კაცები დაიხოცნენ დედამიწაზე- რა ხდება მერე? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, December 10, 2008

კაცები დაიხოცნენ დედამიწაზე- რა ხდება მერე?

დღეს საღამოთი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას ისე მოხდა რომ არც ერთი მამაკაცი მგზავრი არ იყო მძღოლის გარდა, ჰოდა უცებ მომივიდა თავში საშინელი რამე...
უცებ რომ გაქრეს დედამიწიდან ყველა მამრი რა მოხდებოდა.....
ხოდა ამ ფიქრში მოკლე ჩამონათვალიც გავაკეთე რა მოხდებოდა:
  • გაუქმდებოდა ლუდის წარმოება (ეს კი დაუშვებელია როგორ მიყვარს იცით)
  • გაკოტრდებოდა მთელი რიგი ფირმებისა აქცენტირებული მამაკაცებზე
  • აღარ იქნებოდა ესოდენ სერიოზული სპორტი როგორიც რაგბია (ან ქალები იქნებოდა რაც სასწაულია რა)
  • ვეღარავინ დატოვებდა უნიტაზის დასაჯდომს აწეულს
  • გაუქმდებოდა დიდი მანქანების წარმოება(ქალებს ხომ მოსწონთ უაზროდ გასხლიკული მანქანები როგორიცაა ფოლკსვაგენის ბიტლი)
  • მამენტ ეს ვერ მოვიფიქრე ეგრე იქნებოდა თუ არა, მარა მგონი აღარ იქნებოდა ომები :) და ქალები ერთმანეთისათვის მხოლოდ თმების დაწიწკნით შემოიფარგლებოდნენ :)
  • სპერმის ბანკები კი დიიიდ ძალ ფუსლ იშოვიდნენ მარა რომ ამოიწურებოდა ყველა დონორის შენატანი მერე ? აი მერე ვერ მოვიფიქრე ...

ჰოდა აი ეს მცირე ჩამონათვალი ისე არ მომეწონა რომ ვიფიქრე ვეცდები არასოდეს დავუშვა მასეთი რაღაცთქო...
ახლა წარმოიდგინეთ დედამიწაზე მხოლოდ კაპასი ქალები რომ დარჩებიან....
არა არა :)
თუმცა მაგას ძალია ბევრი + აქვს მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს გასართობი ხომ გვინდა არა?? :))
ოდა ასე
მე ანტიფემინისტური მოძრაობის დამაარსებელი ვიქნები :)

პირდაპირ მოსაწენი რამე იქნება დედამიწა გატენილი ქალებით :) ვერავის ვეღარაფერზე დაელაპარაკები კოსმეტიკის და მსგავსი რაღაც უაზრობების გარდა :)

მოკლედ დაე იყვნენ დედამიწაზე ღმერთის ”ჩერნავიკები” - სახელწოდებით კაცები :)

Blog Archive

Subsrcribe