Tuesday, January 30, 2007

შენ!!!

აკვიატებული აზრი მაქვს.....





შენ!!!


აი როგორც დართსის ”დროწიკები” ის მესობი!!


გადი თავი დამანებე !!




რა გინდა???

...... ჰო არა , მართალია მე თვითონ გიპოვე .....


არ მეგონა ”ადამიანომანი” თუ გავხდებოდი.

უკვე მაწუხებ.....


ძალას მაცლი და მღლი...

ბევრი არაფერი ვარგა, მაგრამ როგორც ხელოვნების გაუგებარი, მრავალფეროვანი, იდუმალი და არაფრისმთქმელი ნიმუში ისე მიზიდავ.....

ამეკვიატე როგორც ნოტი რომელიც სულ თავში გიზის და განუწყვეტლივ ერთ მელოდიას გაღიღინებს....


მაცადე რა ცხოვრება, დამანებე თავი.....

ისედაც მიჭირს ...

საკუთარ თავს ვკარგავ და შენს აჩრდილად ვიქცევი.....

შემეშვი ცოდო ვარ... ჯერ მხოლოდ 19 წელი გავიმწარე .....







მაცადე .........
დღეს სარკე დავამტვრიე ოთახში და ხელი გავიჭერი.....

სისხლი უხმაუროდ მაგრამ სწრაფად ავსებდა სარკის ნამსხვრევებს, მორიგეობით....

შემდეგ უკვე იატაკზეც გადმოიღვარა ....

ასე მომდის სულ......


სანამ რაღაც საბოლოოდ არ მოუღებს ბოლოს ჩემს ნერვებს....

....მანამ, სანამ არ ამოვხეთქავ და ჯავრს არ ვიყრი ყველაზე და ყველაფერზე არავინ მაცლის წყნარად ვამსხვრიო სხვისი ცხოვრება და სტერეოტიპები....


საერთოდ ამ ბოლო დროს ხშირად მტკივა......

არაფერი, უბრალოდ მტკივა რა.....
ძალიან მარტივად - განვიცდი აუტანელ ტკივილს, საღაც შიგნით ქვეცნობიერსა და სულიერს შორის რაღაცა არ მასვენებეს...



ჰოდა რატომ???

რატომ და რამოდენიმე მიზეზი ვიცი, მაგრამ ასეთი ძლიერი ტკივილისა არ იქნება ეგენი......


აი იცი რა მემართება???
..... ხის წვერში როდესაც ყველაზე გემრიელი ვაშლი კიდია და ძალიან გინდა ...
წვალობ, იღებ და მას უკვე ბევრი ჭიები ჰყავს.....

როგორ ახერხებს ყველაფერი ამ ცხოვრებაში ასეთი ლამაზი გარსის ქვეშ მალვას და ასე ხანგრძლივად თანაც?

წარმოიდგნე რა გრძნობა მეუფლება როდესაც იმედი მიცრუვდება?

როდესაც ერთი მახინჯი "არსების" გულისათვის ვერ აღწევ იმას რაც გინდა....

სიმახინჯე სულიერი ნაკლია.....

ვერ წარმომედგინა ბუნება ამხელა შეცდომებს თუ უშვებდა, ან იქნება ბუნება არაფერ შუაშია და ის იდეალურებს გვქმნის და ჩვენ ვიმახინჯებთ თავს....


აღარ მტკივა.......

ნეტავ რატომ.......



სარკეში აღარ ირეკლავს ჩემს გამოსახულებას და თუმცა სიგრილეს შევიგრძნობ - სხეულს ვეღარ.......

აღარაფერი შემრჩა........









სისხლმა ოთხის იატაკიც გაავსო .....

Thursday, January 25, 2007

მინდა:.............................................


მინდა: ნაყინი







მინდა: თავისუფლება




მინდა: გართობა




მინდა: ბუშტი, წითელი ბუშტი



მინდა: ზღვაზე



მინდა: ამინდი, წვიმიანი ამინდი



































კაცი მინდა!!!!!!


Thursday, January 18, 2007

კანონზომიერია

ჯერ იბადება

ფეხს იდგავს.....

იწყებს აზროვნებას.....

შემდეგ ჩუმად ამოიღებს ხმას და თავის პირველ სიტყვას იტყვის.......



არა რა, არის ამ ცხოვრებაში კანონზომიერება და მომკალით!!!

ასეა :

ადამიანი....

სიყვარული.....

მეგობრობა........

სიძულვილი....

ვნება.....


ერთადერთი ასე არ არის სიკვდილი და მაგაშიცაა კანონზომიერება.....


რაა??


რა და ის რომ ყველა სხვა გრძნობა თუ მოვლენა შეგიძლია ან განავითარო ან თავიდან აიცილო.....
სიკვდილი კი არის ყველაფრის დასასრული თუ დასაწყისია არა....

გააქვს წარმოდგენა რისგან ჩნდება??

აი ვულკანში როგორ ხდება იცი??

როდესაც ყველა გაზები და აირები, სიმხურვალე ერთად მოიყრის თავს და ზომიერების წერტილს გაცდება მაშინ იფრქვევა ....

მასეა სიკვდილიც ცხოვრებაში როდესაც ყველაფერი კარგადაა....
საუკეთესოა შეგრძნებები...

მოვლენები კარგად მიედინება .....

და ყველაფერი კარგი პიკს აღწევს მაშინ ჩნდება .....

მიხვდი რა მინდა ვთქვა??

მაშინ კი არ გეშინოდეს როცა ცუდადაა რამე ან ყველაფერი.....

მაშინ გეშინოდეს ყველაფერი საუკეთესოდ თუა!!!!


ყველაფერი კანონზომიერია ცხოვრებაში.....

Tuesday, January 16, 2007

სიტუაცია: მარაზმი

სიტუაცია: მარაზმი თანმდევი პარანოიით!!

როდესაც ყელზე გადგას შენი "სამყარო" მსუყე ნაჭერივით......

როდესაც ვერავინ მოგისმენს იმიტომ რომ სათქმელიც არავის ესმის , არც არაფერია გასაგები.....

როდესაც გადაღლილობა ცხელ ტაფაზე დაგდებული კარაქივით გალღვობს....

როდესაც გგონია რო არაფერიც არ გგონია და ყველაფერი იცი.....

როდესაც ანგელოზებს გიფრთხობენ....

როდესაც არსად წასასვლელი მშვიდი გზა არ გელანდება.....

როდესაც მირაჟებში იხრჩობი......

როდესაც გულისრევამდე იდეალურად გაჩვენებენ უკვე "ჩამოწერილ საქონელს"......

როდესაც ძალიან პატარაც კი ძალიან დიდია.....

როდესაც შენ ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი გვიან გაარკვიე.....

როდესაც ბოლოჯერ ამოისუნთქებ და ჭაობის სქელი ტალახი ბოლო მზის სხივს დაფარავს შენთვის, მაშინ აუცილებლად ყველას შეეცოდები, აუცილებლად იტყვიან რომ ძალიან სწუხან....

იდიოტები.....

აქამდე ეფიქრათ , მაშინ ხომ ჭაობები ამდენი უმისამართოდ გარდაცვლილი სხეულებით არ იქნებოდა გატენილი....

იდიოტები....

ყველაფერი იდეალური გონიათ და ფიქრობენ რომ რაღაცას წარმოადგენენ, რაღაცას ქმნიან ამ ცხოვრებაში.....

იდიოტები.....

მაგათ არც ერთი ჭაობი არ ეყოფათ .....

იდიოტები..........



დიაგნოზი: პარანოია......
უკიდურესი სტადია.........

განაჩენი: ნაღები საზოგადოებისაგან მოცილება...
სიცოცხლისათვის საშიშია, თანაც სხვისი სიცოცხლისათვის.....


იდიოტები.....

შედეგი: ჭაობში ერთით ნაკლები ადგილი რჩება.......




Friday, January 05, 2007

გული მერევა!

ფუ როგორ ღელავს ზღვა....

გული მერევა!


ასეთი გრძნობა მქონდა როდესაც ბოლოს გნახე!

შენი თვალთმაქცობა, საქციელი, საუბარი, ჩემსკენ ნასროლი ერთი- ორი კომენტარიც კი ისეთი ამაზრზენი იყო თავი ძლივს შევიკავე....

მინდოდა სახეში შემეფურთხებინა შენთვის...

თავი შევიკავე , ხალხი იყო გარშემო....
ნაცნობები.....

ჩემზე რას იფიქრებდნენ, თორემ შენზე არაფერს.....

შენ ხომ საუკეთესოდ იმალები ანგელოზის გარსში.....

ისეთი მიმზიდველი საუბარის მანერა გაქვს და მიმნდობი იერი .....
ნამდვილად ანგელოზი ეგონები ვინმეს.....

ჰო ვინმეს....... მე აღარ....

თუმცა მეც "ვინმე" ვიყავი ამ ცოტა ხნის წინ.....

ცოტა რა 8 თვის წინ...... არც ისე ცოტააა......

რა ვიცოდი ..... როგორ ვიფიქრებდი....შენნაირები ცხოვრების თეატრში მთავარ როლებს მანამდე იღებენ სანამ მაყურებელს ხელოვნურობა ყელში არ ამოუვა....

სანამ თამაში არ მობეზრდებათ, სანამ სიყალბეს კარგად არ შეიცნობენ ....

შემდეგ კი მათაც გულწრფელობა სჭირდებთ ...

მერე რა რომ მსახიობია..... მერე რა რომ სცენაა.....

გრძნობით ყველაფერი იგებს......


როცა გრძნობ გადმოსცემ, თუ გადმოსცემ იპყრობ, თუ იპყრობ ღმერთი ხარ .....


მაგრამ რა შორსაა ეს შენგან....

თითქოს მინდოდა შენგან მესწავლა...

მაღლაც გაყენებდი... მაგრამ მომენტებში ეჭვი მღრღნიდა ...

ეს ის მომენტები იყო როდესაც იღლებოდი შენც საკუთარი თავის თამაშით და ვითომ სითბოთი გაჟღენთილ ნიღაბს იხსნიდი......

აი მაშინ მეშინოდა არ შევმცდარიყავი , მაგრამ შენს მსახიობურ ტალანტს ვერ ვუძლებდი , ვერ ვეწინააღმდეგებოდი....

მიპყრობდა შენი როლი...... თამაშის მანერა .........



რა სასაცილოა არა....

ვაღიარებ ვცდებოდი....

და მიუხედავად ამის მაინც ვისწავლე .... შენგან ვისწავლე რომ სიყალბე და თვალთმაქცობა ნიჭია .....

ნიჭია რომელიც თვალს უხელს ადამიანებს....

მადლობა, დიდი მადლობა ძვირფასო.....

...თუმცა შენ ვერ გაიგებ რომ მე მივხვდი და შეგიცანი .....

მე ამას არ გაგრძნობინებ .....

ბოლომდე გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და შეგისწავლი როგორც ლაბორატორიის ვირთხას, ისე რომ შენ თავი თავისუფალი გეგონება ...

ისე რომ შენ თავი სხვებზე მაღლა მდგომი მოგეჩვენება....

მე ვიზრუნებ ამაზე....

და ბოლოს მინდა პირობა მოგცე რომ შენზე ყველა გაიგებს....

გაიგებენ არც თუ ისე მალე, მაგრამ შენ ცნობილი გახდები.....

გახდები ცნობილი სიბოროტის განსახიერება.....

მე ეს შემიძლია და ამას მაინც გაგიკეთებ....

შენ ხომ გინდოდა აღიარება...

შენ ეს გექნება თუმცა რის ფასად ჯერ არ ვიცი.......




ისევ ღელავს , გული აღარ მერევა....

ალბათ ბოღმის ბრალი იყო....
თუმცა რა შუაში ხარ შენ ... საკუთარ თავზე ვიბოღმები .... რატომ წავიბორძიკე იქ სადაც შემეძლო კარგად გამეხედა წინ და ფეხი გადამედგა...

თუმცა არაუშავს გათენდება, მზე ამოვა ყველაფერს საღად გავაანალიზებ ზღვაც დაწყნარდება....

მე უკვე მშვიდად ვარ ....