Friday, December 26, 2008

ოცნებას კაცი არ მოუკლავს....

სვითიმ დამითანხმა და დამიყოლია ვიშლისთი დაწერეო, ხოდა დავწერ ჩემი რა მიდის რა :)

დიიდიი ხანი ვიფიქრე რა მინდა, რეალურად ასე განსაკუთრებით არაფერიც არ მინდა, თუმცა არის რაღაცეები რაზეც არ (უფრო ვერ) ვიტყვი უარს.

1. ჩემი სისუსტე ლამაზი , ჭრელი სტიკერები ერთ წიგნად























2. ბევრი ჰელიუმიანი ბუშტები, ფერადი და დიდი



















3. ფერადი ქუდი , თბილი და ფუმფულა .

















4. ლამაზი ჭაღი ჩემი ოთახისათვის
























5. 1 კვირიანი ტური სტამბულში
























6. ლამაზი საათი (მაღვიძარა)
























7. დიდი მოხერხებული გემრიელი "ნაუშნიკები"
























8. რუბიკის კუბი - განათება

















9. უცნაური ტელეფონი
































10. უსბ - ჩაის ასადუღებელი




















ვსო კმარა ნამეტანი მომივიდა

მააგრამ ყველაზე უფრო ესეიგი ვისურვებდი....... ხერნიაა არ გეტყვით

Thursday, December 25, 2008

დისტანციური ურთიერთობის სიახლოვე მომენატრა

ძალიან უცნაურია ადამიანი რომელიც საკმაო ხანია არსებობს ჩემს ცხოვრებაში, საკმაოდ უჩვეულოდ იცვლის სტატუსებს....

ზოგადად ჩემთვის ის ადამიანი ყოველთვის ნიშნავდა რაღაცას , არც ისე ცოტას....
თუმცა მის თავში რა ტრიალებდა და ტრიალებს დღემდე ჩემთვის უცნობია.... ყოველთვის მქონდა გრძნობა, რომ ჩვენს შორის მიუხედევად კარგი და თბილი ურთიერთობისა იყო დისტანციაც, თუმცა დღემდე არ ვიცი ეს დისტანცია რის გამო იყო და არის.....

ამ ადამიანთან თითქოს არის სულიერი სიახლოვე , თუმცა მას სულ რაღაც კითხვისნიშნები შემოაქვს.... ძალიან უცნაურია მისი დამოკიდებულებაც, რომელიც იცვლება ხოლმე.... ზოგჯერ ეს დისტანცია გაუცხოვებამდე მიჰყავს , ზოგჯერ კი პირიქით....

ეს ადამიანი რაღაცით მეორე მეს მაგონებს, თუმცა ჩვენს შორის ზოგადი მსოფლმხედველობის იმხელა სხვაობაა რომ ვერაფრით ვერ გავიგე რა გვაქვს საერთო...

ძალიან უცნაურია ისიც რომ როგორიც არ უნდა იყოს კონკრეტულ მომენტში ურთიერთობა და დამოკიდებულება, შხვედრისა და საუბრის მომენტში ეს ქრება და თითქოს დისტანციაც აღარ არსებობს....

მოკლედ ვერაფერი გავიგე მაგრამ ეს ურთიერთობა ჩემთვის ერთგვარი აზარტია, არც გამომდის და ვერც ვეშვები.....

მომენატრა!

Wednesday, December 24, 2008

"იზვრაშენკა" ვყოფილვარ და ეს ბოლომდე დღეს გავაცნობიერე...

თურმე რამდენი ფილია მჭირს და ნახევარიც კი არ მცოდნია!!

გენიალურია , ძალიან დიდი მადლობა Jokey-ს გენიალური პოსტისათვის!! გავხალისდი და საკუთარი თავი ვიპოვე.

ასე მაგალითად მე მჭირს:
1.ოდაქსელაგნია-აღგზნება კბენაზე
2.პოდოფილია-მიზიდულობა ადამიანის ფეხის ტერფისადმი
3.ტრიქოფილია-სექსუალური სიამოვნება თმისგან
4.კაპნოლაგნია-სიამოვნების მიღება სხვაზე ყურებით,როცა სხვა სიგარეტს ეწევა.
გეყოთ ვსო , ბევრის ცოდნა კლავს.... :)

ეს თქვენც უნდა ნახოთ აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სიახლეები ->
ფილიები - სრული სია

Thursday, December 18, 2008

სიცოცხლის ფასი - შეძლებისდაგვარად...

ბექო ჭეიშვილი - უსაყვარლესი ჰიპერაქტიული ჰაიბერბექა, ისევ ცუდადაა....

მისი გამოჯამრთელებისათვის ბრძოლა ძალიან ძვირი ჯდება....

ნებისმეირი თანხა (ოჯახისათვის) ერთი გადარჩენისკენ გადადგმული ნაბიჯია!!!

მიმღების ბანკი:

სააქციო საზოგადოება “საქართველოს ბანკი”
ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502
მიმღების დასახელება: ალექსანდრე უსტარაშვილი
მიმღების ანგარიშის ნომერი: 135853800

————————————————————————

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR
IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank
Citibank N.A., New York, USA
SWIFT: CITIUS33

Account With Institution

Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia

Beneficiary: ALEKSANDRE USTARASHVILI

Account: 135853800

————————————————————————

BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO
IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA

Intermediary Bank

Commerzbank, Frankfurt, Germany
SWIFT: COBADEFF

Account With Institution

Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia

Beneficiary: ALEKSANDRE USTARASHVILI
Account: 135853800




Monday, December 15, 2008

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს...

დილიდან თოვს, რაც რაღაც საინტერესოს მომასწავლებელი იყო!

დღეს 15:30 წუთზე კინოთეატრ ამირანში შეკრება დაიწყეს ბლოგერებმა. მე ცოტა დამაგვიანდა და იქ დამხვდნენ დეკა, ლევანა, ნინა და ქალი-ყვო.... მერე შემოგვიერთდნენ ძალიან ბევრნი და ახლა მაგათ ჩამოთვლას არ დავიწყებ....

უნდა ყოფილიყო ქართული ფილმის "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" - საუნდტრეკის და კლიპის პრეზენტაცია... როგორც ყოველთვის დაწყება გაჭიანურდა....

როგორც იქნა მცირე დარბაზში შევედით, ბლოგერებმა ერთი რიგი გავავსეთ და კიდევ ადგილ ადგილ გავნაწილდით ....

კლიპის წარდგენის შემდეგ, უცებ დაიწყო ძალიან ფერადი, დინამიური, სასწაულად კაი ხარისხის, ეფექტური და ორიგინალური კლიპი!!

ძალიან სასაცილო და საკაიფო კადრებია, გმირები მომეწონა....
ნუ რა თქმა უნდა საუნდტრეკიც ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა (სტრინგის შესრულებით)...

ჩემი ჰაზრით ფილმი სასაცილო და რომანტიული მელოდრამის ელემენტებით იქნება.... მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა ხარისხი ძალიან კარგი იყო, კადრებიც ....

მოკლედ აღფრთოვანებული ვარ და ველოდები 25 დეკემბერს - ფილმის პრემიერას.

მგონი ეს ფილმი ნახვად ღირს!

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს - web გვერდი

არადა ასეთი დამთხვევები გულს არ მიჩუყებენ , მააგრამ...

დღეს დღე 6 საათზე მატარებელში დამეწყო როდესაც 15 წუთის ძლივს ჩაძინებული (ძალიან არ მიყვარს ღამის მატარებელი და თითქმის ვერ ვიძინებ) გამცილებელმა ჯაჯგურით გამაღვიძა... საშინელად შემცივდა, მაგრამ მორჩილად გამოვედი სადგურიდან და ტაქსი გავაჩერე..... სახლთან ტაქსისტს ვეჩხუბე გულიანად, რაც გამცილებელს დავაკელი ამას მივაყოლე....

სახლში შხაპში შევძვერი.... არ მიშველა მაინც გულისრევამდე მეძინებოდა.... ცოტა ხნით ვიფიქრე წამოვწვებითქო.... მანამდე კიდევ კარგი გიოს სმს გავუგზავნე 12ზე უეჭველი დარეკეთქო... ოდა კი გამეღვიძა ასე 10ზე, მარა მეთქი ადრეათქო და მერე უკვე გიოს ზარმა გამომაფხიზლა....

ჩქარი ტემპით ჩავიჯაჯე რაც მომხვდა ხელთ და გავქანიდ ლეი’ლასთან, იქიდან კი თამარ ჯიშკარიანის წიგნის პრეზენტაციაზე (ამ წიგნზე ცოტა კონკრეტულად ქვემოთ გეტყვით)

პრეზენტაცია ალპურ კლუბში იყო... ფანტასტიური ღვთაებრივი სურათებით მოფენილი დარბაზი, ყველა დროის საუკეთესო ქართველი მთამსვლელი, მათი აღჭურვილობა მოკლედ მეგონა სხვა დროში გადავინაცვლე....
ძალიან გულისამაჩუყებელი ტექსტები ისმოდა (ამას ვამბობ გულწრფელად) რამოდენიმე მომენტში თავიც კი შევიკავე....

შემდეგ ბევრი ვიბოდიალეთ და 4 საათზე კინოში შევედით მე და გიო. 5 საათზე დაიწყო ტატო კოტეტიშვილის ფილმი ნოსტალგია რომელიც ინეკემ (ცოლმა თუ არ ვცდები) დაასრულა მისი გარდაცვალების მერე. აი მაშინ კი თავის შეკავება გამიჭირდა....

დღე ემოციებით და უცნაური ისტორიებით გადატვირთული გამოდიოდა ნელა ნელა....
მეორე ფილმი მხოლოდ ინეკესი იყო ”ტრანზიტი დუბაი” , ძალიან მესიამოვნა კარგი იყო დანამდვილებით.
თუმცა დღეს დიდი იმედგაცრუებაც არ ამცდა - რეალუარდ ფილმის ფესტივალზე მიხეილ კალატოზიშვილის ფილმ ”ველური ველი”-სათვის წავედი და დამპლებმა მაგ ფილმზე მოსაწვევები დაარიგეს და ვერ ვნახე :(

შემდეგ უკვე სახლში წამოვედი, თამარ ჯიშკარიანის წიგნი ხომ ვიყიდე უკვე და ერთი სული მქონდა წამეკითხა, მით უმეტეს რომ მთამსვლელები ჩემთვის რაღაც განსაკუთრებული, ამაღლებული ხალხია , თანაც ვანო გულედანის დაღუპვის შემდეგ ასეთი ტრაგიკული ისტორიის შესახებ უნდა წამეკითხა.....

ძლივს მოვითავე საღამოს საქმეები და წიგნს ჩავუჯექი გვიან....
მინდა გითხრათ გენიალურია, ერთი ამოსუნთქვით ბოლო თავამდე მივედი... ემოციები ვერც აქ შევიკავე...

იმ დროს კი, როცა მე უშბაზე სიკვდილს ალპინისტებთან ერთად ვებრძოდი მოდის სმს....
Kate-ია მწერს თოვლს გილოცავო. გავიხედე გარეთ და პასუხად ვკითხე - ხო ნამდვილად ამ პლანეტაზე ხარ მეთქი? კიო მიპასუხა, გავოგნდი , ოთახში შუქი ჩავაქრე და აივანზე გავედი.....

ნამდვილად თოვდა, ჩუმად თეთრად, ლამაზად.... არადა დღეს ვფიქრობდი , მითხრეს რიკოთზე ბარდნიდა თბილისის შემოგარენში გემოზე დევსო და ....
გული მწყდებოდა რომ ქალაქი ისევ მშრალი და უნამდვილზამთრო იყო....

ახლა კი ზამთრისფერი თოვლი , სევდისსუნთქვანარევად თოვს......


ღმერთო რა მაგარიაა!!!!



პ.ს ერთი კი დამწყდა ცოტა გული რატომ არ ძროხავსთქო, მაგრამ მერე საღმა აზრმა იმძლავრა და გავიფიქრე ძროხა რომ მოფრინავდეს შიშით ადგილზე გავთავდებოდი, ისევ ფიფქები ჯობია!!
პ.პ.ს ახლა ღამის 4 საათია, მოვრჩი ”ცხელი ზაფხულის 40 დღე”-ის წიგნის პირველ ნაწილს , გაავსკდი ღნავილით....

Wednesday, December 10, 2008

კაცები დაიხოცნენ დედამიწაზე- რა ხდება მერე?

დღეს საღამოთი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობისას ისე მოხდა რომ არც ერთი მამაკაცი მგზავრი არ იყო მძღოლის გარდა, ჰოდა უცებ მომივიდა თავში საშინელი რამე...
უცებ რომ გაქრეს დედამიწიდან ყველა მამრი რა მოხდებოდა.....
ხოდა ამ ფიქრში მოკლე ჩამონათვალიც გავაკეთე რა მოხდებოდა:
  • გაუქმდებოდა ლუდის წარმოება (ეს კი დაუშვებელია როგორ მიყვარს იცით)
  • გაკოტრდებოდა მთელი რიგი ფირმებისა აქცენტირებული მამაკაცებზე
  • აღარ იქნებოდა ესოდენ სერიოზული სპორტი როგორიც რაგბია (ან ქალები იქნებოდა რაც სასწაულია რა)
  • ვეღარავინ დატოვებდა უნიტაზის დასაჯდომს აწეულს
  • გაუქმდებოდა დიდი მანქანების წარმოება(ქალებს ხომ მოსწონთ უაზროდ გასხლიკული მანქანები როგორიცაა ფოლკსვაგენის ბიტლი)
  • მამენტ ეს ვერ მოვიფიქრე ეგრე იქნებოდა თუ არა, მარა მგონი აღარ იქნებოდა ომები :) და ქალები ერთმანეთისათვის მხოლოდ თმების დაწიწკნით შემოიფარგლებოდნენ :)
  • სპერმის ბანკები კი დიიიდ ძალ ფუსლ იშოვიდნენ მარა რომ ამოიწურებოდა ყველა დონორის შენატანი მერე ? აი მერე ვერ მოვიფიქრე ...

ჰოდა აი ეს მცირე ჩამონათვალი ისე არ მომეწონა რომ ვიფიქრე ვეცდები არასოდეს დავუშვა მასეთი რაღაცთქო...
ახლა წარმოიდგინეთ დედამიწაზე მხოლოდ კაპასი ქალები რომ დარჩებიან....
არა არა :)
თუმცა მაგას ძალია ბევრი + აქვს მაგრამ მაინც ბოლოს და ბოლოს გასართობი ხომ გვინდა არა?? :))
ოდა ასე
მე ანტიფემინისტური მოძრაობის დამაარსებელი ვიქნები :)

პირდაპირ მოსაწენი რამე იქნება დედამიწა გატენილი ქალებით :) ვერავის ვეღარაფერზე დაელაპარაკები კოსმეტიკის და მსგავსი რაღაც უაზრობების გარდა :)

მოკლედ დაე იყვნენ დედამიწაზე ღმერთის ”ჩერნავიკები” - სახელწოდებით კაცები :)

Tuesday, December 09, 2008

ლუი #1

დღეს ვინაიდან და რადგანაც ახალი აპარატი ვითხოვე , თანაც ლუის ეღვიძა და თანაც დიდი ხანია მისთვის არ გადამიღია ცოტა გავერთეთ....


აი შედეგებიც :

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა





















რაც ჩვენ გადავიღეთ






















ფრიად კაი სესია გამოვიდა......
























Monday, December 08, 2008

ზამთრის ნისლი და სასიამოვნო კამპანია



ბევრი ლაპარაკის გარეშე დავწერ....


ზამთარია, ბურუსმა დღეს ეს საბოლოოდ გვაგრძნობინა ყველას.... მე კი ეს ბურუსი ძალიან კარგად შევიგრძენი.... უბრალოდ დავრეკე და გავბოდიალდით სამი ცეტი ქალაქში...





































































Wednesday, November 26, 2008

3 things I have Discovered......

1) я поняла что не потеряла своё обаяние






2) я поняла что я законченная "****филка"







3) и пиво можно пить в любой кампаний, и в разных кампаниях у него разный вкус

Tuesday, November 18, 2008

ნოემბრის შარავანდედი მადგას თავზე...

მინდოდა დამეწერა იმაზე თუ როგორ დაიწყო დილა უცნაური ზარით.... უცნაური შემოტავაზებით კონკრეტულ საქმეზე....
როგორ მისივდა თავი , გუშინდელი ღრიანცელის მერე.....

შემდეგ როგორ გაგრძელდა დღე ავტობუსში დაწყებული უცნაური ღიმილითა და საინტერესო ადამიანით..... როგორ ”მოვაგვარე” მე იმ მომენტში დროის უქონლობის პრობლემა შემოთავაზებაზე უარის თქმის შემდგომ....

როგორ გაგრძელდა საღამო საინტერესო საუბრით და ღლაბუცით ინტერნეტ სივრცეში ....
რამხელა ემოცია მივიღე საღამოს მოკლე მონაკვეთში.....

მოკლედ ბევრი რამის დაწერა მინდოდა მაგრამ არაფერსაც არ დავწერ, იმიტომ რომ, იმიტომ....
დაე ეს ყველაფერი დარჩეს ჩემთან ....

Sunday, November 16, 2008

Graduation-Now I Am FREE



16 ნოემბერი 2008 წელი, სასტურმო შერატონ მეტეხი პალასი....

18:00სთ.....

ბევრი ხალხი , აჟიოტაჟი, აღტაცება, აღფრთოვანება, გულისფანცქალი, მოლოდინი, მოკლედ არ ვიცი იმდენი ემოცია ავსებდა როგორც 2004-2008 წლის გამოშვებას, ისე მათ მშობლებსა თუ სტუმრებს.....

სასწაულებრივი იყო ყველაფერი, ბევრი უკმაყოფილება, მოულოდნელობა, უცნაურობა და მაინც 4 წლის მერე "სასწაული" ....
გამოვიარეთ ყველაფერი, ერთმანეთის კბენა-ღრენა , გვერდში დგომა, საკუთარი უფლებების დაცვა და 1000 წვრილმანი კიდევ.....
ნეტა რა დაგვრჩება.... ნეტა ვინ დავრჩებით.... ნეტა სად აღმოვჩნდებით.....

ჩარჩოში ჩასმული დიპლომი, ლურჯი საქაღალდე და თოლია გულში მაგრად გვქონდა ჩახუტებული.....
გაისმა ფრაზა " 2008 წლის გამოშვება თავისუფალია..."

ჰარეში უცებ აირია უამრავი კურსდამთავრებულის ფუნჯიანი ქუდი ...

მე ახლაც არ მჯერა...
აი ვზივარ და ვფიქრობ ნეტა მართლა დავამთავრე......

მოკლედ ESM-Tbilisi-ის მე-13 (FUTის პირველ) გამოშვებას გილოცავთ!!


13 პირველი, 13 უკანასკნელი!!!!

Thursday, November 13, 2008

13 = 21


მორიგი 13 რიცხვი, მორგი დღე რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის....
ამ დღეს ცემი მეორე მეს გარეშე აღვნიშნავ...
ეს პირველია როცა ცალ-ცალკე ვართ.....




მიუხედევად ყველაფრისა უკიდეგანოდ სასიამოვნო დღეა.....
აი ისეთი დღეა რომ გრძნობ რომ შენია რა..... შენშია.... ბევრია......









ძალიან სასიამოვნოა როდესაც ვერ აუდიხარ მოლოცვებს.....
ზოგი ძალიან თბილი, ზოგი ჩვეულებრივი ზოგიც კი განსხავებულად განსაკუთრებულია.....

მოდის ემოცია , დადებითი ბევრი.... მავსებს და მაბრუვებს....

დიდი მადლობა , ძალიან მიყვარხართ!

ჩემთვის ყველა სიტყვას განსხვავებული ფასი წონა და სითბო აქვს!!!














გავიზარდე მაგრამ ახალი შეგრძნებები ჯერ არ შემომმატებია, არც რქები ჩანს და არც კუდი...
ალბათ ყველაფერი იქნება!!!



Saturday, November 08, 2008

გლინტვეინის ჭიქის ნალექზე ამოცნობილი აზარტი

რა საინტერესოა ადამიანური ურთიერთობები....
ხდება ხოლმე ისე, რომ (ეს 21 საუკუნეში ვირტუალური სამყაროს გადამკიდე) არ იცი ადამიანი, არ იცნობ, არ გაქვს რამე ხელმოსაჭიდი და საჭირო ცოდნები მისი იდენტიფიკაციის მოსახდენად....
არადა ზოგჯერ როგორ გვაინტერესებს ესა თუ ის ადამიანი....


და მაინც რა უცნაურია.... უცებ საიდანღაც არა, მაგრამ ხო საიდაღაც ხდება - იგებ ან გაგებინებენ...
ან , ან , ან.... და ეს ისე უცებ ხდება აზრზე მოსვლასაც ვერ ახერხებ....არადა არცაა საჭირო, აი ასე შენამდე მოდის ეს ყველაფერი და ქრება....
გრჩება მხოლოდ ის რომ , არაფერიც არ გრჩება გარდა იმისა რომ იცი - ის ნამდვილია....
ხელშესახებია და რეალური....
არ აქვს თავზე შარავანდედი, ფრთები, არც ცალთვალაა და არც ცალფეხა....
ამ დროს კი ქუჩაში, რომ შენს გვერდით სკამზე ჩამომჯდარიყო ალბათ ვერც იფიქრებდი, ვერც მიხვდებოდი...
ჰმმ, ძალიან სასაცილოა და ძალიან აზარტული.....
არის რაღაც ამაში.....

ზოგჯერ გლინტვეინის ჭიქის ძირში სიუპრიზებიც გვხვდება...

Thursday, November 06, 2008

ნოემბრისფერი შემოდგომა კარამელივით მადნობს

ახლა ვარ თბილი, რბილი, დამდნარი კარამელივით....

გარემო მალბობს, არადა თითქოს არაფერი...
ვგრძნობ ნოემბერი ჩემია...
მოვიდა, აქაა და მმუხტავს.....


ძალიან მაგარია სიცივე, ზამთარი, ბევრი ფოთლები რომ ავსებენ ქალაქს....
ხალხი შეფუთული დადის , ქალაქი ნაცრისფერდება (ისე ხო სულ ცისარტყელას ფერებშია, მაგრამ მაინც)....
ცხვირში გრილი ჰაერის მწიწკნავ სუნს რომ გრძნობ....
ვაიმე ავიწიე ჰარეში ისეთი კმაყოფილება და ბედნიერება მაკრავს გარშემო.... არადა თითქოს არაფერი.....

თითქოს კი არა არაფერი ....
გეგმების ნახევარიც ვერ (არ) შემისრულებია ჯერ , მაგრამ მაინც....
ოხ რა ტკბილია , ოხ რა რბილია ოხ როგორ მავსებს ემოცია.....

მიყვარს ყველა და ყველაფერი (არა მთლად ყველაც კი არა, ეგრე არ გავდებილებუულვარ ჯერ, ზოგიერთი მაინც მკიდია) , მავსებს სითბო, რომელსაც თუ არ გავცემ გამხეთქავს ზედმეტად გაბერილი ბუშტივით....
ახლა მონატრებაც კი ტკბილისფერია, გაბრაზება სურნელოვანი ხოლო გარემოს და დანარჩენი განცდების აღსაწერი სიტყვები არ ვიცი, ისინი ან არ გამოუგონებიათ ან მე ვერ შევისწავლე ჯერ.....

ოხ რა მშვენიერია ნოემბერი და შემოდგომა, არა უფრო ნოემბრისფერი შემოდგომა, ტფუჰ პირიქით ...

მოკლედ სახლში ვარ ....

Wednesday, November 05, 2008

გრძნოობ?

აი ყველაზე მაგარი რა არის იცი??
არა??
ჰო კაი ახლავე მოგახსენებ:
ძალიან მაგარია როდესაც გრძნობ....
გრძნობ და ხედავ თვალებით, გესმის და გრძნობ ყურებით, შეიგრძნობ და გრძნობ კანით, ისუნთქავ და გრძნობ ცხვირით, აგემოვნებ და გრძნობ პირით.....

ეს ყველაფერი კი სასწაულ წარმოდგენებს და შეგრძნებებს შენში დიდი მორევივით ატრიალებს და გითრევს , შიგნიდან, შენთვითონვე.....
ისე მძაფრად გითრევს, რომ თავბრუ გეხვევა და თვალებს ნაბავ....
შემდეგ პირის წკლაპუნს იწყებ და ნელ-ნელა დუნდები....
შემდეგ ისევ თავბრუ გეხვევა და მთელს ტანში ჭიანჭველები დარბიან.....

შემდეგ კი ისევ მორევი გითრევს და ასე დაუსრულებლად.....
შემდეგ როცა გამოფხიზლდები და სუნთქვას აღიდგენ,
თვალებს ახელ და გარემოს იხსენებ ....

შემდეგ ისევ პირის წკლაპუნს იწყებ და სევდანარევი თვალებით ისევ ჭიანჭველებს უხმობ...
ისინიც ისევ დაგივლიან და ამ დროს, ნელ-ნელა შორიდან ხმა იწყებს მოახლოვებას.....
შემდეგ უფრო მკვეთრად გესმის და აზრზე მოდიხარ....

მოდუნებულ სხეულს ნელა აითრევ და კიდევ ერთხელ გივლიან ჭიანჭველები.....
გარემოს იხსენებ თავიდან, ეჩვევი თავიდან და ისევ ყველაფერს განიცდი თავიდან......

მესამე თვალი და წინასწარმეტყველებანი ჩემი

ლოლ
აი კაიფია რა როცა უცაბედად იგებ ვის რა აწუხებს....
რა აინტერესებს...
რას ელის.....
ვინ ან რა უნდა.... რისი იმედით ცხოვრობს....
ძალიან მაგარია. მაგალითად მე ვიცი, რომ ერთ ადამიანს აინტერესებს უყვარს თუ არა იგი მეორეს, ჩააბარებს თუ არა ის გამოცდას, არის თუ არა იგი გეი, არის თუ არა ელვისი მკვდარი, გაყვება თუ არა ცოლად იგი ვინმე ამიკოს

ნუ არ დაგიმალავთ და სასწაულებრივად გავერთე ამ ინფორმაციით თუმცა არ გაგიმხელთ ვინ როდის და როგორ მაწვდის მე საინტერესო დეტალებს სხვების ცხოვრებიდან

ძალიან მაგრები ხართ ყველანი!!
გააგრძელეთ ბედნიერად ცხოვრება და ყველაფერი იქნება... ისე იქნება როგორც თქვენ გინდათ!!
ყველაფერი ჩვენს (თქვენს ხელთაა)


რა ოპტიმისტური ჩანაწერია , მარა ნუ ამ ძილისწინ ძალიან გავმხიარულდი!!

Tuesday, November 04, 2008

დედა




♥♥♥ -დედა- ♥♥♥

Saturday, November 01, 2008

ხელოუ ვინნი ანუ რა ხდებოდა 31ში


მოკლედ რა ხდებოდა 31 ოქტომბერსს... ოჰოჰო!!! დილით გავვარდი მაოსთან სადაც იყო განლაგებული სანაქებო გოგრები, დამხვდნენ ეთო და ანტონა...
ავედით და გუკლიც გადაგვიქანდა მივხვდით რომ იქიდან მათი ტაქსით წაღების შანსი არ არსებობდა, თუმცა გაიხაროს მაომს მეგობარს რომელიც დაგვთანხმდა დახმარებაზე....
როგორც იქნა მივიტანეთ ეს ყველაფერი ადგილზე, სადაც მეპატრონეები ცოტა გაოგნდნენ მარა ეგ გვეკიდა და დავიშალეთ საღამომდე...

მე ამ დღეს ბეევრი ვირბინე იმიტომ რომ საკვების პრობლემა ჩემი გადასაწყვეტი იყო და ამიტომ მაგარი თავ გზა ამებნა.... მოკლედ სახლში მოვქანდი ავიზმან დავიზმანე და გავქანი, მარა ნუ კაკ ნა ზლო ყველაფერი ყირამალა წავიდა, ვერც კუდასთან მივედი სანახავად და ყველგანაც მაგრად დამაგვიანდა!

ნუ ბოლოს 6 ხდებოდა მივედი, მივიტანე ყველაფერი და გოგოებიც მორჩნენ დარბაზის მოლამაზებას.... მერე იყო ნელა ნელა ხალხის შემომატებები, გრიმის კეთება ჭრა კერვა და 1000 რაღაც ვიპ ოთახში.... შემდეგ კი დაიწყო ღრიანცელი და რავიც ცეკვა თამაშობანი.... მოკლე ეს ყველაფერი კარგი იყო იმდენად რამდენადაც ეს სვითის და ჯენის ძალებში იყო!!!

ოდა ფოტოები ბევრი მაქვს მარა არ ვდებ ბევრს იიშ!!!

Friday, October 31, 2008

50 лучших фраз, сказанных мужчинами

წყარო - დღიური

1. Я люблю работу, она очаровывает меня. Я могу сидеть и смотреть на неё часами. © Джером К. Джером. 


2. Что если мир — иллюзия и ничего нет? Тогда я определенно переплатил за ковер. © Вуди Аллен. 

3. Доктор дает мне две недели жизни. Хорошо бы в августе. © Ронни Шейкс. 

4. Многие мужчины, влюбившись в ямочку на щеке, по ошибке женятся на всей девушке. © Стивен Ликок. 

5. Бокс — это дружеское кровоизлияние. © Эмиль кроткий. 

6. Первый человек, бросивший ругательство вместо камня, был творцом цивилизации. © Зигмунд Фрэйд. 

7. Никогда свобода слова не бывает столь драгоценной, как при случайном ударе молотком по пальцу. © Маршалл Ламзден. 

8. Трудные задачи выполняем немедленно, невозможные — чуть погодя. © Девиз ВВС США. 

9. Счастье есть удовольствие без раскаяния. © Л.Н.Толстой. 

10. Я благодарен за то, что у меня есть два средних пальца, хотя неплохо бы иметь еще пару. © Мэрилин Мэнсон. 

11. Жизнь — это то, что с нами происходит, пока мы строим планы. © Джон Леннон. 

12. Я не всегда знаю, о чем говорю, но знаю, что прав. © Мухаммед Али. 

13. Мысли и женщины вместе не приходят. © М.Жванецкий. 

14. Я люблю Микки-Мауса больше, чем всех женщин, которых знал. © Уолт Дисней. 

15. Будучи трезвым, претворите в жизнь все свои пьяные обещания — это научит вас держать язык за зубами. © Эрнест Хемингуэй. 

16. Я болел три дня, и это прекрасно отразилось на моем здоровье. © Сергей Довлатов. 

17. Вы сами, как никто другой во всей вселенной, заслуживаете своей любви и преданности. © Будда. 

18. Для того, чтобы заняться сексом, женщине нужна причина, мужчине – место. © Билли Кристалл. 

19. Я не мог дождаться успеха и пустился в путь без него. © Джонатан Винтерс. 

20. Брак — это интересная форма поединка, по правилам которого ты должен спать с врагом. © Ли Дениел. 

21. Я вегетарианец не потому, что я люблю животных, просто я ненавижу растения. © А.Уитни Браун. 

22. Если ваша жена хочет научиться водить, не стойте на её пути. © Стан Левинсон. 

23. Чтобы заполучить женщину, скажите ей, что вы импотент. Она непременно проверит это. © Кэри Грант. 

24. После двадцати лет жизни в браке я, кажется, начал понимать, чего хочет женщина. Ответ на этот вопрос лежит где-то между диалогом и шоколадом. © Мэл Гибсон. 

25. Есть только один путь к счастливому браку; коль скоро я отыщу его — женюсь снова. © Клинт Иствуд. 

26. Электронный мозг будет думать за нас точно так же, как электрический стул за нас умирает. © Станислав Ежи Лец. 

27. Задайтесь целью ежедневно делать то, что не по душе. Это золотое правило поможет вам выполнять свой долг без отвращения. © Марк Твен. 

28. Секс — это комедия положений. © Дмитрий Храповицкий. 

29. Большинство людей счастливы настолько, насколько они сами решили быть счастливы. © Авраам Линкольн. 

30. Ум говорит — мудрость слушает. © Джимми Хендрикс. 

31. Пиво — это еще одно доказательство того, что Господь любит нас и хочет, чтоб мы были счастливы. © Бенжамин Франклин. 

32. Выйдешь в люди — заходи. © Василий Туренко. 

33. Ничто так не портит цель, как попадание. © Приписывается Н.Фоменко. 

34. Пессимист видит трудности при любой возможности; оптимист в любой трудности видит возможность. © Уинстон Черчилль. 

35. Есть только две бесконечные вещи: Вселенная и глупость. Хотя насчет Вселенной я неуверен. © Альберт Эйнштейн. 

36. Самый надежный способ запомнить день рождения жены — забыть его хотя бы один раз. © Джозеф Коссман. 

37. Директор — такой же человек, как и все остальные, только он об этом не знает. © Раймонд Черчел. 

38. Если жена тебе изменила, то радуйся, что она изменила тебе, а не отечеству. © Антон Чехов. 

39. Из двух зол будь меньшим. © Амброз Бирс. 

40. Бог подарил мужчине мозг и пенис, но, увы, когда работает один из них, второму не хватает кровоснабжения. © Робин Уильямс по поводу Клинтона и Левински. 

41. На своих ошибках учатся — на чужих делают карьеру. © Александр Фюрстенберг. 

42. Я долго остаюсь под впечатлением, которое я произвел на женщину. © Карл Краус. 

43. Я всегда говорил, что женщина должна быть как хороший фильм ужасов: чем больше места остается воображению, тем лучше. © Альфред Хичкок. 

44. Возлюби ближнего своего, как себя, но не будь близок с кем попало. © Луис Бил. 

45. Миром правят молодые, когда состарятся. © Джордж Бернард Шоу. 

46. Я могу прожить жизнь без необходимого, но без лишнего не могу. © Михаил Светлов. 

47. Я никогда не бываю так занят, как в часы своего досуга. © Цицерон. 

48. Холостяк — человек, у которого есть стол и диван, причем история дивана гораздо богаче. © Хенрик Ягодзинский. 

49. I'll be back. © Арнольд Шварценеггер. 

50. Любовь для женщины — это что-то между диалогом и шоколадом. А для мужчины — что-то между сексом и пивом. © Мэл Гибсон.

Wednesday, October 29, 2008

∑ განწყობები ÷ ∑ არსებული გარემო

მმმ.... ძალიან უცნაურია , ახლა დავამთავრე იესემის Graduation -ისათვის რაღაც სალიდშოუს კეთება (სლაიდშოუ ჩემზე) ხოდა უცნაური განცდები დამეუფლა....
სულ სხვა რამეზე მინდოდა დაწერა მგონი, მაგრამ სულ სხვა რამეს დავწერ და უკვე ვწერ ახლა :)


მოკლედ დღეს დატვირთული დღე მქონდა, მოვედი დავისვენე და ჩავუჯექი ისევ რაღაც საქმეებს, ბოლოსკენ კი ზემოთ ნახსენები სლაიდშოუ გავაკეთე , ხოდა ვფიქრობდი რა....
გავიხსენე რომ მინდოდა ჩაბარება სამხატვრო აკადემიაში (არ მაცადეს) , მერე მინდოდა ჟურნალისტობა (არც ეს მაცადეს) ხოდა ბოლოს ოჯახის ჯინაზე თუ იმიტომ რომ სხვა შანსი არ მქონდა კი არადა სხვა ვერაფერი ვნახე , ჩავაბარე ESM-ში.... ხოდა სანამ ჩავაბარებდი გამოჩნდა ადამიანი, ჩემი მათემატიკის მასწავლებელი (რომელიც მამზადებდა) და საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ მის ჯინაზე ჩავაბარე და ისე ვქენი რომ აგერ უკვე დავამთავრე კიდეც....
ეს უცნაური ხუმრობა იყო ბედისა თუ დამთხვევების ჩემს ცხოვრებაში...

ამ ბოლო დროს ყველაფერი გამოდის მართალია ცოტა ვალებით და ძალისხმევით მაგრამ ეგრე ფაფის ამაც არაა ადვილიო და მართალია....
გამოდის რა უცნაურია, უამრავ რამეს ვარ მიდებ მოდებული და ეს უზომო სიამოვნებას მანიჭებს... რაც ბევრია გასაკეთებელი , მით მეტია სტრესი ,რაც მეტია სტრესი მით მეტად ვკაიფობ... ალბათ 4 წლიანი მსგავსი რეჟიმის დასრულებას ვერ შეეგუა ჩემი ორგანიზმი....
მოკლედ როგორც არის რა....

კიდევ რა... კიდევ ბევრი უცნაურობა ხდება.... მაგალითად საიდანღაც მეჩითებიან ძალიან დიდი ხნის უნახავი ნაცნობები (ნაცნობები და არა მეგობრები) მიყვებიან რეები გაიგეს ამ ბოლო დროს ჩემს შესახებ რომ აღფრთოვანებულები არიან და საღოლ მე... (რა უნდათ?? ვერ დაეტევიან საცა არიან? ან რას მამცნობენ რა იციან ჩემზე და მამენტ რასაც არ მამცნობენ ორჯერ მეტი იციან?? ოი ბლინ) კიდევ რავიც ბევრი რაღაცეებია არის ასეთი აუხსნელი, ისევე გრძელდებიან ჩემი სიზმრები და მოლოდინები და რა ვუყო დავიკიდე , აღარ შამიძლიან ....


კიდევ რა ა ხო ჩემს ოჯახში ალბათ იცით თუ გადაგიხედავთ ჩემი ძველი ჩანაწერებისათვის ახალი წევრია , ხოდა არის რა ის მისთვის მე ჩემთვის და ასე მთელი ოჯახი ვართ ცალობით და მთელი მუღამი რაცაა რომ ყველა მეკითება რაღაცეებს და რეალურად არაფერი მაქვს სათქმელი იმიტომ რომ იმიტომ რომ აბშენია ახლოა 0-თან ხოდა აბა როგორ გინდა უთხრა რომ კვირის 80% სახლში არ ატარებ (ნუ ან მაგ კონკრეტულ სახლში მაინც) , ვერ გაიგებენ რა აზრი აქვს....

მოკლედ ახლა ჩემი განწყობა არის ამაღლებული, შემოდგომის სიცივით გაჟღენთილი (სიცივეზე შემოდგომაზე და საერთოდ ზამთარზეც მაბოდსბ და მბურძგლავს) და საერთოდაც მგონი გავსხივოსნდი და ვერ ვამჩნევ ვერც მე ვერც თქვენ....

კიდევ ხო რა უცნაურია ამ ბოლო დროს მჭჳრს აი რა დავარქვა არ ვიცი სენტიმენტალურობა თჲ რაღაც მოკლედ ზოგიერთი ჩემი გარშემომყოფის მიმართ ისეთი სითბოს და სიყვარულის გრძნობა მეუფლება , ნაყინი რომ ვიყო დავდნებოდი :)....

აი ასეა ეს ყველაფერი ....

ოდა კიდევ ახლაც ისეთი საინტერესო რაღაც ხდება ამ სახლში რომ გეუბნებით მე თქვენ ეს არის დასტური იმისა რომ ღმერთს უცნაური იუმორის გრძნობა აქვს.....
აქვს და მომკალით.....

აი ასე......

საღამოს საუნდტრეკი:http://www.link.ge/file/134973/Soundtrack---Ballade-4-Part-2.mp3.html რისთვისაც მადლობას ვუხდი ერთ ძალიან საყვარელ კონტაქტს ჩემი მსნ-ლისტიდან.

Monday, October 27, 2008

დღე რომელიც დღედ იწყება და მთავრდება...

გავიღვიძე გვიან..... საშინელი თავის ტკივილით (ეს იმის გამო რომ წინა საღამო მახსენებდა აქტიურად თავს), მუცლის გვრემით და მოკლედ საშინელი შეგრძნებებით დავიწყე გაღვიძება...

ავდექი , სახლში ვიბოდიალე... მარტო ვიყავი.... ჩავრთე ტელევიზორი, კომპიუტერი, ჩაიდანს თითი ჩამოვკარი და ფანჯარაში გავყავი თავი....

საასიამოვნო წვიმიანი დღე დამხვდა, გამიხარდა... საერთოდ შემოდგომა და ზამთარი მიყვარს ძალიან... როცა ცივა ეგეც მიყვარს.....ჯუმპ

შემოვტრიალდი ოთახში დავისხი ჩაი და კმაყოფილი მივუჯექი კომპიუტერს.... უგზოდ და უმიზნოდ ვიბოდიალე ინტერნეტ სივრცეში , როგორც ვიცი ხოლმე.... შემდეგ სასიამოვნოდ ვისაუბრე სკაიპის კონტაქტებთან....

შემდეგ, რა იყო შემდეგ... შემდეგ გავგზავნე მოპატიჟება ჩაიზე თუ ისე .... მოკლედ სასიამოვნო საზოგადოებაში ვისურვე ყოფნა.... სტუმრებმაც არ დააყოვნეს და სულ მალე 2 ძალიან სასიამოვნო ადამიანის გარემოცვაში მივირთვამდი ლუდს და ორცხობილას....

საერთოდ დღე ისე ცუდად დაიწყო ვფიქრობდი არაფერი გამახალისებს მეთქი მაგრამ შევცდი... ძალიან სასიამოვნო იყო, ახლა ერთი პარტია სტუმრებისა (ნუ არა მთლად სტუმრებიც არ ქვიათ) წავიდა, მააგრამ დროს უქმად არ ვკარგავ და ახლა მეორე პარტია მოვა.... მე თვითონ გარეთ გასვლის ტრაკი არ მაქვს ხოდა....

სასიამოვნოა როდესაც ხარ მარტო... გარეთ გრილი და რუხი ამინდიაა... დროულია ყველაფერი რაც გაგათბობს.....

ნუ ხო ყველაფერი რა რაც გაგისწორდება ის ყველაფერი ვუი

@ მეორე პარტიაც ფრიად სასიამოვნო და საინტერესო იყო....უფრო თბილი და მმმ დამაინტრიგებელი..... პიკანტური და ექსტრემალური...

@ მესამე პარტია სტუმრებსაც არ გაუცრუვებიათ იმედები რაღა დაგიმალოთ და ....


ბევრი ლუუდდიიი დავლიე.... ასე აღარ შეიძლება.... თუმცა სასმელი არაფერს უშლის ხელს თუ არ უწყობს ....


ასე და ამგვარად მოკლედ და კონკრეტულად... დღეს ჩემი დღეა და მომწონს ეს ყველაფერი ....

Saturday, October 25, 2008

ღამის უცაბედი მუზა დაპატიჟებული ჩაიზე...

საერთოდ ადამიანზე წარმოდგენა და შთაბეჭდილება მასთან ურთიერთობის მერე გიჩნდება, მართალია სულ არაა აუცილებელი ურთიერთობა ხშირი იყოს მაგრამ რაღაც ეტაპორივად და ხანგრძლივობით უნდა იყოს.

ჩემი მასთან ურთიერთობა არც ეტაპობრივია, არც ხანგრძლივობით დაიკვეხნის, არც რაღაც სასწაულებრივი გაცნობით დაწყებულა.... სიმართლეს გეტყვით და მგონი არც იყო საჭირო და არც ახლაა დიდად ეგ საჭიროება...
რაღაცნაირია ”აბშენია”, გახსნილი , უბრალო, ხალისიანი, მიხვედრილი, უქვეტექსტო... ყველანაირად რომ სასიამოვნო განწყობა მოდის, არანაირი წყენა , შეურაწყოფა, გადაბრუნებული სიტყვა აზრი თუ განწყობა...

საერთოდ სად დაიწყო ყველაფერი არ მახსოვს, მართლა არ მხსოვს იმიტომ კი არა რომ ეს ადამიანი არაა ასეთი დასამახსოვრებელი, არა უბრალოდ მხოლოდ იმიტომ რომ შეგრძნება და ურთიერთობა მაქვს მასთან ეგეთი რომ თითქოს დიდი ხანია ვიცნობ ან სულაც სადღაც თავიდანვე ჩემიანი იყო....

უი აი ზუსტად , ჩემიანია... მიუხედევად შეხების წერტიების სასწუალებრივი სიმცირისა, რომ იგრძნობ
”როდსტვენნაია დუშა”... მხარს აგიბავს , ან არც აგიბავს მარა ეგეც არ გაგიტყდება...
ხოდა ამ ბლო დროს რაღაც კარამელივით ვიღვრები ხოდა არ ვიცი , ის რომ ასე ვწერ ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე, ძალიან ძიერი ემოციით მაგის ბრალია თჲ პირიქით, თჲ როგორცაა ავიჭერი მე თვითონ ხოდა...

მოკლედ ამ ვიდეომ , იმ ემოციას, თუ იმ ემოციამ ამ ვიდეოს...




მოკლედ მადლობა ბებე (sexyvoice)

Thursday, October 23, 2008

Once Upon A Time...იყო და არა იყო რა...

სადღაც ოდესღაც ხრეშიან გზაზე თვალში მომხვდა ერთი უცნაური ტიპი....
უცნაური ცოტა ცუდი ნათქვამია, მაგრამ მაინც ყველაზე შესაფერისია....
ხოდა იყო ხალხი , ხმაური და აურზაური.... ყველაფერი ეს დამსწრე საზოგადოების უკეთ შეცნობის შანსს იძლეოდა... მე შევიცანი იგი.... გამოვიდა ისე რომ ურთიერთობა გაგრძელდა და დღემდე არ შეწყვეტილა მხოლოდ განვითარების მიმართულებებს იცვლის ... და ხან ღრმავდება, ხანაც ჩვეულებრივ ზედაპირულზე ოდნავ უფრო მეტია . ასეა თუ ისე კიდევ ერთი ძალიან კარგი და განსხვავებული ადამიანი გამოჩნდა ჩემს ნაცნობთა წრეში .... ყველაფერი საუკეთესოდ იყო, ახლა კი კიდევ უკეთააა....
ეს ადამიანი სულ სხვა იყო მანამდე სანამ ჩვენი ურთიერთობის მიმართულება შეიცვლებოდა, მერე ცოტა შეიცვალა, ხოლო ახლა კი სულ სხვა პიროვნება გახდა, არა სულ სხვა არა, მაგრამ არც მთლად ის დარჩა რაც იყო.....


იშვიათია როდესაც ადამიანის ცვლილებას უყურო და უარყოფითი ემოცია არ გაგიჩნდეს... ალბათ ადამიანი უნდა იყოს დადებითი რომ მისი ცვლილებაც წარმატებული გამოვიდეს.....


****
აქამდე ასეთი ადამიანები არ ვიცოდი თუ იყვნენ....
ამ გოგონას ვიცნობდი , თუმცა ვერ ვიტყვი რომ კარგად, ან ახლოს ვიყავი მასთან მაგრამ ვიცნობდი.... ვიცოდი სახელი , რაღაცნაირად ვგრძნობდი როგორი იყო. თბილი , სათნო, დამყოლი, ქალური, აი მოკლედ ძალიან სასიამოვნო.... პირველი საუბრისთანავე დამალბო მისდამი დადებითმა ემოციებმა...
ისეთი ადამიანი მგონია და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს რომ ვინც არ უნდა იყო მისთვის აუცილებლად ხელს გამოგიწვდის , ეცდება დაგეხმაროს რამდენადაც ეს მის შესაძლებლობებში იქნება.... მოკლედ საუკეთესო ვინმეა.
.... სიმართლე რომ იტქვას ძალიან სხვანაირია, მიუხედავად იმისა რომ ცემი ემოციები პირველი და მეორე გმირის მიმართ ერთნაირად დადებითია მაინც ძალიან დიდი სხვაობა განწყობებს შორის ....

....მაინც რა უცნაურია დამთხვევები და ზოგადი წყობა გარემოში...


****
ეს ნაცნობები ტყუილად არ აღმიწერია, ისინი იყვნენ ცალ ცალკე მაგრამ ერთად, ისინი ორივე ჩემს ნაცნობებში ერთიანდებოდნენ... რა მერე? მერე არაფერი უბრალოდ ის უცნაური ტიპი რომელზეც დასაწყისში ვსაუბრობდი რაღაც ეტაპზე ამ სათნო გოგონას ეცნო, გაეცნო და ურთიერთობის მიმართულება როგორც ყველასთან მათთანაც შეიცვვალა.....

მოკლედ ამდენი რატომ ვწერე ვერც თქვენ გაიგეთ ალბათ და არც მე ვიცი ზუსტად, მაგრამ არაუშავს ახლა ავხსნი კი არადა მოვყვები....

ადამიანების უმეტესობას აქვს უცნაური შეგრძნებები ხოლმე როდესაც რაღაც ახალს იგებს და მით უმეტეს ეს ახალი თუ ორი ადამიანის ურთიერთობას ეხება.... ძალიან რთულია ავხსნა მე რა დამოკიდებულება მაქვს ხოლმე ზოგადად , მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში , ამ ამბავმა რომელსაც ორი -ერთში (სასაცილოდ გაიჟღერა მარა ნიჩივო) ქვია დამალბო და რაღაცნაირი სასიამოვნო ჟრუანტელით დამაჯიდლოვა.....

შეიძლება ჩემი დამოკიდებულების გამო ამ ადამიანების მიმართ ან იქნებ... მოკლედ არ ვიცი, მაგრამ ვთვლი რომ რაღაც არსებობს... არა უფრო მეტიც არსებობს ყველაფერი , მთავარია ეს იპოვო , ან გიპოვნონ...
აი ვათვალიერებდი რა მათი (დაფარული და კარგად შეფუთული) ისტორიის და ამბის პატარა ნაფლეთებს, რომელიც სააშკარაოზე გამოქვთ შიგადაშიგ, მომივიდა მუზა თუ განწყობა ეს დამეწერა....
უფრო სწორად გამომეხატა ემოცია.... იმდენად ბევრი და სასიამოვნო მუხტი მომაწვა უცებ....

ხოდა ისა არ ვიცი რა მინდოდა მოკლედ მეთქვა გარდა იმისა რომ You are so sweet (both)....

Sunday, October 19, 2008

ისევ სიზმარი უსიტყვო და ასეთი მეტყველი



დღეს შუადღით მაგარ ”დაგრუზულს” და დაღლილს ჩამეძინა, მეძინა ასე 40 წუთი და ვნახე სიზმარი...
ეს სიზმრები ჩემს ცხოვრებაში რაღაც საკვანძო როლს თამაშობენ თუ მე მეგიჟებენ ჯერ ვერ გავარკვიე....

ხოდა დამესიზმრა რომ მობილურით ვლაპარაკობდი და უცებ პრაღააში არმოვჩნდი, უბრალოდ ვიცოდი რომ იქ ვიყავი თორემ ისე ქალაქის გარეუბანში ვიყავი , მივბოდიალობდი და დაბალ საყვარელ კორპუსებს ვათვალიერებდი....

ტელეფონში ხმა ძალიან მოწყენილი იყო... მეუბნებოდა რომ დიეტაზე იყო და აღარ შეეძლო მეტი, რომ 6 კილოგრამი დაიკლო და ეგ ძალიან ცოტაა..... კიდევ ბევრი რამე მითხრა , ბოლოს კი დააყოლა რომ ძალიან უნდოდა ფისო....

ამ დროს მივადექი მის საცხოვრებელს და ფანჯარაში ზურგი დავინახე.... ისეთი დაძაბული და ”დაგრუზული” ვიყავი იქაც რომ ზურგიდან შევატყვე რომ შეცვლილი იყო... ძალიან შეცვლილი, ხმაც კი ისეთი არ ჰქონდა როგორიც სულ....

ამ დროს წინა სახლის ეზოდან პატარა კნუიტი გამოიქცა და გავეკიდე, თან ვეუბნებოდი ახლა კატა მომყავს შენთან მეთქი და არ სჯეროდა ასე მითხრა გიჟი ხარ და მე მაინც გამანებე თავი ისედაც ცუდად ვაროო....

ამ დროს შემობრუნდა სახით ფანჯრისაკენ და ძალიან ცუდად გამომეღვიძა ასე თავისით ვაჭყიტე თვალები....

საშინელი ემოცია იყო, ახლაც არ გამიარა ჯერ... სმს-მივწერე ხოდა ანგარიშზე არ ჰქონდა და მერე მოგწერო ასე მითხრა.... ჯერ არ ჩანს!!

უუჰ ზოგჯერ როგორ მგრუზავენ სიმზრები რომელიც ვერ გავარკვიე იმიტომ ცხადდება რომ მასე უნდა იყოს თუ იმიტომ რომ მე მომყვება ემოცია და ხელს ვუწყბ მათ აცხადებას თუ შთავიგონებ, ნუ მოკლედ როგორცაა....

სიზმრები არიან ჩემთან თუ ჩემში თუ როგორც არიან დაე იყვნენ....


Friday, October 17, 2008

შინდისფერი ბადრიჯნის ემოციური აღიარება....

ჩვეულებრივი დღე , დღე რომელიც ისე იწყება და მთავრდება თითქოს არაფერს არ გიტოვებს, არადა ყველა დღე რაღაცას გიტოვებს ....
გიტოვებს განწყობას....
მოგონებას....
ადამიანებს.....
აზრს და ისტორიას.....

მოკლედ როგორც არის და რაც არის საუკეთესოდაა ყველაფერი რაოდენ ტრაკშიც არ უნდა ვიყოთ ....
მართალია ხდება ისე რომ ვცოფდებით, არაფერიც აღარ გვინდა მარა ზუსტადაც მაშინ გვინდა ყველაზე ბევრი.... არათუ გვინდა გვჭირდება და ეს სიკვდილ სიცოცხლის საკითხია....
არა ვაჭარბებ ეს უბრალოდ სიცოხლის და სასიამოვნო ყოფის საკითხი უფროა.....

რაოდენ სასიამოვნოა მოულოდნელი მოვლენა.... ისეთი არაფრით განსაკუთრებული თითქოს, მაგრამ მაინც სიამოვნების და დადებითი მუხტის, ღიმილის მომტანი....

მიყვარს სიგიჟეების ჩადენა.... ეს მგონი სისხლში მაქვს... კი არადა გენში....
ერთადერთი ადამიანი ვინც ვიცი რომ სულ მზადაა რაიმე მსგავსის გასაკეთებლად ჩემი მმ სისხლი და ხორცია თუ მე ვარ მისი სისხლი და ხორცი , თუ როგორცაა....

ამ ბოლო დროს აღმოვაჩინე რომ ჩემს გარშემო ეგეთი ხალხი თითქმის რომ არაა....
რა საინტერესოა არა?? არადა .... თითქოს....

ნუ როგორც არის.....

დღე საინტერესო იყო... შემეცნებითი არ ყოფილა, სამაგიეროდ დადებითჳ იყო....

აი სულ + რომ არის მთელი დღე ეგეთი!!

მე არ ვარსებობ მე ვცხოვრობ!!!

Saturday, October 11, 2008

დაგრეხილი ხის ჩრდილში ამოსული თავისუფლება

გარეთ ისეთი ამინდია, აუცილებლდ უნდა მოგინდეს სადემ ქალაქ გარეთ მყუდრო მდელოზე ეულად მდგომი ქარისაგან დაგრეხილი ხის ქვეშ გაშოტვა....

გრილი სიოს ღრმად ჩასუნთქვისას არაფერზე ფიქრი....
ფიქრი იმაზე რომ ეს არის თავისუფლების პატარა ნაჭერი რომელიც ასე ადვილად შეიძლება გერგოს და დაგრჩეს....

იწვე და ტკბებოდე, ტკბებოდე იმით რაც იმ მომენტში გაქვს და რაც არ გაქვს იმითაც.... იმიტომ რომ იმ მომენტში მეტი არაფერი გჭირდება ....
საერთოდ არაფერი.....

ძალიან ცოტაა საჭირო იმისათვის რომ იგრძნო - ცოცხალი ხარ და შენ ყველაფერი თუ არა ძალიან ბევრი შეგიძლია!!!


შეგიძლია და გამოგივა კიდეც.... გამოგივა და მიაღწევ კიდეც......

დაგრეხილი ხის გამხმარ ფოთლებს დაუგდებ ყურს და გაგახსენდება რომ ეს მომენტიც გაფრინდება... მომენტი გაფრინდე მაგრამ შეგრძნებები გაგყვბა ბოლომდე... იქამდე მაინც სანამ ე შენში მუხტს გამოიწვევს.... მანამდე სანამ შენთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება.... იქამდეც სანამ უფრო დაგრეხილ ხეს არ იპოვი თავისუფლების უფრო დიდი მინდორზეე......



გარეთ მინდა!!! შორს ქალაქიდან!!!!


sos!!!!


Tuesday, October 07, 2008

Rain drops keep falling on my hair


უჰ ეხლა გემოზე იწვიმებს....
მე კი წავალ და ჩემი ჩაის ჭიქიანად აივანზე დავჯდები , ისედაც კაი ჟღვლინტიანი კიდევ უფრო გავიჟღვინტლები!!

მაგრამ ეგაა მთელი კაიფი!!!!

აი ლავ რეეეინ!!!!
@აფდეითი- ელავდა 10-12 წამში ერთხელ მაგრამ მე მაიინც ყველა კადრი გავმაზე
@ გვიანიღამისეული აფდეითი - რა სასიამოვნოა, ღამე სამზარეულოში ჭიქა ვაშლის ჩაისთან ერთად ჯდომა, მაშინ როდესაც გარედან ნაწვიმარი გრილი ჰაერი უბერავს....
შენ კი გიდგას ჭიქა და ტკბები უცნაური ხმაურებით....


Sunday, October 05, 2008

მამკოდა 04.10.2008

ისევ ოფ-როუდი, საუკეთესო გასვლა....
ალბათ ტქვენ უკვე აღარც კითხულობთ მაგრამ მე მევასება, მოგონებაა :)





თქვენ ხართ ჩემი ბატონები და უკიდეგანოდ დაღლილმა ცოტა ხანია რაც თვალი გავახილე და გთავაზობთ შეძლებისდაგვარად დამახსოვრებულ მიმოხილვას smile.gif

შეკრება საუკეთესო იყო...
ფოთოლა დილიდან უყურებდა ოფროუდერების ერთსულოვნებას... როგორ იყვნენ ჯგუფად შეგრვილები ტეტეს მანქანის გარშემო და ეხმარებოდნენ მას...
შემდეგ ლევანის ახალი ბამპერით იყვნენ აღფრთოვანებულები...

ნუ მოკლედ ბევრი ბუზღუნისა და ლოდინის მერე გავედით ქალაქიდან smile.gif ხოდა მანამდე იმდენი ხანი ვიბოდიალეთ რომ მაომ მოასწრო საყიდლებზე წასვლა და მოსვლა : )

ქალაქიდან გავედით და როგორღაც მოხდა, რომ ყველას მანქანას ჰქონდა რაცია (ბოლო გასვლაში ეგეთი რამე ფანტასტიკის სფეროდან იყო) . ჩვეულებრივ ჰაბების ჩართვა გამორთვის და საბურავების დაშვება - დაბერვის ცერემონიის მერე დავიძარით გაუჩერებლად....
თავიდან ყველას ის გზაც ძალიან ხრიოკი მოეჩვენა და ჩვეული გულისტკივილობებიც გაჩნდა ხომ იცით არა, ”აუ სადაა ტალახი, როგორ კაცო აქაც ასე მშრალია”?

მააგრამ ნურას უკაცრავად....
მშრალი უცებ იქცა სველ სლიპინა და წებოვან მასად, რომელიც ოფროუდერების რკინის რაშებს გამალებით უშლიდა ხელს (და მაინც ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა , არადა კაცო სხვა ადამიანები კი ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ჰქონდეს 30 კაცს ბედნიერი სახე მაშინ როცა ვიღაც ორი საკუთარ მანქანას ყელამდე ტალახში ჯალამბარით აბავს, და პრი ეტამ ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო)

ხომდა კაცო დაიწყო პირველი მეტ ნაკლებად საინტერესო ტალახუნა სადაც გადამღები ჯგუფი ხელათ განაწილდა ... თუმცა განაწილებაში და თვალების დაყვლეპაში არც დანარჩენები ჩამოვრჩით....
თუ სწორად მახსოვს აიარა კოტეემ, მერე ტეტემ, მერე 4მრბენმა და მგონი არ მეშლება და ნეო გაეჩხირა .. მოკლედ პირველივე ტალახში მისმა ახალმა შექმნილმა რაშმა გამოცდა მეტად თუ ნაკლებად, კარგად თუ არც ისე, მაგრამ ვგონებ ჩააბარა....



ჩვენ გზაში კიდევ ბევრგან გავჩერდით , იქ სადაც პატარ პატარა ტალახებში ან ნეო იყო გაჩხერილი ან ძოხო ახერხებდა სასწაულს - ნა სამომ როვნომ მესწე, ან ვეშაპო ცდილობდა დაუძლეველი ბუგორის გადავლას და ამ ბუგორზე შერჩენილს გელა ექაჩებოდა... ნუ მოკლედ ცოტა ცოტას ყველა ერთობოდა ტალახის ზელით მისთვის მოყუჩებულად (მოყუჩებულად მანამ სანამ დახმარების მოსახმობად არ ამოიღნავლებდნენ გაჭედილები biggrin.gif )


შემდეგი იყო (როგორც მერე თქვეს აი ბერკეტამ რომ იბუღრავა და სასწაულები ქნაო) მაძუნგალი ტალახი, რომელიც იყო კალიაში თუ რაღაც, თანაც მარცხენა მხარეს მიქონდა მანქანა თუ, ნუ, აუჰ...

პირველი კოტე მიდიოდა და გმირულად გაეჭედა, მერე აჯალამბრდა და ავიდა : ) მერე 4მრბენმა სცადა მარა აჰ რად გინდა არ გამოუვიდა (კაცო ეს ტალახები , რა საძაგლები არიან, მანქანა სულ შემთხვევით უცურდება ხან საით ხან საით თორე მისი ბრალი კი არააsmile.gif )
შემდეგ მგონია რომ გუგსი იყო , ასევე ტყუილად, თუმცა მიისი შტურმანი კი ბობოქრობდა მე რომ ვუთხარი ისე გაველო და გაივლიდაო , მაგრამ ფაქტია ჩახტა და ჩარჩა...
ჩახტა და ჩარჩა ჩაატარა ძოხომაც, ისევე როგორც ლევანმა და ვეშაპომ...



ლევანმა დიდი ხანი აღმუილა წითელი ეშმაკი მარა ააფრინე ალალიო და ვერაჰ...
დანარჩენმა მანქანებმა კი შესაშური კოპწიაობით გვერდი აუარეს ტალახს : )




ამის შემდეგ სულ ცოტა ვიარეთ , დიდი ძებნაც კი არ დაგვჭირვებია და დაიწყო, დაიწყო საუკეთესო ტრასა ტალახის აბაზანებისათვის, გინდა შტრურმან მძღოებისათვის და გინდაც ჩემნაირი მაყურებელი პასაჟირისათვის.....

პატარ პატარა წინააღმდეგობების მერე კოტემ იპოვაა ძააალიან დიდი ლაფი (კოტემ მანამდეც იპოვა დიდი ჭაობ-ტალახი და შეძვრა შიგნით, შეძვრა და ტალახმა სამაგიერო გადაუხადადა და წყალი შეუჟონაsmile.gif ) , ხოდა როგორც მოგეხსენებათ , მეთოდით წინ უკან სანამ შეგიძლია და სიჩქარების გადასართველად ძალა გეყოფა-თი თხარა და რა თხარა , ნუ მე იქ არ მახსოვს პირველი მანქანები როგორ ამოვიდნენ თუმცა ძაალიან დიდ ხანს კი იბუღრავეს ეს ფაქტია, იმიტომ რომ მე ტალახით გვარიანი წუწაობა მოვახერხე და ბოლოს გათხრილზე , მას მერე რაც გუგსმა ერთი გაღმუვლებით გაიარა (გაევლო რა ნეტა მანამდე ძოხოს უF ) მეტანიებიც გავაკეთე smile.gif




ამის მერე დავსხედით და გემრიელად წავილუკმაპურეთ ტალახიანი ხელ ფეხ ცხვირით (ისე ამ გასვლის შემდეგ მე მჯერა რომ ყველა კანალიზაცია გაიჭედებოდა, არადა ისეთი კაი სანახავი იყო ყველა უკლებლივ...)

შემდეგ კი ძალიან მოუთმენლად გავაგრძელეთ გზა , მოგეხსენებათ ჩვენ დიიდ ხანს მივდიოდით მოკლე მანძილს და უკვე ღამეც მოდიოდა ნელა ნელა....
მააგრამ არა დღეს მაინც არ იყო კაი დღე რადგან მაშინ როდესაც კოტე წავიდა გზის დასაზვერად ჩავარდა, ლევანი წავიდა დასახმარებლად, ამ დროს ძოხო ჩახთა სადღაც , აი სასწაულში, ვეშაპომ მისთვის გვერდის ავლა მოინდომა , ისიც ჩარჩა, დანარჩენები სადღაც გაქრნენ , ნუ მოკლედ სასწაული კატავასია იყო იმ მომენტში სასტავში, მაგრამ ლევანმა კოტეს ამოყვანის მერე ამოიყვანა ძოხო რომელმაც ამოიყვანა ვეშაპო (სუფთა რწყილი ჭიანჭველას ზღაპარია რა : D მარა XXI საუკუნეში)

ამის მერე რაღაც ძალიან უცნაურად დავიძარით უკან ... ნაწილი გაქრა მეორე ნაწილი სადღაც წინ გაეჩხირა დე მესამე ბოლო ნაწილში მოვდიოდით კოტე , ვეშაპო, პოლიკნინიკა და ძოხო.

ხოდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი და იმ რაღაცამ რომ გადააგორგლა მთელი ეს ტალახი ახლებურად, გზა ფანტასტიურად აზელილი დაგხვდა და მოგვიწია გავლილი გზის ისე გავლა თითქოს ცოტა ხნის უკან იქ საერთოდაც არ ვიყავით....
შემდეგ კი ხან ძოხო ჩარჩა ხან პოლიკნინიკა ხანაც ვეშაპო, კოტე გზას უდრტვინველად მიიკვლევდა ეტყობა, (ნუ ვერ ვხედავდი საკმაოდ მოშორებით იყვნენ მარა )...

ხოდა ამ დროს მაო რაციაში ბორგავდა და ჩხუბობდა, (მართალია მთელი დღე რაცია არ გაუგდია ხელიდან მარა ეტყობა ნეხვატკაში იყო ჯერ კიდევ ) კეთილ სიტყვას არავისთვის იშურებდა (ეგ ყველაზე მაგრა გამოსდის მე თუ მკითხავთ) და იმ მომენტში დარეკა გუგსმა ... როგორც გამოვიდა მეგონა გავაგებინე, რომ არ დაიძრათ საცა ხართ მანდვე იდექითთქო მარა მთლად კარგად არ ისმოდა და ჩაფლავდა ჩემი მცდელობა , რადგან მხოლოდ ნეოს რაციაში ჩასტვენის და ბუზღუნის შემდეგ გაჩერდნენ და დაიწყეს მოცდა ერთად.

უჰ როცა შევერთდით მაინც აღმოგვაჩნდა დანაკარგები : D ლევანი და ვეშაპო , მგონი გელაც...

ეს კი ვეღარ მოითმინა მაომ და გაშმაგებული დარბოდა ტრასაზე და ხმალს ატრიალებდა დავხოცავ მე მაგათ ყველასო.... (გეტყვით მაო მეტნაკლებად დამშვიდდა უკვე გამოჩნდით ნუღარ დაიმალებით)


ასეთი იყო გასვლა , რავიც მე ფრიად კმაყოფილი დავრჩი, მე ხომ ვნახე ის ძალიან ტალახი რომელიც ასე მაინტერესებდა... დაჟე გავჭყუმპალავდი კიდეც...


კიდევ გეტყვით რომ ძოხოსთვის, ნეოსთვის და ტეტესთვის გასვლა მანქანის სამრეცხაოში დასრულდა, იქ სადაც თქვეს რომ არასოდეს აღარ მივიდეს არც ერთი ოFFელი , და იქ სადაც მას მეერე რაც ჩემი ტალახიანი შარვალი და გეტრებ - ბოტასები გასაკერხერებლად (აი ის ნაპორიანი აპარატი რომაა მანქანებისათვის) დავუდე ტიპს, თვალებგაფართოებულმა მკითხა ”შენ რა გოგო ხარ?”ო biggrin.gif
და ცოტა ხნის მერე როცა გაიგო დედაჩემიც ჩვენთან ერთად იყო მეთქი, თავზე ხელის შემორტყმით ჩამოგვეცალა და ხმაც აღარ გაუცია ფულის მიცემამდე biggrin.gif


კეთილი სურვილებით და ტალხიანი ეკიპირებით მე : )

პ.ს ფოტოების ნაწილი ჯერ არ დადებულა და მერე დავამატებ!!