Thursday, May 22, 2008

>მოსაგონარი<

მშვიდ და სასიამოვნი გარემოში, სადაც მზე ჩვეულებრივ თბილად ანათებდა, სადაც ფოთლები ხალისიანად შრიალებდნენ, სადაც ხალხი ჩვეულებრივად ცდილობდა და არაფერი გამოსდიოდა, სიცოცხლის ხალისით აღსავსე იპყრობდი გულებს....

ყველაში განურჩევლად ასაკისა და სქესისა ტოვებდი სასიამოვნო შთაბეჭდილებას....
იყავი ჩვეულებრივად განსხვავებული....
მშვიდი განწყობა არ გტოვებდა, სიცოცხლის ხალისი შენი ცხოვრების წესი იყო, მანამდე სანამ....


სანამ ჩვეულებრივი მზე და ბედნიერი განწყობა უცნაურმა წყვდიადმა არ მოიცვა....

წყვდიადი რომელიც ყველა ჩვენთაგანისათვის უცნობია და შენც აღარ მოგეცემა საშუალება ის ჩვენ გაგვაცნო და მოგვიყვე როგორია....

ამ უცნაურმა წყვდიადმა მარტო შენთვის კი არ მოიცვა სამყარო , არამედ ყველასათვის ვისთვისაც შენ ერთხელ მაინც გაგიღიმია, ყველასთვის ვისაც კი ერთხელ ყავდი ნანახი, ყველასთვის ვისთვისაც შენ ძვირფასი იყავი.....

ეს წყვდიადი შენთვის ცივ მაგიდაზე გაგრძელდა, მის სიცივეს უკვე შენთვის მნიშვნელობა არც ჰქონია, მაგრამ მას მნიშვნელობა ჰქონდა იმ ადამიანებისათვის ვისთვისაც შენ სულ ცოტას მაინც ნიშნავდი.....

შენ წყვდიადში გაუჩინარდი, წახვედი იქ საიდანაც აღარ ბრუნდებიან, ამიტომ აქ დარჩენილები ვერ ინუგეშებენ თავს , მაგრამ აქვთ იმედი, ის იმედი რომელიც არ კვდება ადამიანის აზროვნების გაქრობამდე, რომ შენ კარგად ხარ იქ სადაც მოხვდი....

შენთვის წყვდიადი იქ დამთავრდება სადაც შენი საყვარელი ადამიანები მათ სულს და გულს მიწაში ჩაგატანენ და კუბოს ფიცარზე ცრემლით უდიდეს კვალს დატოვებენ....

შენ ახლა შორს ხარ სადღაც უკეთეს სამყაროში და დაე ღმერთმა აცხონოს შენი სული!!!

მშვიდობით იყავი!!!!

MEXXXის მოსაგონად!

Tuesday, May 20, 2008

გული მერევა

ვზივარ და ზიზღი მავსებს...
არადა არ მჩვევია ვინმეს ან რამეს მოძულება....
მე თვითონ არ მსიამობვნებს ეგ გრძნობა მაგრამ აი მაიძულებენ....

მიდი და ნუ შეგძჲლდება მოჩვენებითი პატიოსნება, არაარგუმენტირებული მოსაზრებები და ნასროლი ფრაზები, უსაფუძვლო ამბიცია, განდიდების მანია და უნიჭო ცინიზმი....


აი ეს ყველაფერი ჩემში იმდენი დაგროვდა რომ ალბათ ამომიტრიალდება ყველაფერი შიგნიდან და დიდ სველ და მყრალ ლაქად ვიქცევი ოთახში....

ლაქად რომელიც ყარს ყველაფერი ყალბის სიძულვილით, ლაქა რომელიც გმობს ყველაფერს რაც დაუსაბუთებელია, ლაქა რომელსაც ეზიზღება , გულით ეზიზრება სნობური გამოხტომები....

საერთოდ რა აუტანლები არიან ყველა ვინც თვლის რომ ხმის ამორების უფლება აქვს მიუხედავად იმისა რომ თითი თითზე არ დაუკრავს და არაფერი შეუქმნია.....

დავიჭერდი და დავხოცავდი მორიგეობით.... დავხოცავდი მათ საკუთარი თავის ყურებით, მანამ სანამ საკუთარი გამოსახულების დანახვაზე კრუნჩხვა არ დაეწყებოდათ და კანკალი არ აიტანდათ მერე კი ყველაზე მარტივად რუსული რულეკის პრინციპით დავხოცავდი ყველას......


გავერთობოდი მაინც და გამივლიდა ეს აგრესია, ისინი სხვებს მაინც გადარცენდნენ ჩემგან მოკლე ვადით მანამ სანამ ისევ თავზე არ გადაიჯვამდნენ....

Friday, May 16, 2008

დავვკარგო...

თუ მე ოდესმე დავკარგე აზროვნების უნარი აუცილებლად მომიყევით ის

სასიამოვნო მომენტები რომელიც ჩემს ცხოვრებაში იყო,

მომასმენინეთ საყვარელი მუსიკა,
გამახსენეთ რისთვის ღირს ბრძოლა გადარჩენისათვის,
აუცილებლად იყავით ჩემს გვერდით...




და თუ მოხდება ისე რომ მე დავტოვებ საკუთარ სხეულს მაშინ იცოდეთ, რომ მინდა ჩემი ნეშტი შორს მწვერვალი უშბის ძირას ეზიაროს ქართულ მიწას, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს....

Sunday, May 04, 2008

სიონი

ცვირა - კრა საათია ..................


ტალახიანი, სველი და საერთოდაც ფრიად ბინძური ვარ
არადა მაგრად გაასწორა გუშინდელმა ვოიაჟმა....
წვიმდა, სველოდა მაგრამ არ ციოდა....
კარგი იყო ვისიამოვნე.....



მეძინებაც