ესთეტიურობის მსხვერპლები - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Tuesday, August 19, 2008

ესთეტიურობის მსხვერპლები

ორი დღის წინ გახლდით საპარიკმახეროში (თბილისში ცნობილია ასეთი დაწესებულება, როგორც სილამაზის სალონი), ხოდა უსაქმურობის ჟამს მომაფიქრდა, არა არა უცებ დამკრა თავში შემექმნა იმ ქმედებების და სიტუაციების ნუსხა (ბლინ ეს ზექართული სიტყვები პირდაპირ დევს ჩემში რა) როდესაც ფრიად ლამაზი და მიმზიდველი მანდილოსანიც კი ძაალიან არაესთეტიურად გამოიყურება.
ნუ აი დავიწყებ ჩამოთვლას და იმედია ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშეც არ იქნება რთული ამ ყველაფრის წარმოდგენა(თუმცა არა ასეთი რაღაცეების წარმოდგენა განსაკუთრებით მამრებისათვის იქნება რთული, მაგრამ ძერჟიწეს):

1)ეს არის შემთხვევა ზუსტად სალონში , როდესაც მანდილოსნები უცნაურად შეტხიპნილი თავებით(უცნაური ფერის კრემით გაზიპინებული თავები, ყურები დაშუბლი, არც ისე კაი სანახავია) სხედან და ძალიან დაკვირევბულები კითხულობენ ყველა სტატიას ყვითელ პრესაში.
2) ეს არის შემთხვევა როდესაქ ქალები კოსმეტოლოგთან მოჭყანული სახეებით სხედან და წარბების ამოპუტვის უდეგენარტულეს პროცედურას თვალებ დაყვლეპილები იტანენ.
3)წარმოიდგინეთ ქალი , არა არა ,არ წარმოიდგინოთ უბრალოდ არც ცადოთ ქალი რომელიც ებრძვის თმის საფარს საკუთარ სხეულზე ნამგლით , უროთი და ყველა ხელთ არსებული საშუალებით :)
4)მმ ეს შემთხვევა ყველაზე ბუნებრივი მოვლენაა და ფეკალიებისაგან განთავისუფლებას მოიცავს ( მორჩა ამ პუნქტში მეტს არაფერს ჩავწერ )
5) შემდეგი პუნქტი მოიცავს დანტისტთან ვიზიტს. ნუ მამენტ აქ შეიძლება დავძინოთ რომ პირდაფჩენილი კაციც არაა კაი სანახავი , მაგრამ ნუ ბამბებითა და უცნაური ხელსაწყოებით პირგავსებული ქალის ნახვა ეს რაღაც სასწაულია .


ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველა ამაზრზენი პროცედურისა, რომლის დროსაც შეიძლება ადამიანი დაინახო და მმმ... გულისრევის შეგრძნებამ კარგა ხანი არ გადტოვოს. ნუ კაი, კაი მთლად გულის რევამ შეიძლება არა, მაგრამ რაღაც არასასიამოვნო გრძნობა აუცილებლად თავს შეგახსენებს.
ნუ მოკლედ ეს ჩემი მორიგი "აზარენიე" იყო აღბეჭდიილი ბლოგზედ.

Blog Archive

Subsrcribe