Wednesday, October 18, 2006

.................13............................

გრილი დღე, წვიმა,ცივა....
თბილი ჩუმი კოცნა......
მე და შენ...
გუბე გრძნობს,
გული მას მხარს უბავს.....
ფოთოლსაც უხარია....
ჩვენ კი მხარს მას ვუბამთ...
მომენატრე....
რას დუმხარ??...
არაფერს მეტყვი?....
რატომ, რატომ გაჩუმებულხარ?...
მართალი იყავი....
როცა მითხარი...
რაც კი მითხარი...
როგორც მითხარი...
..................................................
გაქრა მოჩვენებითი სიხარული....
....ქალაქში წვიმს....
ივსება გუბე....
ეს იყო ბოლო "ხაჭაპური"!....

Sunday, October 08, 2006

მთა, ლურჯი ცა და ყინული..................

ჩიტის გაფრენის სიმაღლეზე.........

ვზივარ... სუნთქვა მიჭირს... როგორც არ უნდა იყოს 5100 მეტრი არც ისე ცოტაა..... მაგრამ მაინც რა სასიამოვნოა....

ყველაფერი უკან დარჩა... ყველაფერმა ჩაიარა...

ასეთ სიმაღლეზე ცხოვრება ერთი-ორად ლამაზი გეჩვენება..........

ყველა ფიქრი გტოვებს.....

ყველა გარდა იმ ფიქრებისა რომლებიც თვითონ დაიტოვე......

ემი ფიქრები ახლა საყვარელ ადამიანზეა......

ადამიანზე რომელიც მელოდება, და მიფრთხილდება....

ვზივარ.... სუნთქვა მიჭირს.....როგორც არ უნდა იყოს 5100 მეტრი არც ისე ცოტაა.....




არ ვიცი დავბრუნდები თუ არა უკან......

და მაინც ცხოვრება მშვენიერია....
მხოლოდ ეს უნდა დაინახო..........

Saturday, October 07, 2006

ასჯერ ნაპოვნი და ისევ დაკარგული..........

..............ძალიან მეჩქარება, ვცდილობ დრო არ დავკარგო.......

თითქმის მივრბივარ....................

ჩემს ფეხქვეშ შემოდგომის ფოთლები ოხრავენ, მიფრინავენ სხვადასხვა მხარეს.
იმედი მაქვს რომ დამხვდები......
.........მჯერა, რომ ისევ არ დაგკარგავ.....
შევძლებ.... დავინახავ შენს ნაცნობ ზურგს, დავინახავ შენს მოუსვენრობას, დავინახავ თუ როგორ ოხრავენ ფოთლები შენ ფეხებქვეშ, როდესაც გაბრაზებით გაჰკრავ ფეხს ჰაერში რაღაც წარმოსახვით ობიექტს......
იმედი მაქვს რომ შენი ჩაცმულობაც ნაცნობი იქნება და რაც მთავარია:მჯერა შენ ტკბილ, უცნაურ, მისგან განსხვავებულ სურნელს სულ მალე ვიგრძნობ.
მომენატრე, როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს...............

...... მაკლიხარ.........

მინდა ისევ გავიგო შენი ხმა ....
....... ნაცნობი ინტონაცია.....

მინდა შენი მავნე იუმორის გემო გავიხსენო..........
.... მინდა გავბრაზდე....

კიდევ და კიდევ......

.....მე გულით მინდა.....

Dedicated to 28.10....

თვალები................



დაკვირვებული, ლამაზი, ჭკვიანი თვალები, რომელიც საოცარ სითბოს გამოსცემს და შესაშური ინტერესით დაგათვალიერებს.....

ეს საოცრება იქნება, მაგრამ ასეთი თვალები მხოლოდ ერთგულ ცხოველებს გააჩნიათ, მხოლოდ მათ შეუძლიათ დაგათვალიერონ და შენში ვერაფერი ცუდი ვერ იპოვონ.


პირიქით აღმოაჩინონ მათთვის ახლო, ნაცნობი და ძალიან საყვარელი.
რა სამწუხაროა , რომ ესეთი ძლიერი თვისებებით, მხოლოდ ჭკვიანი ცხოველები არიან დაჯილდოვებული......


ჭკვიანი ადამიანები კი არა......................

Friday, October 06, 2006

ასე იწყება ისტორია ჩემი.....

არაფერი განსაკუთრებული ....

ვწერ....



ვწერ იმიტომ რომ დავწერო , იმიტომ რომ გადავიტანო, იმიტომ რომ მომეშვას გულზე, იმიტომ......



რასაც ვწერ შეიძლება ყველაფერი არც უნდა დაიწეროს, მაგრამ მაინც, მე ეს ძალიან მჭირდება -როგორც წყალი და ჰაერი......


დღეიდან დავწერ..... არც ისე ხშირად უბრალოდ დავწერ.........