ლესბოსური სული , თითოეულ ჩვენგანშია......... - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, July 11, 2008

ლესბოსური სული , თითოეულ ჩვენგანშია.........

მაშ ასე რა ხდება....

ესეიგი ჩემი დაკვირვებების შედეგად ვაკეთებ დასკვნას - ყველა ქალში "ცხოვრობს" ლესბოსელი.

ახლა ვეცდები დავასაბუთო და ჩემი დაკვირვების შედეგები წარმოგიდგინოთ.

პირველი და რაც ყველაზე მთავარია, მდედრებს სიამოვნებთ ერთმანეთისათვის ზეინტიმური ინფორმაციის გაზიარება და ამისაგან წარმოუდგენელ სიამოვნებას იღებენ (მამაკაცებში ეს ან არ გვხვდება ან ძალიან მსუბუქად და ზერელედ გამოხატული).

მდედრებს სიამოვნებთ ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვა ეროტიულ ფორმებში - მაგალითად ყველაზე ისეთი თვალში რაც მეცა ამ ბოლოს - ყელში კოცნაა. ნუ არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ყელი საკმაოდ მგრძნობიარე და ჩემი სუბიექტური აზრით ინტიმური ნაწილია სხეულზე.

მდედრებს ახასიათებთ წარმოუდგენელი რაღაც (ეს როგორც მამრებისთვის ჩემთვისაც გაუგებარია მაგრამ ნუ) - საჭირო ოთახში კოლექტიური მსვლელობების მოწყობა. ერთის მხრივ შეიძლება ესაა მიზეზი გაუზიარო მეორე ადამიანს ემოციები და ბიჭი რომელიც იქ მოგეწონა და გინდა ეს აღნიშნო ,მეორეს მხრივ კი რატომ უნდა გსიამოვნებდეს ვიღაცის მოფსმის ჩხრიალის სმენა თუ არა "იზვაშენცული" სურვილები და ქვეცნობიერი მოთხოვნილებები .

დაქალები ერთად დარჩენის შემთხვევაში ძალიან ახლო ახლო (მიჯრით) წვანან საწოლზე და ფრიად სასიამოვნო განცდებიც ეუფლებათ, ნუ მომისმენია ფრაზაც რომ თავს მშვიდად ვგრძნობ, ან სასიამოვნო სითბო მავსებს ამ დროს ....


ავიღოთ ცეკვა. ნუ ხდება ხოლმე ზოგიერთ წვეულებაზე (ან და სულაც ყველაზე) როცა 2 გოგო ცეკვავს ერთმანეთთან , ამ ცეკვის დროს ისინი საკმაოზე მეტად ეროტიულ მოძრაობებსაც აკეთებენ და მოკლედ ძალიან გულისამაჩქარებლად ცეკვავენ , არადა ცოტა ხნის შემდეგ ნებისმიერ ბიჭთან ცეკვისას, რატომღაც იგივეს არ იმეორებენ ( ნუ აქ შეილება არგუმენტი იყოს ის, რომ ბიჭს ასე ეგონება, იმას იფიქრებს და ტრალალა, მაგრამ კაი რა მასე მაშინაც იფიქრებს თუ ფიქრი უნდა, როცა გოგოსთან ცეკვავს ეგრე გოგო).

შემდეგი პუნქტი - ისინი აღფრთოვანებაში მოდიანი მეგობრის სხეულზე ლამაზი ამობურცულობების დანხვაზე , ესეიგი ხდება ისეც რომ დიდი სიამოვნებით სინჯავენ " ნა ოშუპ" (აი რატომ არ ხდება ეგ კაცებში? ან რატომ არ არიან ისინი მეგობრის ფალოსებით აღფრთოვანებულები მაგალითად? : ) )

მოკლედ შეიძლება ყველა ამ ჩემს დაკვირვებას მოუძებნოთ რაღაც ახსნა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება , ხოლო ჩემს სიას ემატება და ემატება მარგალიტები , რომელთა ხშირი გამეორების შემთხვევაში მე ისევ აღვწერ მათ.


ჰოდა ეგრე, იცოდეთ ყველა ქალში, აი უკლებლივ ყველაში ცხოვრობს ლესბოსური სული.....

უბრალოდ ......

Blog Archive

Subsrcribe