მემო-ნატრება - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, April 23, 2008

მემო-ნატრება

მოკლედ აი დღეს ვფიქრობდი....

არა ვფიქრობდი კი არადა ვხალისობდი, ვხალისობდი იმაზე რომ მენატრება ადამიანები რომლებსაც თითქმის ყოველდღე, დღეგამოშვებით ან რამოდენიმეჯერაც კი ვხედავ....

ხოდა აი რა ქვია ამას თუ არა სიდებილე??

თუმცა შეიძლება სიდებილე არც ქვია, თუ გავითავლისწინებთ იმას რომ ხედვით კი ვხედავ, მაგრამ თითქმის ვერ ვასწრებ ნორმალურად ურთიერთობას...
ასე გავისვრით რამოდენიმე ფრაზას ერთმანეთის მიმართულებით და მერე სხვადახვა მხარეს გავრბივართ...

საქმეა ახლა ეეს??

ძალიან ცუდია როდესაც ”ნეხვატკა”ში ხარ ...
მე პირადად ეს მკლავს, ხოდა დავდივარ ასე მონატრებული და არ ვიცი რით ვებრძოლო ამ სისასტიკეს....

არადა დროც რომ არ მაქვს (თუმცა არც იმათ აქვთ) რომ მეტი ხანი დავყოთ ერთად ან უფრო ხშირად ვისაუბროთ , რაიმე მოვიმოქმედოთ ერთად...

მირიჩეთ რა ვქნა? თუ არაფერი არ ვქნა და ეს სულ იყოს ჩემი მამოძრავებელი ძალა რომ დრო გამოვინთავისუფლო??

მოკლედ ....

მენატრება სულ და ბევრი....

Blog Archive

Subsrcribe