- Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, November 30, 2007

დღეს დილით რომ გავიღვიძე უკვე ვიცოდი ვიღაც მაკლდა.

ისე კი არა რომ მინდოდა ყოფილიყო, არამედ ის უნდა ყოფილიყო.
ამის ნაკლებობას ისევე ვგრძნობდი როგორც მაგალითად შიმშილს ან სიცივეს ვგრძნობ ხოლმე....

ვიწექი და გაბრუებული ვუყურებდი ბურუსს, რომელიც ავსებდა ჰაერს ჩემი ფანჯრის წინ.... წამოვხტი და პირველი აზრი იყო - ”თოვს”. .... არც ამჯერად გამიმართლა.... ახლა უკვე ორი რაღაც მაკლდა...... აი ასე - ჩემი დილა დაიწყო... სერიოზული სურვილების დაუკმაყოფილებლობით დაიწყო....






კიდევ კარგი ასეთი დილა იშვიათია....


შვებით ამოვისუნთქე კიბეზე ჩასვლისას.............

Blog Archive

Subsrcribe