Friday, October 03, 2008

ცხელი ზამთარი - ტუტორიალი მცივანებისათვის

ესეიგი ინდივიდს (აკა ნუცს) შევპირდი დავწერ რა უნდა ქნა, რომ გიყვარდეს(არ გაწუხებდეს) ზამთარი და ზოგადად სიცივე მეთქი და აი აგერ დავწერ ....



მოკლედ თუ დაუკვირდებით (ეს მათთვის ვინც ფეშენ ადამიანია) ზამთარი უფრო
საინტერესო სეზონია საინტერესო გარდერობის წარმოსაჩენად , უფრო დიდია შანსი თავი მოიწონო ახალი სვიტრით, ლამაზი ჩექმებით თუ უბრალოდ ახალი ნაქსოვი ქუდით რომელიც შენს თვალებს ასე უხდება....


მერეე ზამთარში კომუნიკაცია და სოციალური აქტივობა უფრო სასიამოვნოა, რა ჯობია თბილ კაფეში შესვლას, დაჯდები შეუკვეთავ ყავას, ჩაის , ცხელ შოკოლადს ან სულაც გლინტვეინს (ჩემი სისუსტეა) , ამოიღებ სიგარეტს და ნება ნება დაიწყებ საზოგადოების თვალიერებას (ან დაურეკავ მეგობრებს და ეტყვი რომ შემოგიერთდნენ) .


რა ხდება შემდეგ.....
საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფრო მარტივია მგზავრობა .... :)




ახლა კიდევ სხვა სახის რჩევა (ები).....


იმისათვის რომ გვიყვარდეს ზამთარი აუცილებელია ვიქონიოთ მათარა (ალკოჰოლის პატარა დოზის სატარებლად) , მიბოდიალობ ზამთრის სუსხიან დღეს ქუჩაში, გახსნი მათარას, სასურველი და საყვარელი სასმლის სურნელი ცხვირში შეგიღიტინებს , მოყლუპავ ცოტას და ჩათვალე კიდევ საკმაო ხანი თბილი და სასიამოვნო განწყობით და შეგრძნებებით ხარ.


მერე რა ლამაზია როდესაც გაცვია ჭრელი ხელთათმანი+კაშნი+ქუდი..... გათბობენ.... გიხდებიან.... ფანტასტიურია... გარშემო ცივა შენ კიდევ თბილად ლამაზად და კომფორტულად ხარ......





და ბოლოს ზამთარში აუცილებლად უნდა იქონიოთ, რადგან ერთი-ორად სარფიანი და მოსახრეხებელია პარტნიორი (საყვარელი ადამიანი, რავიც ვისთვის რა და როგორია სტატუსი), კარგად ჩასჭიდოთ ხელი ჩაეხუტოთ და იყოთ მასე სანამ თქვენთვის ასეთი საძულველი ზამთარი არ გაივლის.....





ჩვენ კი ვისაც ესოდენ გვიხარია ზამთრის დადგომა , ისედაც ძალიან ბედნიერად ვგრძნობთ თავს და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილ საშუალებებს ვიყენებთ, მათ გარეშეც გვიხარია სუსხიანი და გულცივი სეზონი.....

15 comments:

  1. აუ, რა საოცრად საყვარელი და სასიამოვნო პოსტია...
    მადლობა, მარ...

    ReplyDelete
  2. და რო გცივა?
    მაგას რა ტუტორიალს მოუგონებ? :პ

    ReplyDelete
  3. ხოო დიდი მადლობა ბოლო პუქტის ნაკლებობის კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის :D:D:D

    ReplyDelete
  4. მაგარიაააააააააააააა!!!

    მე ვერაფერი მათბობს სანამ კოტე არ გამითბობს ხოლმე ლოგინ ლოლ:))))))

    ReplyDelete
  5. ამ საზმთარში უთბილესი პოსტია : )
    ესეც გაგათბობს მამენტ..


    ეჰ მარა რა ეშველება რ,კარს მოგვდგ უკვე..

    კაი ბათინკები მინდა :მო:

    ReplyDelete
  6. ისა და
    ჰო
    მიყვარს ზამთარი :bis:

    ReplyDelete
  7. ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მაგარია, მმმმმ. მთბილაააააააააააა

    ReplyDelete
  8. ვგიჟდები ზამთარზე, ოღონდ თოვლიანზე

    ReplyDelete
  9. მაბოდებს, ბათIნკებზე, კურთკებზე, კაპიშონებზე, დიიიდ სვიტრებზე, ჩემს ტყავის აბრეზ ხელთათმანებზე, ჩემს მწვანე, ჩემი ხელით მოქსოვილ კაშნზე :D (ბოვშობაში ვქენი და აქამდე ცოცხალია) :D მიყვარს ზამთარში რო ამოისუნთქავ და პირიდან ორთქლი გამოდის, ... მიYვარს, ფანჯრები, დაორთქლილ მიყინული, მიყვარს ლოლოები, მიყვარს ლურჯი ყინული, თეთრი თოვლი, ჰაერი მიყვარს სადაც მტვერის ნასახი არაა, მიყვარს ტრანსპორტი სადაც ოფლის სუნი არაა, მიყვარს ღამე ლამპიონების ფონზე თოვა, მიყვარს ხელზე დამდნარი ფიფქი, ... მიყვარს გახურებულ ფეჩთან ჯდომა, ცეცხლის ტკაცატკუცი მიყვარს, და ლილიანი მიყვარს კიდე რო ეს ყველაფერი მაგრძნობინა ამწამს ამ ერთი ვითომ უბრალო მარა ძალიან ალალი პოსტით .... :)

    ReplyDelete
  10. თოვლიიი, ბევრი თოვლი და ჩახუტება. მარა ისეთი მცივანა ვარ.. :-შ
    და ბევრი გლინტვეინი... მნიამ მნიამ

    ReplyDelete
  11. @kexi - au shen gaixare s yvelaferi rom dawere zamTris suni momivida :love:
    :@kuda ra gichirs mere :) amxela zoorba mamri qe gyavs da yvela wina punqti shegizlia fexzec daikido :D

    ReplyDelete
  12. nu ubidzgeb xalxs alkoholizmisken! :mo:


    :user:

    ReplyDelete
  13. acivda TbilisSic??? :(((

    ReplyDelete
  14. ზამთარი მიყვააააააააარს :)
    თოვლლლიიიიიიიიიიიი
    დიდი და ფუმფულა შარფებიიიიიი
    ქუდებიიიიიიიი
    ხელთათმანებიიიიიი

    იფ იფ :) რა აკრგია :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!