Thursday, December 20, 2007

sleep sweet

იწვა, ფიქრობდა რომ ღმერთი არსებობს და რაღაც კანონზომიერების მიხედვით აწყობს მისაღებ გამოცდებს , ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად.

ფიქრობდა იმაზე, რომ ყველაფერი ნორმალური იმ პატარა ”არანორმალურობებზე” იგებოდა რომელსაც ღმერთის მისაღებ გამოცდებზე თითოეული ჩვენთაგანი სჩადის.

ბევრს ფიქრობდა, წყნარად და აუღელვებლად, სად ეჩქარებოდა, დილამდე დიდი დრო იყო....
თავი უცებ უცხო გარემოში ჩამოვარდნილ და გზააბნეულ სტუმრად მოეჩვენა. სტუმრად რომელიც არაფერს გააკეთებს რამის შესაცვლელად, რომლისათვისაც არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომლისთვისაც ყველაფერი მარტივი და უინტერესო იყო...
თუმცა კიდევ კარგი ეს მხოლოდ მოეჩვენა....

შემდეგ სწრაფად გადაწყვიტა, რომ აუცილებელი იყო რაღაც ძალიან სულელური ჩაედინა უახლოეს პერიოდში, მაგრამ ვერაფერი შესაფერისი ვერ მოიფიქრა და ხელი ჩაიქნია.
მორიგი აზრი რომელც ლიანდაგაცდენილი მატარებელივით დაქროდა მასში-იყო ბედნიერებაზე.

ბედნიერია? რა არის ეს ბედნიერება? თუ არის რა ჯანდაბად უნდა და თუ უნდა რა სარგებელი აქვს ამ მდგომარეობას?
ამაზე იმდენი იფიქრა თავბრუ დაეხვა და დაღლილობისაგან შესცივდა. ბოლოს გადაწყვიტა ბედნიერება შიგთავსიანი მარწყვის კამფეტივით იქნება-ჭამ, დიდხანს ელოდები შუამდე ჩასვლას, შემდეგ აღფრთოვანდები და უკანასკნელი ტკბილი ნერწყვის ჩაყლაპვისას გული დაგწყდება რომ აღარ არისო.
ამ უკანასკნელმა აზრმა გაახალისა , სასაცილოდ მოეჩვენა და ჩაიხითხითა.

ზუუსტად ამ დროს გაახსენდა რომ მარტო არ იყო, მან გააღვიძა....

.... საბანში ჩამთბარი გაბურძგნული არსება გააღვიძა.
ეს სასაცილო არსება ბურდღუნით შეიშმუშნა, თავი აწია და თვალის გახელის გარეშე სწრაფად ჩაეხუტა, შემდეგ კი ძალიან უცნაური ხმით ჰკითხა:
-აქ ხარ?
-ხომ არ წახვალ?

ძალიან დამაბნეველი და უცნაური იყო იმ მომენტისათვის ორივე კითხვა, თუმცა ორივეზე დამაკმაყოფილებელი პასუხის მიღების შემდეგ კიდევ ერთმა ძალიაან უცნაურმა ფრაზამ გაიჟღერა:
-კარგი მაშინ დავიძინებ...

....ღამე უფრო შემაშფოთებელი აზრებით გაგრძელდებოდა, უფრო სწორად დაიწყო გაგრძელება, მაგრამ ამ სიტუაციის და კითხვების ახსნა მას არ ჰქონდა . მისმა ტვინმა გადატვირთვისა და აღელვების წინააღმდეგ ის ხერხი გამოიყენა, რომელსაც გათიშვა ჰქვია.


ოთახში მშვიდი სუნთქვა ისმოდა და მას მხოლოდ შეწუხებული კრუსუნი არღვევდა დროდადრო!

Sunday, December 16, 2007

Test-me, Test me Twice

მოკლედ დღეს პიკომ გამიკეთა რაღაც ტესტი და ვიხალისე.



აგერ გაგაცნობთ ჩემს პასუხებს:


პირველი ესეიგი ვარ მიზანდასახული
მეორე ვარ ექსტრავერტი
მესამე მევასება ოჯახში ყოფნა
მეოთხე ვარ რომანტიკოსი
(ამან გამახალისა, არადა იქნება და ვარ და არ ვიცი ბლიად :( )
მეხუთე ფეხზე მკიდია სხვების აზრი მთავარია რას ვფიქრობ მე!
მეექვსე კიდევა თურმე ჩემი Sexuality სასწაულებრივად ბევრია დიდია თუ რავარც არის :))))

Saturday, December 08, 2007

ბუშტიი!!!!!!!!!!

ხელი გავუშვი...

არც დამნანებია.....




ისე სწრაფად და უკანმოუხედევად წავიდა ჩემგან რომ ცოტათი გულიც კი დამწყდა, მაგრამ შემდეგ თავი ვინუგეშე....


გაუშვებ რა ძველს და კარგად მიჩვეულს აუცილებლად გამოჩნდება რაღაც ახალი...

ყველაფერი ახალი კი კარგად დავიწყებული ძველია ხომ მეთანხმები??



აი ასე გაფრინდა უკანასკენლი წითელი ბუშტი!!
ბუშტი რომელიც ძალიან ბევრი რამით იყო გაბერილი...


მოგონებით , ძველი განცდებითა და გრძნობებით, გულისტკივილით თუ უკვე განელებული სიხარულით....

უბრალოდ ეს ყველაფერი იყო და დასრულდა....



ახლა ყველაფერი ეს სადღაც მიფრინავს წარმოუდგენელი სისწრაფით და მე გული არ მწყდება ....
არ მწყდება გული არაფერზე გარდა ერთისა....მე ჯერ ახალი ბუშტი არ მაქვს....






მაგრამ ვიცი რომ მე ახალი, უფრო დიდი და ლამაზი ბუშტი მექნება......
ჩემი ბუშტიი!!!!!!!!!!

Tuesday, December 04, 2007

მუდროსწები

I don't use drugs, my dreams are frightening enough.
M.C.Escher


We are all alike, on the inside.
Mark Twain

Hope is a waking dream.
Aristotle


everything will be okay in the end. If it's not okay, it's not the end
unknowing