Wednesday, January 16, 2008

ჩვეული რითმის უჩვეულო ტემპი

სევდისფერი წვიმა ჩემს დაორთქლილ ფანჯარაზე მშვიდად ხმაურობდა....
ხელს არ მიშლიდა, თუმცა ყურადღებას მიფანტავდა, სიმართლე რომ ითქვას რად მინდოდა ყურადღება არავინ იცის... უბრალოდ ვცდილობდი კონცენტრირება მომეხდინა საკუთარ აზრებზე, მაგრამ ვინ დაგაცადა...


მშვიდად ვფიქრობდი სანამ გაწვიმდებოდა, შემდეგ კი წვიმის მონოტონური მელოდიის თანხლებით - გამახსენდა....


მოგონებებმა ნელა ნელა ჩამითრია და ეთნოგრაფიულში აღმოვჩნდი...

ცივი საღამო, ბნელი ბუნება...

ხმაური და მუსიკის მოგუდული ხმა სუსხიან ჰაერს ავსებდა.....

სწრაფად ჩამიქროლე და ძლივს მოვასწარი შენი შეჩერება....

სახეზე ღიმილი აგითამაშდა და ძალიან ჩქარი ტემპით გამიბი საუბარი.....

შენგან სიმშვიდე და აღფრთოვანება ზაფხულის ნიავივით უბერავდა ჩემსკენ....

სასიამოვნო საუბარს ბოლო მიპატიჟება აგვირგვინებს და შენ დიდი სიყვარულით დამშვიდობების მერე გარბიხარ უკანმოუხედავად, ჩემთან კი ისევ რჩება შენგან მონაბერი სიმშვიდე და აღფრთოვანება, რაც დიდხანს მიმყვება და მეორე დღეს იგივეს განცდის ეშხით ვიღებ შემოთავაზებას და გამოფენაზე გეცხადები..... შემდეგ კი უკვე ყველაფერი უჩვეული რითმითა და ტემპით გრძელდება....

გარგძელება (აქ) არ იქნება ;)





No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!