Wednesday, January 23, 2008

ხვალ მიყვარხარ!

არსებობს გრძნობა და როდესაც ის არსებობს შენ ღრმად მაგრამ თავისუფლად სუნთქავ....

შეიგრძნობ საყვარელს სურნელს.....

ხედავ იმას რაც გინდა რომ იყოს და რასაც შენ ”ქმნი”

და როდესაც ყველაფერი ეს უკვე არსებობს შენ იწყებ ფიქრს, იწყებ ფიქრს იმაზე რომ ნუთუ ეს ყველაფერი შენში იმდენია, რომ თქვა ხვალ მიყვარხარ და მიყვარხარ ზეგაც......

არის თუ არა ეს ყველაფერი შენში იმდენად მძაფრად, რომ სრულად შეიგრძნო ის რაც უნდა შეიგრძნო......

Wednesday, January 16, 2008

ჩვეული რითმის უჩვეულო ტემპი

სევდისფერი წვიმა ჩემს დაორთქლილ ფანჯარაზე მშვიდად ხმაურობდა....
ხელს არ მიშლიდა, თუმცა ყურადღებას მიფანტავდა, სიმართლე რომ ითქვას რად მინდოდა ყურადღება არავინ იცის... უბრალოდ ვცდილობდი კონცენტრირება მომეხდინა საკუთარ აზრებზე, მაგრამ ვინ დაგაცადა...


მშვიდად ვფიქრობდი სანამ გაწვიმდებოდა, შემდეგ კი წვიმის მონოტონური მელოდიის თანხლებით - გამახსენდა....


მოგონებებმა ნელა ნელა ჩამითრია და ეთნოგრაფიულში აღმოვჩნდი...

ცივი საღამო, ბნელი ბუნება...

ხმაური და მუსიკის მოგუდული ხმა სუსხიან ჰაერს ავსებდა.....

სწრაფად ჩამიქროლე და ძლივს მოვასწარი შენი შეჩერება....

სახეზე ღიმილი აგითამაშდა და ძალიან ჩქარი ტემპით გამიბი საუბარი.....

შენგან სიმშვიდე და აღფრთოვანება ზაფხულის ნიავივით უბერავდა ჩემსკენ....

სასიამოვნო საუბარს ბოლო მიპატიჟება აგვირგვინებს და შენ დიდი სიყვარულით დამშვიდობების მერე გარბიხარ უკანმოუხედავად, ჩემთან კი ისევ რჩება შენგან მონაბერი სიმშვიდე და აღფრთოვანება, რაც დიდხანს მიმყვება და მეორე დღეს იგივეს განცდის ეშხით ვიღებ შემოთავაზებას და გამოფენაზე გეცხადები..... შემდეგ კი უკვე ყველაფერი უჩვეული რითმითა და ტემპით გრძელდება....

გარგძელება (აქ) არ იქნება ;)





Thursday, January 03, 2008

არ წახვიდე

დაკარგო ძალიან ძვირფასი რამ იმის გულისათვის რომ რაღაც სისულელე დაუმტკიცო საკუთარ თავს ან არც დაუმტკიცო და უბრალოდ იყო ყლე არის წარმოუდგენელი სიდებილე, არა ამაზრზენი საქციელიც კი...

და როდესაც არ გაქვს ახსნა და რასაც იძახი ისიც კი არადამაჯერებლად ჟღერს ეგ არის ყველაზე შეურაწმყოფელი ...
კი მესმის კი არადა ვიცი და მაინც გავაკეთე , რატოომ?

რატომ და იმიტომ, რომ მონუმენტური ყლე ვარ და საკუთარი შიშების გამო (ზოგადად რასაც ვებრძვი სულ)ვკარგავ ყველაფერს რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია.

შემდეგ ვნანობ და ვცდილობ გამოვასწორო ყველაფერი და დავიბრუნო ის რაც დავკარგე, არადა არ ვარ ღირსი ფაქტია რომ არ ვარ!!!!!!

ადამიანს ღმერთი რომ წაართმევს აზროვნების უნარს ან რაღაც მსგავს, ძალიან საჭირო უნარს იმისი საქმე ძალიან ცუდაა და არა მარტო იმისი, მათიც ვინც მის გარშემოა. ის ყოველთვის აკეთებს რაღაც სისულელეს და ამით გულს ტკენს ყველას გარშემო და ყველაზე მეტად საყვარელ ადამიანებს

ახლა მეუფლება სურვილი რომ გავექანო და თავით კედელს შევასკდე, ასე ვიმეორო მანამ სანამ საბოლოდდ არ დავკარგავ ყველანაირი აღქმისა და აზროვნების უნარს. იქნებ შემდეგ მაინც აღარ იყოს ამდენი უსიამოვნება გარშემომყოფთათვის ჩემს გამო!!!!