Friday, August 15, 2008

"მოგონებების ხალიჩა"

ნესტის და ძველი შპალერის სუნი, ჭრაჭუნა პარკეტი რომლელიც გახშირებული სუნთქვის რითმში ჭრიალებს, გაქონილი ფარდები ,რომლებიც აგერ უკვე იმდენი წელია ასე კიდია თვლაც ამერია,ოთახში მოფანტული ნივთები რომელთა ასაკის და გამოშვების თარიღის დასახელება შეუძლებელია, მშიერი კატის კნავილი რომელიც სულ ისმის, ლანგარზე აკოკოლავებული უცნაური შემადგენლობის და წარმომავლობის, უფორმო ნამცხვრები, ლამბაქზე დაპირქვავებული თურქული ყავა, რომლის ნალექიც მიწისქვეშა ქანებს უტოლდება სიმკვრივით.....


ასეთი იყო ეს სახლი, უფრო სწორედ ბინა რომელიც ქალაქის ცენტრში ლამაზ
ქუჩაზე პატარა სამუზეომო ექსპონატივით იდგა. ნუ სახლი იდგათქო რომ ვთქვი გავაზვიადე უფრო კონწიალობდა საძირკველზე. შემოდგომობით, როდესაც ქარი მძლავრდება ქალაქში სახლი დიდ სარწეველა სკამს უფრო გავს, რიტმულად გადაქანდება ხან ერთ ხან მეორემხარეს და გულისგანმგმირავად ღრჭიალებს....


მოკლედ მე ვიყავი ამ სარწეველა სახლის ყველაზე მაღალ სართულზე, სართულზე საიდანაც მგონი მხოლოდ სიმშვიდე ჩანს, სახლის ეს ფანჯარა იყურება ქალაქის დაუსახლებელი ნაწილისაკენ, იქით საითაც არაფერი არ ხდება , არავინ არ დადის და ისეთივე წარმოუდგენელი არეულობაა როგორ იმ ოთახში სადაც ახლა მე ვდგევარ. დიახ, დიახ ვდგევარ იმიტომ რომ ამ ოთახში დაჯდომა წარმოუდგენელია, მინიმუმ კატის ფეკალიები ხოლო მაქსიმუმ რაღაც წარმუდგენელი მხოლოდ აფრიკის სამხრეთ ნაწილში რომაა მოდებული ისეთი მალარია აიკიდო.

ამ სახლის გასაღები ძალიან დიდი ხანია მაქვს.... იმდენი ხანია მაქვს რომ გაცვდა ჩანთაში უმოქმედოდ გდებისაგან.... გასაღები დავიმსახურე ჩემი ნიჭის წყალობით, იმ ნიჭის რომელიც ადამიანების მოსმენას ითვალისწინებს..... ამ სახლის პატრონს კი ძალიან სჭირდებოდა ასეთი ადამიანი, ის ყოველთვის შუშის თვალებითა და არაფრისმთქმელი სახით მხვდებოდა, მარამ როგორც კი ფეხს გადმოვდგამდი ზღურბლზე იმ წუტას მომახარებდა რომ ახალი ისტორია ან საფიქრალლი აქვს და აუცილებლად უნდა გამანდოს....


მას მერე 7 წელი გავიდა, მას მერე რაც მე საკუთარი იდეალების და მიზენების
დევნამ ძალიან შორს გადამაგდო, შეილება ითქვას დედამიწის მეორე მხარეს.... მას მერე რაც ფეხი სხვა მიწაზე დავდგი ამ სახლის პატრონზე არაფერი გამიგია, ან როგორ გავიგებდი როდესაც მის სახლში არა თუ კომპიუტერი ან ტელეფონი, რადიოც კი არ არსებობდა....

სხვა ქვეყანაში , დედამიწის მეორე მხარეს , მიუხედავად ჩემი მისდამი სიყვარულისა დრო ვერ გამოვნახე რომ მეფიქრა მასზე... მე ხომ ძალიან გრანდიოზული მიზნები მქონდა, მინდოდა შემექმნა და მომეხდინა სასწაული, მინდოდა დავეფასებინე ყველას .... და ყველაზე ცუდი რაც არის ვისაც ძალიან ვჭირდებოდი მისი დაფასება დამავიწყდა , მე თვითონ , თავიდან ამოვიგდე თუ ამომვარდა, დავივიწყე თუ დამავიწყა....



სახლში საშინელი სუნი იდგა , ფანჯრის გამოღების მცდელობამ უშდეგოდ ჩაიარა, ფანჯრის გაღება რაიმე დიდი მთის დაძვრის ტოლფასი იყო. გადავწყვიტე სარკმელი მაინც გამეღო, სულ ტყუილად ჩარჩო ხელში შემრჩა ხოლო შუშა ზრიალით გაუჩინარდა სადღაც გარეთ....


სარწეველა სკამზე ჩამოჯდომა მეტ - ნაკლებად შესაძლებელი აღმოჩნდა უბრალოდ იქიდან ჩამოვყარე მთელი გარდერობი რომელიც იყო დახვავებული და დავაფრთხე მთელი ბრიგადა ობობები რომლებსაც დაკავებული ჰქონდათ ტერიტორია.... მმმ... მოგონებებმა გაიღვიძეს და დამიარეს მთელ ტანში... ვუყურებ ახლა დიდ ტახტს, რა საინტერესო იყო, მახსენდება ნიუები , გადაღებული ზამთრის ბნელ საღამოს ... გლინტვეინის ლაქა დღემდე ეტყობა გადასაფარებელს.... ოხ რამდენი ვიჩხუბეთ.. როგორ არ შერცხვა როდესაც მე დამაბრალა მისი დაღვრა , აუტანელი.... მართლაც და რა აუტანელი ხასიათი ჰქონდა, ბოღმა ბუზღუნა და საძაგელი იუმორის პატრონს საერთოდ როგორ ვუგებდი ნეტა....


დედამიწის მეორე მხარეს სადაც ვცხოვრობდი , იქვე ახლოს მუსკალური
ინსტრუმენტებისა და ყველანაირი მუსიკასთან დაკავშირებული ნივთების მაღაზია იყო გახსნილი... პირველად მაშინ გამახსენდა აქ რომ დავტოვე ვიღაც ვისაც ესმოდა და იცოდა, აღმერთებდა და ქმნიდა მუსიკას.... მუსიკას რომელიც მე ყოველთვის რაღაც ზეციური ნიჭის წყალობა მეგონა.... მაღაზიაში ისეთივე სუნი იდგა როგორიც მის საქსოფონს ჰქონდა სულ.... არადა ეს სუნი სულ საქსაფონის სიძველისა მეგონა.... ვიგონებდი და ხშირად შევდიოდი, შევდიოდი და ვიდექი....


ქარმა რომელიც უკვე ჩამტვრეული სარკმლიდან უბერავდა ფოტოების შესანახი სკივრი თუ ყუთი თუ მოკლედ რაღაც შესანახი გადმოაგდო.... ფოტოები ბინძურ იატაკზე ხალიჩასავით მოეფინა მე კი გული გამისკდა... ოჰ როგორ მეზარება ამ ყველაფრის ალაგება... ისე ალაგება მასაც არ იუყვარდა და იქნება მოსწონებოდა კიდეც ასეთი "მოგონებების ხალიჩა" იატაკზე.... აუ აი სად ყოფილან ჩვენი ფოტო სესიის ნაშიერები.... ღმერთმანი რა სისატიკე გამოგვსვლია, არადა მოგვწონდა... ნეტა რა მოგვწონდა გამახსენა და მეტი ალბათ არაფერი მინდა....





ალბათ გავაგრძელებ როგორმე ამ ჩანაწერს ახლა კი ძალიან მეჩქარება , დრო არ მაძლევს გასაქანს და უკიდეგანოდ სწრაფად მირბის... ოხ ნეტა დამაჭერინა ჭკუას ვასწავლიდი....

12 ნოემბერი

14 comments:

  1. dasasruli aqvs iseti ro gagrdzeleba agar unda! super

    ReplyDelete
  2. მეც ბუსუნა მქვია ბლიად :) (ოღონდ დედას დარქმეული არაა, რამოდენიმე თვის წინ დამრქვეს :ბლუშ: ) კეთილი იკოს ჩემი ხელ-ფეხი ბუსუნიას ბლოგზე :)

    ReplyDelete
  3. salami busa :D me ukve diiidii xania am saxels viyeneb :D mixaria rom aseti gamosadegari saxelia busuna :)

    xelou iii :P

    ReplyDelete
  4. 1 სიმღერა მაქ ბუსუნაზე.... მე ბუსუნა მყაავსო სხვა ს ხომ არა ყაავსოო დელი დელია დელია დელიაააააააა :))) ბრიის :))))

    ReplyDelete
  5. lol :)

    hah :D

    blogrollshi chagsvi daicye cera :D

    ReplyDelete
  6. Anonymous2:47 PM

    რაიო სად ჩაგსვიო? o_O ააა ჰოოოო ჩაწვდა ჩემი ტვინი :)ჩუსტებიანი არა ჩუსტიკა ჩასვი.. ეგ პაროლ დავიწყებული მაქ :( არადა ყოველთვის ვამბობდი რომ 1 პაროლების ბლოკნოტი უნდა გამეკეთებია :(

    ReplyDelete
  7. Anonymous2:48 PM

    უიმე ეს რა ჯანდაბა ვქენი სადა ცემი სახელი :((

    ReplyDelete
  8. რამსები ამერია ..

    ReplyDelete
  9. ვკითხულობ-ხოლმე შენნაწერებს
    კარგად წერ ძალიან ))
    უფრო მეტი დრო რომ დაუთმო წერას, კარგი იქნება

    ნუ დრო და უფრო მეტი მნიშვნელობა რომ მიანიჭო ))

    ReplyDelete
  10. utvino
    მადლობა ძვირფასო.

    ხო ერთი პერიოდი (ახალგაზრდობაში :))))
    უფრო ხშირად ხდებოდა ჩემი მხატვრული ჩანაწერების ჩანახატების თჲ რაცაა შექმნა ახლა ისე ვეღარ ვახერხებ თჲმცა როგორც კი თავში რამე გამიელვებს ვწერ და თუ დასრულებას ვერ ვახერხებ იდეას მაიცნ არ ვუშვებ ხელიდან :)

    მადლობა ესეიგი კომპლიმენტისათვის გავწითლდი :*

    ReplyDelete
  11. უუუფ უუფ უფფფ.... chustika.blogspot.com და არა chustebiani :( შენ რაღაც მახსენებ ჩემი ტვინის ამბავს :(

    ReplyDelete
  12. მიეცით ნიჭსა გზა ფართო!
    :2კისს:

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!