Monday, October 27, 2008

დღე რომელიც დღედ იწყება და მთავრდება...

გავიღვიძე გვიან..... საშინელი თავის ტკივილით (ეს იმის გამო რომ წინა საღამო მახსენებდა აქტიურად თავს), მუცლის გვრემით და მოკლედ საშინელი შეგრძნებებით დავიწყე გაღვიძება...

ავდექი , სახლში ვიბოდიალე... მარტო ვიყავი.... ჩავრთე ტელევიზორი, კომპიუტერი, ჩაიდანს თითი ჩამოვკარი და ფანჯარაში გავყავი თავი....

საასიამოვნო წვიმიანი დღე დამხვდა, გამიხარდა... საერთოდ შემოდგომა და ზამთარი მიყვარს ძალიან... როცა ცივა ეგეც მიყვარს.....ჯუმპ

შემოვტრიალდი ოთახში დავისხი ჩაი და კმაყოფილი მივუჯექი კომპიუტერს.... უგზოდ და უმიზნოდ ვიბოდიალე ინტერნეტ სივრცეში , როგორც ვიცი ხოლმე.... შემდეგ სასიამოვნოდ ვისაუბრე სკაიპის კონტაქტებთან....

შემდეგ, რა იყო შემდეგ... შემდეგ გავგზავნე მოპატიჟება ჩაიზე თუ ისე .... მოკლედ სასიამოვნო საზოგადოებაში ვისურვე ყოფნა.... სტუმრებმაც არ დააყოვნეს და სულ მალე 2 ძალიან სასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში მივირთვამდი ლუდს და ორცხობილას....

საერთოდ დღე ისე ცუდად დაიწყო ვფიქრობდი არაფერი გამახალისებს მეთქი მაგრამ შევცდი... ძალიან სასიამოვნო იყო, ახლა ერთი პარტია სტუმრებისა (ნუ არა მთლად სტუმრებიც არ ქვიათ) წავიდა, მააგრამ დროს უქმად არ ვკარგავ და ახლა მეორე პარტია მოვა.... მე თვითონ გარეთ გასვლის ტრაკი არ მაქვს ხოდა....

სასიამოვნოა როდესაც ხარ მარტო... გარეთ გრილი და რუხი ამინდიაა... დროულია ყველაფერი რაც გაგათბობს.....

ნუ ხო ყველაფერი რა რაც გაგისწორდება ის ყველაფერი ვუი

@ მეორე პარტიაც ფრიად სასიამოვნო და საინტერესო იყო....უფრო თბილი და მმმ დამაინტრიგებელი..... პიკანტური და ექსტრემალური...

@ მესამე პარტია სტუმრებსაც არ გაუცრუვებიათ იმედები რაღა დაგიმალოთ და ....


ბევრი ლუუდდიიი დავლიე.... ასე აღარ შეიძლება.... თუმცა სასმელი არაფერს უშლის ხელს თუ არ უწყობს ....


ასე და ამგვარად მოკლედ და კონკრეტულად... დღეს ჩემი დღეა და მომწონს ეს ყველაფერი ....

5 comments:

  1. მეოთხე ან მეხუთე პარტიის სიაში ჩამწერე რა :ბის:

    ReplyDelete
  2. ლოთი ხარ ვიღაცა ხარ :D:*

    ReplyDelete
  3. ჩემი კომენტარი არ შეესაბამება თემის ძირითად შინაარს მაგრამ რომ დაფიქრდე დიდი ბედნიერება როცა ადამიანს შეუძლია დაწეროს თავის დღეზე რომ ის დაიწყო და როცა დამთავრდა - რომ დამთავრდა!

    ReplyDelete
  4. es partia partia xalxi shentan rato dadis archhevnebi xar daiko? :boli: :D :D :D

    ReplyDelete
  5. cxovrebaSi ar minaxia ludi dagelios :cotadabneuliRimilaki: ....

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!