Tuesday, December 19, 2006

დღე რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის!

თეთრი სხივი, სიბნელე...

მომენტალური წრფივი გაელვება, ახელ თვალს, ხვდები....
მარტო ხარ!

თურმე რა მოუხერხებელია საოპერაციო მაგიდა.

გახსენდება, უფრო სწორად იხსენებ.... თავს ძალას ატან.

გაიპარე, გახსოვს გზატკეცილი.....
მის ნაპირებზე მონაცვლე ხედები, მერე.....
რაღაც ხმაურიც გახსენდება, ეს ხომ მანქანის ბორბლების აუტანელი ჭრიალია.......

... და შენთვის ბნელდება.

აქ მთავრდება შენი თავგადასავალი.






რა მოხდა სინამდვილეში?

ოჯახში ყოფნა შენთვის აუტანელი გახდა, გეჩვენებოდა რომ შენთვის ყველაფერი მოსაწყენი იყო, გეგონა გაქცევით თავს უშველიდი და შენს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა....

შენ ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდი: ცვლილება მოხდა, ოღონდაც არა უკეთესობისაკენ, როგორც შენ გეგონა......

უბრალოდ ცვლილება ისააა, რომ შენ ვეღარასოდეს გაისეირნებ ფეხშიშველი, შემოდგომის ფოთლიან ბილიკებზეც აღარ მოგიწევს სეირნობა...

არა, არა საქმე შემოდგომაში კი არ არის , უბრალოდ შენ საერთოდ ვეღარ ისეირნებ, არც წელიწადის დროები შეიცვლება შენთვის და ბოლოს აღარც სიცოცხლე გაგიხარდება ...


რადგანაც.....
იგი შენთვის დასრულდა.......








P.S
ალბათ ახლა ამ წუთას შენ ადგეხარ გზას.... სხვა შენთვის სრულიად უცხო სამყაროში......

მომავალ შეხვედრამდე.....

ახალ , უკეთეს ცხოვრებაში!

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!