√ჭეშმარიტების განტოლება√

ყველას ჰგონია რომ რაღაცას წარმოადგენს.
ჰგონია რომ შეუძლია იქონიოს თავისი აზრი და მოახვიოს ის სხვებს თავზე.
ჰგონია რომ არის პიროვნება და აქვს ინტელექტი.............
ჰგონია რომ ადამიანია!


ღმერთო ამდენ იდიოტს რატომ ჰქმნი?
რატომ გაქვს ასეთი სასტიკი იუმორის გრძნობა?
რატომ არ უფრთხილდები შენივე ქმნილებების ნერვებს?
რატომ აძლევს ბუნებას იმის უფლებას, რომ ამდენი შეცდომა დაუშვას?


მაინც სად არის იმ ამოცანის გასაღები რომლესაც ადამიანი, უფრო სწორად ნორმალური ადამიანი ჰქვია?

ან კი ვინ შეიძლება იყო ნორმალური? ან ვინ ამოხსნის ამ ამოცანას თუ ისიც კი არ ვიცით რას ნიშნავს იგი??
ან იქნებ გამოჩნდეს ვიღაც ფსევდო მეცნიერი და დაადგინოს რაღაც, რასაც წესიერად თვითონაც ვერ გაიგებს და შეეცდება დაგვაჯეროს რომ სიმართლეს იძახის. შემდეგ გამოჩნდებიან იდიოტები ვინც დაუჯერებს მას, რადგან არ ექნებათ საკუთარი აზრი ამ ყველაფერზე. დაუქნევენ თავს ახლად შექმნილ (ფსევდო) მეცნიერს - მიანიჭებენ პრემიას, სახელს და აღიარებას.


ასე შეიქმნება მორიგი სტერეოტიპი,დოგმა,კანონი,ჭეშმარიტება და სისულელის კორიანტელი.

Post a Comment

1 Comments

  1. ჰეჰ
    სხვაზე ამდენი არ უნდა ინერვიულო
    არ ღირს

    p.s. ვალი რომ გაქვს დაგავიწყდა? =)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!