Wednesday, November 14, 2007

ქვიშის ფაქტურა

ვერ ვიტან ქვიშიან სანაპიროს ქვიშის ფაქტურას, მაგრამ
ახლა პრველად მსიამოვნებს თბილი ქვიშა ფეხსიგულებზე როგორ გრძნობასაც მიჩენს....

ისიც მომწონს ჩემს უკან ჩემი ნაკვალევი და განვლილი გზა რომ ჩანს....
ისე რომ დააკვირდე ძალიან უსწორმასწოროდ მივლია....
ჩემს უკან უცნაურად იკარგება ნაკვალევი, სადღაც შორს ....
შორს სადაც ბნელდება , კიდევ კარგი ჩემს წინ მაინც ჩადის მზე და მართალია არ ჩანს სამაგიეროდ ულამაზესი ჭრელი ღრუბლები დაცურავენ ცაშიც, ზღვაშიც...

თუ არა ეს ზღვის ქაფია....
უცნაურად შრიალებს.... ქვიშის ფაქტურა მგონი მასაც ძალიან მოსწონს მაგრამ ყველა ნამცეცს ცალ ცალკე აწვალებს ....
ჯერ თავისკენ შეითრევს მერე უკან დააბრუნებს და კიდევ შეითრევს.....

რა სიმბოლურია, მეც ასე მითრევს ყველაფერი ახლომყოფი...

იმდენად ახლო, რომ მათ ტემპერატურას ვგრძნობ....
ვგრძნობ თითოეულ რხევას და ცვლილებას....
ისევე როგორც ეს ქვიშა, დავხრიგინებ ყველა მოქცევისას და მიქცევისას....

და ბოლოს ვიკარგები ფსკერზე....

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!