Sunday, December 31, 2006

Happy NEW YEAR!!!!!!

ახალი წელი, ახალი წელი!!!!!!

რით განსხვავდება ძველისაგან არ ვიცი მარა ნუ ხო ,კაი,...

მაინც სიახლე მაგარიაა!!

Saturday, December 23, 2006

ვარ თავისუფალი შეზღუდვებისაგან...
...თავისუფალი სტერეოტიპებისა და დოგმებისაგან...
თავისუფალი ვარ სხვისი შთაგონებული აზრებისაგან...
თავისუფალი ვარ გარშემომყოფებისაგან....

ასევე სტანდარტებისა და ჩარჩოებისაგან....

თავისუფალი შიშისა და ტკივილისაგან ....

ზოგადად ემოციებისაგანც ვარ......



ერთადერთი არ ვარ თავისუფალი -საკუთარი თავისაგან.......



განაჩენი: მე თავისუფალი ვარ!!!



p.s. ყველა გიჟი თავისუფალია....


p.p.s. მხოლოდ "დახვეწილ" (სნობებით სავსე) გარემოში შეუძლიათ გამოზარდონ მონები......

Friday, December 22, 2006

პატივისცემით:ლილიანი...სესილი... და Kissie.....

მინდა: გვირილა









ფიქრობ: განცდებზე









მენატრება: ზღვა









ვხედავ: მზეს








მესმის: უაზრობა






ვგრძნობ: ფეთქვას







ვლოცულობ: ჩვენზე








წავალ: მარტო








გაჩუქებ: ცისარტყელას







ვიჩუქებ: მზეს










დავხატავ: ოცნებებს










ველი: მოგონებებს








გეტყვი: სიმართლეს








მეშინია: ჩემი








მომეცი: სული







უნდა: ...მეც








ვკარგავ: ფერებს









ვიპოვე: ჭეშმარიტება





განვიცდი: სურვილს








ვიპყრობ: გულებს








ვწერ: ბედს






უარვყოფ: მარტოობას








ვითვლი: ამოსუნთქვებს







ვაგდებ: სიცრუეს








ვაგროვებ: მოგონებებს








ვიბარებ: აღსარებებს....











....და ვიღაცის დალეულ, ცარიელ ბოთლებს...

"ბოდიალები" # 2

ჩემი არსების ყოველი ნაწილი შენი ნახვის სურვილით იწვის, შენ ენატრები. შენზე ფიქრი ვერცხლისწალივით მეღვრება სხეულში და უწყვეტად მახსენებს (ჩვენს) წარსულს.
მენატრება შენი სითბო. მენატრება ლამაზი თვალები. ძალიან მომენატრა შენი კანის სურნელი....ყოველი შეხება....
შენთან ჩუმი საუბარიც სიგიჟემდე მომენატრა.... მენატრება შენი სამყარო..... და მისი დეტალები რომლებსაც მე მანდობდი....
ვგრძნობ სიცარიელეს..... მაკლია შენთან ურთერთობა და .........

სიყვარულიც.......

მთვარეულივით დავბოდიალობ ჩემს აზრებში.... წარსულს ვიხსენებ, ვძაბავ გონებას, მაგრამ არა... არაფერი გამოდის, ვერაფერს ვხვდები......


.....ზღაპარი ასე უცნაურად რატომ დამთავრდა??

ჯუმბელ

დიდხანს იწრიალა საწოლში..... არად ძალიან გვიანია უკვე...

ვერ დაიძინა.... ადგა.... გაიარ-გამოიარა....
წყალიც დალია.... შემდეგ თვალში კომპიუტერი მოხვდა.... ჩართო.... ჩამოჯდა სკამის ნახევარზე, მალე აპირებს ადგომას მაინც....
თუმცა სიმღერების სია მაინც შეადგინა და "მედია პლეიერში " ჩაყარა... გულმა ვერ გაუძლო... ნაცნობ (მშობლიურ) ფორუმს მიაშურა და უF......
პირდაპირ მისი პირადი გზავნილი ეტაკა....
"ვერარის ესა"-გაიფიქრა, თუმცა მაინც უპასუხა- ერთხელ, ორჯერ....
დაჟინებული თხოვის შემდეგ აუსრულა თხოვნა და ჩართო "მესენჯერი"..... "უბერავს ესა" ისევ გაიფიქრა .....

თუმცა საუბარი მაინც აეწყო, რაღაცნაირად თავისით... არაა მას კი არ უნდოდა დიდად მაგრამ აღარ "გაუტეხა"......
შემდეგ მაგრად გაუკვირდა , ვერაფერი გაიგო.... და მისწერა "უბერავ შენა ჯუმბელ"... მერე გაუღიმა , "სულელია" იფიქრა თავისთვის თუმცა ეს სულაცა არაა ცუდი... აუტანელია , მაგრამ ეგეც არაა ნამეტანი ცუდი...



მოკლედ ასე დააათენდა თავს...

არადა როგორ ეძინებოდა...მერე ბევრი იცინა, ეტყობა მეექვსე გრძნობა იყო რო გამაღვიძა და ვირტუალურ სამყაროში შემაჭყიტაო ......
.... "არა ვერა ხარშენა" ისევ გაუმეორა უკვე მერამდენედ ამ ღამეში....
"უნდა წავიდე" რაღაც უღიმღამოდ მისწერა , თხოვნაზე უარი უთხრა და კომპიუტერი გამორთო.....
"ღმერთო რა სულელია"... "ვერ დავაჯერე"...... გაეღიმა......

"დავიძინებ თორემ მეც სისულელე დამემართა მგონი"....


არადა გათენდა, ჩიტების ჟღურტული ისმის.... გრილი დილააა, გაისეირნებდა კაცი....





"ძილინებისა ჯუმბელ".....

Wednesday, December 20, 2006

:spy:

хуесвинорогий мудоблядище-რა არსებაა ნეტა?ხომ არ იცით ??

Tuesday, December 19, 2006

"ბოდიალები" # 1

..... საერთოდ მომავალიც ხომ სადღაც აწმყო გახდება?...
ასე რომ მალე ყველაფერს გავიგებ!




..... აღარაა ამდენი სისხლი ყველამ საკუთარი ინტერსების დასაცავად რომ დაღვაროს........

დღე რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის!

თეთრი სხივი, სიბნელე...

მომენტალური წრფივი გაელვება, ახელ თვალს, ხვდები....
მარტო ხარ!

თურმე რა მოუხერხებელია საოპერაციო მაგიდა.

გახსენდება, უფრო სწორად იხსენებ.... თავს ძალას ატან.

გაიპარე, გახსოვს გზატკეცილი.....
მის ნაპირებზე მონაცვლე ხედები, მერე.....
რაღაც ხმაურიც გახსენდება, ეს ხომ მანქანის ბორბლების აუტანელი ჭრიალია.......

... და შენთვის ბნელდება.

აქ მთავრდება შენი თავგადასავალი.






რა მოხდა სინამდვილეში?

ოჯახში ყოფნა შენთვის აუტანელი გახდა, გეჩვენებოდა რომ შენთვის ყველაფერი მოსაწყენი იყო, გეგონა გაქცევით თავს უშველიდი და შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა....

შენ ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდი: ცვლილება მოხდა, ოღონდაც არა უკეთესობისაკენ, როგორც შენ გეგონა......

უბრალოდ ცვლილება ისააა, რომ შენ ვეღარასოდეს გაისეირნებ ფეხშიშველი, შემოდგომის ფოთლიან ბილიკებზეც აღარ მოგიწევს სეირნობა...

არა, არა საქმე შემოდგომაში კი არ არის , უბრალოდ შენ საერთოდ ვეღარ ისეირნებ, არც წელიწადის დროები შეიცვლება შენთვის და ბოლოს აღარც სიცოცხლე გაგიხარდება ...


რადგანაც.....
იგი შენთვის დასრულდა.......








P.S
ალბათ ახლა ამ წუთას შენ ადგეხარ გზას.... სხვა შენთვის სრულიად უცხო სამყაროში......

მომავალ შეხვედრამდე.....

ახალ , უკეთეს ცხოვრებაში!

Monday, December 18, 2006

წერილი

ჩვენ ორნი ვართ!




თუ ვიქნები მე, აუცილებლად იქნები შენც...
შენ ხარ ახლა ჩემი ერთადერთი სიხარული.
ჩემს გულს უღიტინებ, არ ასვენებ და ახალი მუხტით ავსებ!

შენ არ იცი რომ ჩემთან ხარ...
თავი მარტო გგონია, უცნაურ და გაუგებარ გარემოში. ....თუმცა მიუხედავად აბსოლუტურად ყველაფრისა, ის რაც მე მიყვარს ალბათ გეყვარება შენც.


ორივენი ერთად ვჭამთ და ვსვამთ, უბრალოდ ჯერ ერთად არ გვიხარია (ცხოვრება) , მაგრამ შენ ხომ გრძნობ, აღიქვამ თუ რა ხდება და როგორ ვარ მე?


.......ზოგჯერ ისე მოულოდნელად მახსენებ ხოლმე თავს, რომ ვშინდები. ეს ალბათ შენი მოუსვენრობის ბრალია,
მაგრამ მე მაინც ძალიან მიყვარხარ!



შენი გულისათვის სისხლის უკანასკნელ წვეთსაც არ დავიშურებ, თუმცა ჩვენ ახლა ერთი სისხლი გვიჩქეფს ისედაც....

მინდა რომ მომავალში ვიამაყოთ....

....ვიამაყოთ რომ ჩვენ ერთმანეთს ასე კარგად ვიცნობთ, რომ ჩვენ თითქმის ერთნი ვართ.....


იმითაც ვიამაყოთ რომ "ჩვენ" ვართ!!

და როდესაც შენ ამ სამყაროს შეიცნობ ისე ,რომ მე შემეძლება (დახმარების ) ხელი აღარ გამოგიწოდო, აუცილებლად მოგწერ ასეთ წერილს რათა შეგახსენო რომ ისევე როგორც შენ არსებობდი და არსებობ ჩემს ცხოვრებაში , ისევე მე, შენი დაბადებიდან გვერდით ვარ და სულ ვცდილობ დაგეხმარო, გაგამხნევო და განუგეშო.....



უდიდესი სიყვარულით......































დედა!