Thursday, July 03, 2008

საზოგადოებრივი ღიმილი და სოციალური ინტუიცია

რა მაგარი გრძნობაა როდესაც დერეფანში გაივლი და უბრალოდ შენობაში მომუშავე რიგით, საშუალო სტანდარტულ ადამიანი გაგიღიმებს, შენც იმითვე უპასუხებ და არა იმიტომ რომ ან ის ან შენ ამ ღიმილისაგან რაღაცას მოელით, უბრალოდ...

ღიმილი ღიმილია, განმმუხტავი, სასიამოვნო უშუალო....

ძალიან სასიამოვნოა გრძნობა, როდესაც ზოგადად უმიზეზო კეთილგანწყობისაგან გეუფლება....

სასიამოვნოა სასიამოვნო ადამიანური ურთიერთობები, მაშინ როდესაც ისინი უბრალოდ ურთიერთობებია - პრობლემის, ერთმანეთის განხილვის და სულელური შედარებების გარეშე.

საერთოდ მე ძალიან სოციალური პიროვნება ვარ და ამას არც ისე დიდი ხნის წინ მივხვდი....
მევასება საზოგადოება , არ აქვს მნიშვნელობა ნაცნობები თუ უცნობები ...
უბრალოდ მსიამოვნებს ხალხი , მათი რეაქციები ქცევები, საუბარი ერთმანეთთან ურთიერთობა....

ზოგადად რაღაც არის ამ ყველაფერში კი არადა აი ძალიან ბევრი რაღაცაა .....


ძალიან მაგარია როდესაც საკუთარ ინტუიციას და ადამიანის გამოცნობის უნარს ცდი... მაგარი აზარტულია საზოგადოებაზე დაკვირვება , არა დაკვირვება კი არა აი რაღაც რა.....

6 comments:

  1. UPS ის ოფისში რომ მივდიოდი დერეფანში შემხვდა ვიღაც ბიჭი, რომელიც იმათი ოფისიდან მოდიოდა ამანათით ხელში და 90 გრადუსით გავუღიმეთ ერთმანეთს გგგ

    ReplyDelete
  2. Jenny
    ho magaria Zaan, ki arada ragacnairad ascorebs ra :user:

    ReplyDelete
  3. კაი თემაა! მეც მომწონს ადამიანებთან ურთიერთობა და გამომდის რაღაცნაირად. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ძალიან კეთილგანწყობილი და მხიარული ვარ. ნუუუ, აღარ ვიტყვი არაფერს ჩემს თავზე, რადგან შენ უკვე ბევრი რამე იცი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ბლოგზე ჩემი დახასიეთებები წაკითხული გაქვს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დამახასიათა არც ერთმა გოგომ, ამას ძალიან ბევრი ახსნა აქვს:
    1. უმეტესი ჩემი ახლო გოგო მეგობრებისა აქ არ შემოდის;
    2. ზოგს ძალიან არ უნდა გამოჩენა;
    3. ზოგს არ უნდა ცუდი თქვას ჩემზე, რადგან გოგოსგან შეიძლება არაკორექტული გამოვიდეს (თუმცა მე ეგრე არ ვფიქრობ);
    და კიდევ ბევრი... თუმცა იმედია ეს ტრადიცია დაირღვევა და გამოჩნდებიან გოგოები, რომლებიც ხმამაღლა ისაუბრებენ ჩემს ნეგატიურ მხარეებზე, რაც იცოცხლე ნამდვილად გამაჩნია:)

    P.S. პასუხი აქ იმიტომ მოგწერე, რომ იქ ჯერ ვაცდი ხალხს გამოთქვან თავიანთი აზრი ბოლომდე. არ მინდა ჩავერიო:)))

    ReplyDelete
  4. ჰო, ეს ყველაზე კარგი "გასართობია" – ადამიანებზე დაკვირვება, დასკვნების გაკეთება.. მერე, რაღაც სიტუაციებში რომ შეგიძლია ვიღაცის შემდეგი ნაბიჯიც კი გამოიცნო და უბრალოდ, ადამიანებს იცნობ კარგად..

    იცი, შენი ნოველის დასაწყისიც წავიკითხე და რაკი წერ, ეს დაკვირვებები პერსონაჟების დახვეწაში დაგეხმარება კიდეც..

    ReplyDelete
  5. და კიდევ, ღიმილი არაჩვეულებრივი რამ არის :)))

    ReplyDelete
  6. ერთმა მონაზონმა დამიწერა ადრე smile a while, while you smile others will smile and there will be miles and miles of smiles :)
    ხოოოდა ღიმილი ღიმილს იწვევს და კომუნიკაციის მგონი საუკეთესო საშუალებაა
    მეც მიყვარს ღიმილი
    მიყვარს უცნობებს რომ ვუღიმი, ისე უბრალოდ, იმიტომ რომ მერე იმათაც ეღიმებათ და ეს ძალიან სასიამოვნოა
    ხო, მეც ძალიან სოცუალური ადამიანი ვარ :)
    მართალია ხშირად ცუდად მთავრდება ჩემი ღიმილისა და ადამიანების სიყვარულის ამბავი, მარა ზეტ ნევერ სტოპზ მი :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!