ნათესაური კავშირები და გენოციდის იდეა - ჩორვენი - Tjorven

კუბოკრული კაბის ჯიბეში ბოლო სურვილი რჩება....

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, July 31, 2008

ნათესაური კავშირები და გენოციდის იდეა

ზოგადად არ ვარ კაცთმოძულე, და საერთოდაც ვცდილობ არავინ მეზიზღებოდეს.

ამ ჩანაწერში ესეიგი, მინდა აღვნიშნო ის მომენტი თუ რა ფენომენია ნათესავები და როგორ ვანაწილებ მე მათ.
ვთვლი რომ ნათესავია მხოლოდ ის ვისაც მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც ნახულობ, (და ეს მინიმალურ სიამოვნებას მაინც გგვრის) დანარჩენები ნუ აი რავიცი რა....

ხოდა მყავს ნათესავები, რომლებიც ძალიან მიყვარს, მიყვარს და მკიდია, მააგრამ ამ ბოლო დროს გამოიკვეთა ახალი სასტავი რომელიც პირდაპირ ნაპრაშივაეტსა რომ ჩავსვა კატეგორიაში "მეზიზღება" . აი ნუ ვიშორებ თავიდან ზრდილობიანად (რამდენადაც ეს ჩემს ხასიათშია) ვეუბნები, რომ არ მაინტერესებს, არ მინდა მკიდიაა, მაგრამ არა მათ ხომ უნდა მოგახვიონ თავზე მისი ზეჭეშმარიტი აზრი და დაგახრჩონ.


მიაღწიეს უკვე იმას, რომ დავიფრინე და მათთან ყველანაირი დუმილის უფლებას ვიყენებ დაჟე გამარჯობის დროსაც.


ნუ არ ვცემ პატივს ეგეთ ადამიანებს სულ რომ ჩემი ძმა ან დედაჩემი იყოს და მით უმეტეს ადამიანს რომელსაც ესოდენ გაუგებარი და არაფრისმთქმელი სტატუსი - ნათესავი აკერია.

ნუ მოკლედ მე მევასება მხოლოდ ძალიან ახლო გარემოცვა იმიტომ რომ მარტივად მე მათ უკეთ ვიცნობ ვიდრე ნათესავს რომელიც ალბათ მხოლოდ ჩემს ქორწილში მოვა, თვალს გაახარებს,ან ნუ ალბათ იმის გამო რომ მუქთა სმა ჭამა და გართობა ელის.

Blog Archive

Subsrcribe