Monday, December 15, 2008

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს...

დილიდან თოვს, რაც რაღაც საინტერესოს მომასწავლებელი იყო!

დღეს 15:30 წუთზე კინოთეატრ ამირანში შეკრება დაიწყეს ბლოგერებმა. მე ცოტა დამაგვიანდა და იქ დამხვდნენ დეკა, ლევანა, ნინა და ქალი-ყვო.... მერე შემოგვიერთდნენ ძალიან ბევრნი და ახლა მაგათ ჩამოთვლას არ დავიწყებ....

უნდა ყოფილიყო ქართული ფილმის "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" - საუნდტრეკის და კლიპის პრეზენტაცია... როგორც ყოველთვის დაწყება გაჭიანურდა....

როგორც იქნა მცირე დარბაზში შევედით, ბლოგერებმა ერთი რიგი გავავსეთ და კიდევ ადგილ ადგილ გავნაწილდით ....

კლიპის წარდგენის შემდეგ, უცებ დაიწყო ძალიან ფერადი, დინამიური, სასწაულად კაი ხარისხის, ეფექტური და ორიგინალური კლიპი!!

ძალიან სასაცილო და საკაიფო კადრებია, გმირები მომეწონა....
ნუ რა თქმა უნდა საუნდტრეკიც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა (სტრინგის შესრულებით)...

ჩემი ჰაზრით ფილმი სასაცილო და რომანტიული მელოდრამის ელემენტებით იქნება.... მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ხარისხი ძალიან კარგი იყო, კადრებიც ....

მოკლედ აღფრთოვანებული ვარ და ველოდები 25 დეკემბერს - ფილმის პრემიერას.

მგონი ეს ფილმი ნახვად ღირს!

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს - web გვერდი

6 comments:

  1. ტელიკში რომ იქნება მეც ვუყურებ :)
    რ2 -ის სტრიმინგი მაქვს მხედველობაში :)

    ReplyDelete
  2. ტელიკში ნეტა როდის იქნება? ნაახალწლევს?


    მე პრემიერაზე უნდა ვნახო და დიდ ეკრანზე. ზეფილმი იქნება ზეფილმი.

    რამდენიმე დღეში საიტიც გაეშვებაო ;)

    ReplyDelete
  3. mec minda premieraaa!!! ;(

    nu nmeore dge mainc!!!

    ReplyDelete
  4. Zalian mindoda mec camosvla magram ver movaxerxe, seminari mqonda :(

    ReplyDelete
  5. გუთ გუთ +1 შენს პოსტს... მშვენიერი საღამო იყო )))

    პრემიერა მეც მაინტერესებს,მაგრამ როგორც მარიმ თქვა შეზღუდული იქნება ძაანოო :|

    ReplyDelete
  6. au, mar, es yvelaferi xo, mara zroxdebs ratom daafren?

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!