გლინტვეინის ჭიქის ნალექზე ამოცნობილი აზარტი - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, November 08, 2008

გლინტვეინის ჭიქის ნალექზე ამოცნობილი აზარტი

რა საინტერესოა ადამიანური ურთიერთობები....
ხდება ხოლმე ისე, რომ (ეს 21 საუკუნეში ვირტუალური სამყაროს გადამკიდე) არ იცი ადამიანი, არ იცნობ, არ გაქვს რამე ხელმოსაჭიდი და საჭირო ცოდნები მისი იდენტიფიკაციის მოსახდენად....
არადა ზოგჯერ როგორ გვაინტერესებს ესა თუ ის ადამიანი....


და მაინც რა უცნაურია.... უცებ საიდანღაც არა, მაგრამ ხო საიდაღაც ხდება - იგებ ან გაგებინებენ...
ან , ან , ან.... და ეს ისე უცებ ხდება აზრზე მოსვლასაც ვერ ახერხებ....არადა არცაა საჭირო, აი ასე შენამდე მოდის ეს ყველაფერი და ქრება....
გრჩება მხოლოდ ის რომ , არაფერიც არ გრჩება გარდა იმისა რომ იცი - ის ნამდვილია....
ხელშესახებია და რეალური....
არ აქვს თავზე შარავანდედი, ფრთები, არც ცალთვალაა და არც ცალფეხა....
ამ დროს კი ქუჩაში, რომ შენს გვერდით სკამზე ჩამომჯდარიყო ალბათ ვერც იფიქრებდი, ვერც მიხვდებოდი...
ჰმმ, ძალიან სასაცილოა და ძალიან აზარტული.....
არის რაღაც ამაში.....

ზოგჯერ გლინტვეინის ჭიქის ძირში სიუპრიზებიც გვხვდება...

Blog Archive

Subsrcribe