ნოემბრისფერი შემოდგომა კარამელივით მადნობს - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, November 06, 2008

ნოემბრისფერი შემოდგომა კარამელივით მადნობს

ახლა ვარ თბილი, რბილი, დამდნარი კარამელივით....

გარემო მალბობს, არადა თითქოს არაფერი...
ვგრძნობ ნოემბერი ჩემია...
მოვიდა, აქაა და მმუხტავს.....


ძალიან მაგარია სიცივე, ზამთარი, ბევრი ფოთლები რომ ავსებენ ქალაქს....
ხალხი შეფუთული დადის , ქალაქი ნაცრისფერდება (ისე ხო სულ ცისარტყელას ფერებშია, მაგრამ მაინც)....
ცხვირში გრილი ჰაერის მწიწკნავ სუნს რომ გრძნობ....
ვაიმე ავიწიე ჰარეში ისეთი კმაყოფილება და ბედნიერება მაკრავს გარშემო.... არადა თითქოს არაფერი.....

თითქოს კი არა არაფერი ....
გეგმების ნახევარიც ვერ (არ) შემისრულებია ჯერ , მაგრამ მაინც....
ოხ რა ტკბილია , ოხ რა რბილია ოხ როგორ მავსებს ემოცია.....

მიყვარს ყველა და ყველაფერი (არა მთლად ყველაც კი არა, ეგრე არ გავდებილებუულვარ ჯერ, ზოგიერთი მაინც მკიდია) , მავსებს სითბო, რომელსაც თუ არ გავცემ გამხეთქავს ზედმეტად გაბერილი ბუშტივით....
ახლა მონატრებაც კი ტკბილისფერია, გაბრაზება სურნელოვანი ხოლო გარემოს და დანარჩენი განცდების აღსაწერი სიტყვები არ ვიცი, ისინი ან არ გამოუგონებიათ ან მე ვერ შევისწავლე ჯერ.....

ოხ რა მშვენიერია ნოემბერი და შემოდგომა, არა უფრო ნოემბრისფერი შემოდგომა, ტფუჰ პირიქით ...

მოკლედ სახლში ვარ ....

Blog Archive

Subsrcribe