Tuesday, August 12, 2008

тонувшый коробль...

не надо бежать так, как кысы с тонувшего коробля!!!



მმმ, გუშინდელი დღე, საღამო 10 საათი 15 წუთი, ტაქსის სალონი ძალიან მოუხერხებელია, ან მე ვარ ძალიან დაძაბული და რაღაც შიგნიდან მაწუხებს.

ვზივარ კარის სახელურს ჩაფრენილი და ვაკვირდები რა ხდება ქალაქში. სანამ საბურთალოდან კანცელარიამდე მიხვალ დიდი გზაა.


ქალაქში ხალხი ჩქარი ტემპით გადაადგილდება, მანქანებში აწყობს
წარმოუდგენელი ზომის ფუთებს, ჩანთებს და ჩემოდნებს. ბავშვებს ავზე ახურავენ ,ოხრად აცმევენ (არადა ზაფხულია, მაგრამ იქნება ციმბირში ახალი კურორტი გაგვიხსნეს... ჩვენ ხომ ეს უკვე გვეკუთვნის). მოკლედ მგონია, რომ ყველაზე კაი ვარიანტში ფილმში ვარ. მანქანები ჩვეულებრივზე უფრო ქაოტურად და დეგენერატულად მოძრაობენ.
ქალაქში ავტობუსები არ ჩანამ არადა არც ისე გვიანია, ხალხი აქტიურად ცდილობს ცარიელი ტაქსის პოვნას და ხელში ჩაგდებას....

ბენზინგასაამართ სადგურებთან რიგები 3-4 ან 5 მწკრივად დგას. ყველა იგინება, ყვირის . მიდი - მოვდივარ , გამატარე - გაიწიე მიდის. არა მე კი მესმის, რომ
ეიძლება ცოლი, შვილი, დედა მოარიდო ამ სტრესს , და გაურკვეველ სიტუაციას, მააგრამ როდესაც იძვრები აზერბაიჯანის და სასომხეთის ,ან კიდევ თურქეთის (ყველაზე ჭკვიანურ ვარიანტში) მიმართულებით და სულაც არ გეგმავ შენ თვითონ (მამრებზე მაქვს ნუ აქ ძირიადად საუბარი. კაკ ნე კაკ მაინც ძირითადი ძალაა) უკან დაბრუნებას ....
მ.....

არ ვიცი ალბათ აქ უნდა ეწეროს რაღაც, მაგრამ ვფიქრობ განსჯის უფლება და
საფუძველი არ მაქვს. მე ხომ არაფერი გამიკეთებია მათზე უკეთესი ან შედეგიანი გარდა იმისა, რომ არ გავიქეცი, ამიტომ გავჩუმდები....

როგორც იქნა მივედი კანცელარიამდე. სოლოლაკში ყველა - დიდი თუ პატარა ფეხზე იდგა და გარეთ იყო გამოფენილი. ერთ ადგილას ბავშვების პატარ გუნდიც იდგა ცაში თავ აწვდილი და ერთი მეორეს მიყოლებით კითხულობდნენ "აბა სად არიან? აბა სად არიან?"ო....

ბლინ გამიტყდა კი არადა გული შემეკუმშა რაღაცნაირად. ეს ხომ კანცელარიასთან
ძალიან ახლო ხდებოდა და ფაქტიურად საშიშროება ყველაზე დიდი მანდ იყო , აი ვინ უნდა წასული რეალურად მისი საცხოვრებელი ადგილიდან....


დედაჩემთან ავედი, თვალებზე ეტყობოდა მთლად მშვიდად არ იყო , მაგრამ ღიმილით მითხრა " მარუს არ ინერვიულო მე ძალიან მშვიდად ვარო".


უკანა გზაზე ისევ ისეთი ამბავი იყო ქალაქში , რაღაც მომენტში მესმის მე ყველასი
ვინც აიბარგა და წავიდა...

აქ ხომ შეიძლება მეორედ მოსვლა იყოს .....
რუსების მეორედ მოსვლა.... (თუ მე100დ არა )

და მაინც შიში ქართველებს მეტად და მეტად უჯდებათ სისხლში ......
__________________________________________________________


ბლინ აი ახლა სამსახურში (კოსტავაზე) გააზრიალა ფანჯრებს, მაგიდას , იატაკს....
ტფუ რა ყლე გრზნობა იყო და რა ბანძი ხმა!!!


თბილისის ზღვაზე ჩამოაგდეს ბომბიო :(( მახათას მთას დაარტყეს , უკვე მეორედ ...

8 comments:

  1. ამის წაკითხვისას თვალებზე ცრემლები მომადგა...
    გუშინ, როცა პურზე ჩავედი, ძალიან ბევრი ადამიანი გარეთ იყო, ზუსტად იგივენაირი ფუთებით, როგორებიც შენ აღწერე...
    სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო, იტყოდი, მერე რა, დასასვენებლად მიდიანო.
    და მე, ადამიანი, რომელიც წელს ზაფხულში ვერ ვისვენებ ვერსად სამსახურის გამო, ჩუმად გავიღიმებდი და ვიტყოდი, სამაგიეროდ მე ვმუშაობ და :)<<< ეს სმაილი გამოხატული ჩემს სახეზე.
    მაგრამ ვაი, რომ ხალხი მართლაც გარბის.
    ნეტავ მაცოდინა სად გარბის, რომ ხელი დავუქნიო.
    კიარადა შემეშინდა ამდენი დაპანიკებული მეზობელი ერთად რომ ვნახე.
    მაოს არ იყოს, დედაჩემიც მამშვიდებდა. პროფესიაც ხელს უწყობს იმაში, რომ ადამიანები აწყნაროს. ზოგჯერ ნერვები მეშლება ამას რომ აკეთებს, რადგან თავი მისი პაციენტი მგონია ხოლმე. და თავი მისი პაციენტი რომ მგონია, რადგან ვერ ვიჯერებ, რომ ის არ ნერვიულობს. შეიძლება ნერვიულობს კიდევაც, მაგრამ არ მაგრძნობინებს, მშვიდადაა...

    ამ დღეების განმავლობაში საშინელ პანიკასა და ისტერიკაში ვარ, ყველას ვეჩხუბები, ყველას ვუჭედავ და საშინლად ვიქცევი. თან ყველაზე ცუდი ისაა, რომ მათაც არ ესმით ჩემი და იგივე რეაქციით მპასუხობენ. შედეგად კი ხმას არ ვცემთ ერთმანეთს.


    პოსტის სათაურმა "ტიტანიკი" გამახსენა.
    ზოგი რომ იძინებს განწირული გემის ლოგინებში, ზოგი კი გაქცევას რომ ცდილობს...

    მე არ ვიცი რომელი კატეგორია ვარ...
    მე სადღაც შუაში ვარ.

    იმხელა კომენტარი დაგიტოვე, სჯობდა საკუთარ ბლოგში დამეწერა ბარემ, მაგრამ რავიცი. აქ იყოს, თუ რამეა, იქაც დავდებ.

    ReplyDelete
  2. Paloma4:17 PM

    ar maqvs blogi, ver verkvevi eget ragaceebshi.... an ki ragashi verkvevi ar vici... pacipisti var tu nuhilisti egec vegar gamigia... am etapze mxolod qali davrchi ori shvilit. an aq ram shemomikavan ar vici magram, am bichebis ragaceebi cavikitxe iqaurobaze da vegar vdgebi kompiuteridan... davikarge da mere aq movxvdi.... ra gitxra aba... ganadgurebuli var.... es sacremle jirkvlebic droulad momehsla mgoni da vkri am cremlebs... kidev kargi... parlamenttan vcxovrob da momckinda tqo adamianebo, kelshi amomivida es tqveni tashpanduri... amoralureba da trakze skamebmicebebulobo..........

    ReplyDelete
  3. Zvirfaso paloma - albat mesmis tqveni tqo rom davcero sul mtlad tyuilic ar iqneba, ubralod me albat ar myavs shvilebi da cota sxvanairad ganvicdi tumca ganvicdi megobrebis da ojaxis gamo.

    mgoni yvelas mogvbezrda da mainc verafers (arafers ki ara) verafers vaketebt , gavogndit da vart ase....

    ReplyDelete
  4. Paloma5:43 PM

    ho. sul vambobdi rom magari var!!!marto var da marto vzrdi 2 shvils miuxedavad imisa rom asakit ar var didi. axlac vambob rom ho magari var magram mere ra amit? iqneb meti unda gameketebina?! tbilis-shi vzivar da axlac, am cutsac dapanikebul xalxs vukureb... garbian pasportebs ukuteben shvilebs da iqneb damnashave var rom umoqmedod var? ar vici. agaraperi vici. madloba. madloba ...

    ReplyDelete
  5. mrcxvenia gushindeli dgis :(

    ReplyDelete
  6. "не надо бежать так, как кысы с тонувшего коробля!!!"

    ნამდვილად ...
    ნე ნადო
    :ცრყ:

    ReplyDelete
  7. leila7:09 PM

    chem kargebo!!!!!!!!!
    dzalian miyvarxart.... ipiqrebt eg rogor ar vitsnovto....
    miyvarxart imitom rom adamianebi xart!!!!!!!!!
    albat me tsoota upro meti gamotsdileba maqvs vidre tqven...
    minda gitxrat rom magrebi xart!!!!!!!!!!!
    dro..... drooooo.......

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!