დისტანციური ურთიერთობის სიახლოვე მომენატრა - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, December 25, 2008

დისტანციური ურთიერთობის სიახლოვე მომენატრა

ძალიან უცნაურია ადამიანი რომელიც საკმაო ხანია არსებობს ჩემს ცხოვრებაში, საკმაოდ უჩვეულოდ იცვლის სტატუსებს....

ზოგადად ჩემთვის ის ადამიანი ყოველთვის ნიშნავდა რაღაცას , არც ისე ცოტას....
თუმცა მის თავში რა ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე ჩემთვის უცნობია.... ყოველთვის მქონდა გრძნობა, რომ ჩვენს შორის მიუხედევად კარგი და თბილი ურთიერთობისა იყო დისტანციაც, თუმცა დღემდე არ ვიცი ეს დისტანცია რის გამო იყო და არის.....

ამ ადამიანთან თითქოს არის სულიერი სიახლოვე , თუმცა მას სულ რაღაც კითხვისნიშნები შემოაქვს.... ძალიან უცნაურია მისი დამოკიდებულებაც, რომელიც იცვლება ხოლმე.... ზოგჯერ ეს დისტანცია გაუცხოვებამდე მიჰყავს , ზოგჯერ კი პირიქით....

ეს ადამიანი რაღაცით მეორე მეს მაგონებს, თუმცა ჩვენს შორის ზოგადი მსოფლმხედველობის იმხელა სხვაობაა რომ ვერაფრით ვერ გავიგე რა გვაქვს საერთო...

ძალიან უცნაურია ისიც რომ როგორიც არ უნდა იყოს კონკრეტულ მომენტში ურთიერთობა და დამოკიდებულება, შხვედრისა და საუბრის მომენტში ეს ქრება და თითქოს დისტანციაც აღარ არსებობს....

მოკლედ ვერაფერი გავიგე მაგრამ ეს ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი აზარტია, არც გამომდის და ვერც ვეშვები.....

მომენატრა!

Blog Archive

Subsrcribe