახვიონ თავზე მისი ზეჭეშმარიტი აზრი და დაგახრჩონ.


მიაღწიეს უკვე იმას, რომ დავიფრინე და მათთან ყველანაირი დუმილის უფლებას ვიყენებ დაჟე გამარჯობის დროსაც.


ნუ არ ვცემ პატივს ეგეთ ადამიანებს სულ რომ ჩემი ძმა ან დედაჩემი იყოს და მით უმეტეს ადამიანს რომელსაც ესოდენ გაუგებარი და არაფრისმთქმელი სტატუსი - ნათესავი აკერია.

ნუ მოკლედ მე მევასება მხოლოდ ძალიან ახლო გარემოცვა იმიტომ რომ მარტივად მე მათ უკეთ ვიცნობ ვიდრე ნათესავს რომელიც ალბათ მხოლოდ ჩემს ქორწილში მოვა, თვალს გაახარებს,ან ნუ ალბათ იმის გამო რომ მუქთა სმა ჭამა და გართობა ელის.

Sunday, July 27, 2008

გავათავე, როგორც იქნა

მოვრჩი რავარც იქნა ნოველას,♥ჩემი ნოველა, ან უნდა იყოს ნოველა რომელიც დავწერე ერთი წლის წინ და დავწერე როგორ :

მეძინა , ისევე როგორც ყველა პატიოსან თუ არა პატიოსან ადამიანს თუ არაადამიანს სძინავს ხოლმე...
შემდეგ უცებ ვიგრძენი ბიძგი, გამეღვიძა, წამოვხტი, მოვიძიე სასწრაფო წესით ფურცელი და პასტა და ჩავუუჯექი....

ვწერდი გაუჩერებლად, ვწერდი ერთ ამოსუნთქვაზე მანამდე სანამ... ბაც და გაქრა ...

აი ის რამაც გამაღვიძა და მაპოვნინა ყველა საჭირო ნივთი - გაქრა....

აორთქლდა ისე როგორც მოორთქლდა და ჩემი ნოველაც მას მერე გაჭედილია იმ ბედკრულ წინადადებაზე რომლეზეც თქვენთვითონ შეგიძილიათ იხილოთ....


არადა რა სასაცილოა მე არასოდეს ვყოფილვარ აფრიკაში

Friday, July 25, 2008

მამაჩემის ცოლები ანუ ახალი ცოლი უკვე გზაშია

მოკლედ მორჩა ჩემი გამოცდები , სწავლა და 1000 ბელებერდა, მაგრამ ახლა სულ სხვა რამეზე ვწერ....



ამჯერად მოგიყვებით კი არადა გაგანდობთ ჩემი მოლოდინის შესახებ ....

მამაჩემმა 3დღის წინ მახარა სიახლე - ახალი ცოლი მოჰყავს.

ჰაი დედასა უდარდელო ყმაწვილობავ, ისევ იწყება თავდავიწყება. ნუ ერთი პლიუსი მაინცაა არ ვიცი ვინაა და ამიტომ არც უარყოფითი არც დადებითი წარმოდგენა და შთაბეჭდილებები არ მაქვს , ვნახოთ თვითონ რას გაიჩალიჩებს.

ოდა მოკლედ ასე ერთი კი გავუღიმე და ვკითხე ”ვა მა კოლექციას აგროვებ”? აი მეტი ვეერაფერი ვერ მოვარხერხე ისე მოულოდნელად დამაცხრა ამ მტკივან თავზე ეს სიახლე, მარა ნიჩავო რა სულ ავად ხო არ ვიქნები : ))))

Friday, July 18, 2008

Wish List

♥ამ პოსტის ბიძგი და მუზა








მოკლედ ვიყავი რა Jenny-ს ბლოღზედ და ვნახე უკანასკნელი პოსტი, წამძლია მაუსმა და დავაკლიკე იქ არსებულ ლინკს....

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე , მაინც ვიპოვე ჩემი ოცნება , თანაც 2 ცალი ....

აი ისინიც.......








ეს რაღაც...................... ეს ფანტასტიკააა!!
მე ეს მინდა, მინდა მაშინათვე როგორც კი ხელფასის მეორე ნაწილს ავიღებ
(იქნება cosmo ბარათიც აღვადგინო) , რადგან პირველი უკვე დავხარჯე.



Wednesday, July 16, 2008

ქალად ყოფნის მუღამი და გემრიელად მოფსმის ბედნიერება

მოკლედ არაფერი ფილოსოფიური არ იქნება იმაში რასაც მე მომდევნო სტრიქონებზე დავწერ, უბრალოდ მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება და ჰაზრი თუ რატომაა ქალად ყოფნა განსაკუთრებული ბედნიერება.

ნუ მოგეხსენებათ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები ეს ისაა რასაც ვერც ერთი ადამიანი ვერ შეიკავებს , ვერ გადაეჩვევა და ვერ იტყვის უარს...


თქვენ წარმოდგნეთ მომენტი როდესაც უკიდეგანოდ გეფსიათ, გეფსიათ ისე თითქოს მთელი გრიგალი კატრინა თქვენშია ჩასახლებული, მიაღწვეთ უახლოეს ტუალეტამდე და აი აქ "იჩითება" მთავარი მუღამი:

  • კაცი მიდის უნიტაზთან დგება და ფსავს
  • ხოლო ქააალი - გემრიელად მოთავსდება უნიტაზეე და მაქსიმალურად მოდუნებული იღებს სიამოვნებას მოფსმისაგან!!!

ეს ხომ ფანტასტიურია, არ გჭირდება დაყუდება , საკუარი ფალოსის ჭერა სანამ დაიცლები, უბრალოდ მოკალათდები და ბედნიერად განთავისუფლდები შემაწუხებელი გრძნობისაგან, რომელსაც საბოლოოდ ულევი სიამოვნება მოაქვს!!!


მადლობა! ჩვენ ქალები ვიღებთ მაქსიმალურს (არა მარტო ცხოვრებისაგან) ...

Sunday, July 13, 2008

ქართულьი ქორწილы და კარაქიანი მაჩვი სუფრაზე


მოკლედ გუშინ ვიყავი რა ჩვეულებრივ საშუალო სტანდარტულ ქართულ ქორწილში, დავრწმუნდი კი არადა, ჩამოვაყალიბე ყველა ის ამაზრზენი ფაქტი თუ რატომ არ მევასება მე ქორწილები (ნუ ისეთი სახით როგორიც საქართველოში მიღებულია და სულ ტარდება)



პირველი რაც ყველაზე საშინლად მეჩვენება, არის სიძე- პატარძლის შემოსკუპება ღმერთმა იცის სად , ბევრ ფურფუშლებსა და ნუ რაღაც მარაზმში, სადაც წინ დიდი ტორტი დგას და ყველა მათ უყურებს პირდაფჩენილი.


მეორე ეს არის ტრადიციული თამადა და მისი არჩევა, სადღეგრძელოების თანმიმდევრობა და აღტაცებული შეძახილები აქეთ იქიდან.

მეზიზღება ისიც რომ ქორწილში უამრავი ხალხი ირევა, ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და არც მერე გაიცნობენ. ისე არათუ ერთმანეთს მგონი სიძე - პატარძალისთვისაც კი ბევრი მათი ნათესავი საააერთოდ ციდან მოვლენილს გავს.

ვერ ვიტან როდესაც ყველა ყვავი ჩხიკვის მამიდა არის ქირწილში და ეპოტინებიან სიძე - პატარძალს ტექსტებით ”ვაი შვილო , შვილო, ასე და ისე იყავით შვილო...” და მსგავსი ტექსტები.



ასევე სასწაულად ამაზრზენია რესტორნების შერჩევის კრიტერიუმები , მუსიკისა და საკვები მენიუს შემადგენლობა.
წარმოუდგეელია ჩემთვის რატომ უნდა გქონდეს ქორწილი ჩახუთულ რესტორანში, უგემოვნოდ გაწყობილ დარბაზში, სადაც სასწაულ ქართულ სიმღერებს მღერიან, რომელზეც შეიძლება ყურები ზედ მიგაჭკნეს და ამავდროულად სუფრას ავსებენ უცნაური და საძაგელი სუნის მფრქვეველი საკვებით.




მოკლედ ჩემთვის ეს ყველაფერი ესეიგი გამოცანად რჩება და საერთოდ ვერ ვხვდები ხალხს ქორწილი რა გონია, ან რისთვის აკეთებენ , ან საერთოდ რითი ფიქრობენ , გემოვნება სად დატოვეს და ბევრი სხვა კითხვა მაწუხებს, რაზეც ჯერ ჯერობით არ მაქვს პასუხი რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს ეს ჩემთვის.



ბედნიერად მენახეთ ყველანი თქვენს გემოვნებიან ქორწილებში

Friday, July 11, 2008

ლესბოსური სული , თითოეულ ჩვენგანშია.........

მაშ ასე რა ხდება....

ესეიგი ჩემი დაკვირვებების შედეგად ვაკეთებ დასკვნას - ყველა ქალში "ცხოვრობს" ლესბოსელი.

ახლა ვეცდები დავასაბუთო და ჩემი დაკვირვების შედეგები წარმოგიდგინოთ.

პირველი და რაც ყველაზე მთავარია, მდედრებს სიამოვნებთ ერთმანეთისათვის ზეინტიმური ინფორმაციის გაზიარება და ამისაგან წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებენ (მამაკაცებში ეს ან არ გვხვდება ან ძალიან მსუბუქად და ზერელედ გამოხატული).

მდედრებს სიამოვნებთ ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვა ეროტიულ ფორმებში - მაგალითად ყველაზე ისეთი თვალში რაც მეცა ამ ბოლოს - ყელში კოცნაა. ნუ არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ყელი საკმაოდ მგრძნობიარე და ჩემი სუბიექტური აზრით ინტიმური ნაწილია სხეულზე.

მდედრებს ახასიათებთ წარმოუდგენელი რაღაც (ეს როგორც მამრებისთვის ჩემთვისაც გაუგებარია მაგრამ ნუ) - საჭირო ოთახში კოლექტიური მსვლელობების მოწყობა. ერთის მხრივ შეიძლება ესაა მიზეზი გაუზიარო მეორე ადამიანს ემოციები და ბიჭი რომელიც იქ მოგეწონა და გინდა ეს აღნიშნო ,მეორეს მხრივ კი რატომ უნდა გსიამოვნებდეს ვიღაცის მოფსმის ჩხრიალის სმენა თუ არა "იზვაშენცული" სურვილები და ქვეცნობიერი მოთხოვნილებები .

დაქალები ერთად დარჩენის შემთხვევაში ძალიან ახლო ახლო (მიჯრით) წვანან საწოლზე და ფრიად სასიამოვნო განცდებიც ეუფლებათ, ნუ მომისმენია ფრაზაც რომ თავს მშვიდად ვგრძნობ, ან სასიამოვნო სითბო მავსებს ამ დროს ....


ავიღოთ ცეკვა. ნუ ხდება ხოლმე ზოგიერთ წვეულებაზე (ან და სულაც ყველაზე) როცა 2 გოგო ცეკვავს ერთმანეთთან , ამ ცეკვის დროს ისინი საკმაოზე მეტად ეროტიულ მოძრაობებსაც აკეთებენ და მოკლედ ძალიან გულისამაჩქარებლად ცეკვავენ , არადა ცოტა ხნის შემდეგ ნებისმიერ ბიჭთან ცეკვისას, რატომღაც იგივეს არ იმეორებენ ( ნუ აქ შეილება არგუმენტი იყოს ის, რომ ბიჭს ასე ეგონება, იმას იფიქრებს და ტრალალა, მაგრამ კაი რა მასე მაშინაც იფიქრებს თუ ფიქრი უნდა, როცა გოგოსთან ცეკვავს ეგრე გოგო).

შემდეგი პუნქტი - ისინი აღფრთოვანებაში მოდიანი მეგობრის სხეულზე ლამაზი ამობურცულობების დანხვაზე , ესეიგი ხდება ისეც რომ დიდი სიამოვნებით სინჯავენ " ნა ოშუპ" (აი რატომ არ ხდება ეგ კაცებში? ან რატომ არ არიან ისინი მეგობრის ფალოსებით აღფრთოვანებულები მაგალითად? : ) )

მოკლედ შეიძლება ყველა ამ ჩემს დაკვირვებას მოუძებნოთ რაღაც ახსნა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება , ხოლო ჩემს სიას ემატება და ემატება მარგალიტები , რომელთა ხშირი გამეორების შემთხვევაში მე ისევ აღვწერ მათ.


ჰოდა ეგრე, იცოდეთ ყველა ქალში, აი უკლებლივ ყველაში ცხოვრობს ლესბოსური სული.....

უბრალოდ ......

Thursday, July 03, 2008

საზოგადოებრივი ღიმილი და სოციალური ინტუიცია

რა მაგარი გრძნობაა როდესაც დერეფანში გაივლი და უბრალოდ შენობაში მომუშავე რიგით, საშუალო სტანდარტულ ადამიანი გაგიღიმებს, შენც იმითვე უპასუხებ და არა იმიტომ რომ ან ის ან შენ ამ ღიმილისაგან რაღაცას მოელით, უბრალოდ...

ღიმილი ღიმილია, განმმუხტავი, სასიამოვნო უშუალო....

ძალიან სასიამოვნოა გრძნობა, როდესაც ზოგადად უმიზეზო კეთილგანწყობისაგან გეუფლება....

სასიამოვნოა სასიამოვნო ადამიანური ურთიერთობები, მაშინ როდესაც ისინი უბრალოდ ურთიერთობებია - პრობლემის, ერთმანეთის განხილვის და სულელური შედარებების გარეშე.

საერთოდ მე ძალიან სოციალური პიროვნება ვარ და ამას არც ისე დიდი ხნის წინ მივხვდი....
მევასება საზოგადოება , არ აქვს მნიშვნელობა ნაცნობები თუ უცნობები ...
უბრალოდ მსიამოვნებს ხალხი , მათი რეაქციები ქცევები, საუბარი ერთმანეთთან ურთიერთობა....

ზოგადად რაღაც არის ამ ყველაფერში კი არადა აი ძალიან ბევრი რაღაცაა .....


ძალიან მაგარია როდესაც საკუთარ ინტუიციას და ადამიანის გამოცნობის უნარს ცდი... მაგარი აზარტულია საზოგადოებაზე დაკვირვება , არა დაკვირვება კი არა აი რაღაც რა.....